ნოზეილინი 15მლ თვ/ცხ.წვეთები
გააზიარე:
ნოზეილინი
თვალის/ცხვირის წვეთები
(Nozeylin)
შემცველობა:
ერთი მლ შეიცავს 0,5 მგ ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდსა და 0,5 მგ ქლორფენირამინის მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი – ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელიც ახდენს სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას, ცხვირის გაჭედვისა და ცხვირიდან გამონადენის რაოდენობის შემცირებას.
ქლორფენირამინის მალეატი – ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორია. ახდენს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ადგილობრივი ექსუდაციური გამოვლინებებს, ცხვირის, ცხვირ-ხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და ცხვირის ქავილს.
ჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები გამოიყენება თვალის ალერგიული დაავადებებისას; სურდოს, ალერგიული რინიტისა და სინუსიტის დროს.
უკუჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღების დოზები:
ცხვირში – 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში თითოეულ ნესტოში.
თვალებში – 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 5 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი:
“E.I.P.I.CO.” ეგვიპტე ტენტ A.R.E. რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა B1.
“ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც” (აშშ) – სათვის. USA. 400, West Apple Street, SD, Tea, 57064,
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp. us.