ხოლუდექსანი 300მგ #20კაფს
გააზიარე:
ხოლუდექსანი
(CHOLUDEXAN)
შემცველობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ურსოდეზოქსიქოლის მჟავა 300 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, აეროზილი, მაგნიუმის სტეარატი, კალიუმის სორბატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰეპატოპროტექტორული საშუალება. ახდენს ასევე ნაღვლმდენ, ქოლელითოლიტიკურ, ჰიპოლიპიდემიურ, ჰიპოქოლესტერინემიულ და იმუნომოდულაციურ მოქმედებას.
ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ჰეპატოციტის მემბრანაში ასტაბილიზირებს მის სტრუქტურას და იცავს ჰეპატოციტს ნაღვლის მჟავების მარილების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ამცირებს მათ ციტოტოქსიურ ეფექტს. იგი აინჰიბირებს ნაწლავში ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შეწოვას; აინდუცირებს ბიკარბონატებით მდიდარი ნაღვლის წვენის წარმოქმნას, რაც იწვევს ნაღვლის წვენის პასაჟის ზრდას და ასტიმულირებს ტოქსიური ნაღვლის მჟავების გამოყოფას ნაწლავიდან. ურთიერთქმედებს არაპოლარულ ნაღვლის მჟავებთან (ხენოდეზოქსიქოლის მჟავა) რის შედეგადაც ფორმირდება შერეული არატოქსიური მიცელები. ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და მის შეწოვას ნაწლავში. ქოლესტერინის მოლეკულებთან წარმოქმნის თხევად კრისტალებს, რითაც მცირდება ნაღვლის წვენის ლითოგენურობა და ძლიერდება ქოლესტერინული კენჭების დაშლა. იგი ხელს უშლის ახალი კრისტალების წარმოქმნას.
ახდენს იმუნომოდულაციურ მოქმედებას, მოქმედებს იმუნოლოგიურ რეაქციებზე ღვიძლში: ამცირებს ჰისტოშეთავსების HLA-1 ზოგიერთი ანტიგენის ექსპრესიას ჰეპატოციტების მემბრანაზე და HLA-2 ქოლანგიოციტებზე, გავლენას ახდენს T-ლიმფოციტების რაოდენობაზე, ინტერკლეიკინი-2-ის წარმოქმნაზე, ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას, თრგუნავს იმუნოკომპეტენტური იმუნოგლობულინების (პირველ რიგში IgM) აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა:
ურსოდეზოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება ნაწლავში. პრეპარატის ერთჯერადი დოზით (600 მგ) შიგნით მიღებისას სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია (5.5 მოლი/ლ) მიიღწევა მისი მიღებიდან 1 საათში. ურსოდეზოქსიქოლის მჟავა მეტაბოლიზირდება ღვიძლში ტაურინისა და გლიცინის კონიუგატების წარმოქმნით, რომლებიც სეკრეტირდება ნაღვლის წვენში. პრეპარატის ცილებთან კავშირი მაღალია, 99%-მდე. ურსოდეზოქსიქოლის მჟავა აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. 50-70% გამოიყოფა ნაწლავიდან.
ჩვენებები:
- არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი;
- მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი;
- ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები;
- ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
- ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები;
- ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
- პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი;
- კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
- ღვიძლშიდა სანაღლე გზების თანდაყოლილი ატრეზია;
- ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას;
- ნაღვლის ბუშტში ქოლესტერინული კენჭების არსებობა იმ შემთხვევაში, თუ მათი ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით მოშორება შეუძლებელია;
- ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- ბილიარული დისპეფსიური სინდრომი;
- სანაღვლე გზების დისკინეზია;
- ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებით მკურნალობისას ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ნაღვლის კენჭების დასაშლელად ხოლუდექსანს ნიშნავენ დოზით 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში უწყვეტლივ ხანგრძლივად. მაგალითად, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე თვეს, ნაღვლის კენჭების დასაშლელად – 6 თვიდან 2 წლამდე. თუ მკურნალობის დაწყებიდან 12 თვეში არ აღინიშნა ნაღვლის კენჭების დაშლა, მისი გაგრძელება მიზანშეწონილად არ ითვლება. განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია პრე-პარატის მიღება დოზით 300 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში რამოდენიმე თვის განმავლობაში (საშუალოდ 3 თვე).
ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ ნიშნავენ 300 მგ (1 კაფსულა) ხოლუდექსანს ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10-14 დღეს.
პრეპარატი მიიღება ერთხელ დღე-ღამეში ძილის წინ ან ორჯერ დღე-ღამეში. კაფსულას ყლაპავენ მთლიანად, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
გვერდითი მოქმედება:
დიარეა (შესაძლოა იყოს დოზადამოკიდებული).
იშვიათად – ნაღვლის კენჭების ჩაკირვა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
- ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია:
რეპროდუქტიული ასაკის ქალებმა პრეპარატის მიღების პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის არაჰორმონალური საშუალებები ან პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები ესტროგენის დაბალი შემცველობით. ხოლუდექსანის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მონაცემები ურსოდეზოქსიქოლის მჟავის დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები:
ნაღვლის კენჭების წარმატებულად დასაშლელად ისინი უნდა იყვნენ სუფთად ქოლესტერინული, არ იძლეოდნენ ჩრდილს რენტგენოგრამაზე, ზომით არაუმეტეს 15-20 მმ. ნაღვლის ბუშტის ფუნქცია მთლიანად უნდა იყოს შენარჩუნებული, ხოლო მისი შევსება კენჭებით არაუმეტეს ნახევრისა. ბუშტის სადინარის გამტარობა შენარჩუნებულ უნდა იქნეს, ხოლო ნაღვლის საერთო სადინარი – თავისუფალი კენჭებისაგან.
მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში შემოწმდეს სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ჭარბი დოზა:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების თაობაზე მონაცემები არ არის.
წამლებთან ურთიერთქმედება:
ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის იონებს და იონმცვლელ კუპრს (ქოლესტირამინს) ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას.
ჰიპოლიპიდემიური საშუალებები (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენები, ნეომიცინი ან პროგესტინები ზრდიან ნაღვლის წვენის ქოლესტერინით შევსებას და შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატის მიერ ქოლესტერინული ნაღვლის კონკრემენტების დაშლის უნარი.
გამოშების ფორმა:
კაფსულები; 20 ცალი/2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: რეცეპტით
წარმოებულია:
“სიგმა ფარმასიუტიკალ კო.” მუბარაკ ინდასტრიალ სიტი, ეგვიპტე
“SIGMA Pharmaceutical Industries”, Moubarak Industrial City, Egypt.
“ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც.”-სათვის (ინგლისი), 48 ქუინ ანა სტრიტ, ლონდონი W1G9JJ, ინგლისი
For “World Medicine L.L.C.” (England), 48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us