დოვიტა მულტივიტამინ ქიდსN60გამი
გააზიარე:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების რეკომენდაცია
დოვიტა მულტივიტამინი ქიდსი
Dovita Multivitamin Kids
შემადგენლობა:
1 საღეჭი გამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი C – 10 მგ, ვიტამინი B3 – 5 მგ, თუთია – 3 მგ, ვიტამინი B6 – 1 მგ, რკინა – 0.96 მგ, ვიტამინი A – 400 მკგ, ვიტამინი B1 – 0.1 მგ, ვიტამინი B2 – 0.1 მგ, ვიტამინი B7 – 20 მკგ, ვიტამინი D3 – 400 სე, სელენიუმი – 10 მკგ, ვიტამინი B12 – 2 მკგ;
დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი, გასუფთავებული წყალი, ერითრიტოლი, სორბიტოლი, პექტინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, კარმინი კოჩინელი, მოცვის ნატურალური არომატი; შემომგარსავი ნივთიერებები: მცენარეული ზეთი, კარნაუბის ცვილი.
არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ლაქტოზას, გმო-ს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
მოქმედების მექანიზმი : დოვიტა მულტივიტამინი ქიდსი მოცვის ნატურალური არომატით ბავშვის ჰარმონიული ზრდისა და განვითარებისთვის შექმნილი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ნუტრიენტებზე მზარდი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს.
ვიტამინი C ( ასკორბინის მჟავა ) — უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეხმარება ორგანიზმს ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლაში და ხელს უწყობს საკვებიდან რკინის ათვისებას. ვიტამინი C გადამწყვეტ როლს თამაშობს შემაერთებელი ქსოვილების „სამშენებლო მასალის“ — კოლაგენის წარმოქმნაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდის პროცესში ქსოვილების სწორი განვითარებისთვის.
ვიტამინი B1 ( თიამინი ) — უზრუნველყოფს ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნას, რაც ბავშვს ეხმარება აქტივობის შენარჩუნებაში მთელი დღის განმავლობაში; ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და გულის კუნთის სტაბილურ მუშაობას, დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, სწავლის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი ) — აუცილებელია ზრდის პროცესებისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისთვის. იგი იცავს თვალის ბადურას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღ მდგომარეობასა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციას.
ვიტამინი B3 ( ნიკოტინამიდი ) — უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების ეფექტურ ათვისებასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ტვინის ნეირონების ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც პირდაპირ განაპირობებს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგრადობას.
ვიტამინი B6 ( პირიდოქსინი ) — მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 100-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. იგი აუცილებელია სეროტონინისა და დოფამინის სინთეზისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვის გუნება-განწყობილებაზე, ძილის ციკლსა და ემოციურ სტაბილურობაზე. პირიდოქსინი ასევე ხელს უწყობს ანტისხეულების გამომუშავებას, რაც ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება.
ვიტამინი B12 ( ციანოკობალამინი ) — გადამწყვეტ როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ფორმირებაში, მონაწილეობს ნერვული ბოჭკოების მიელინის გარსის წარმოქმნასა და ტვინის ნორმალურ განვითარებაში.
ვიტამინი B7 ( ბიოტინი ) — მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, ასევე მნიშვნელოვანია კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის.
ვიტამინი A ( რეტინოლის პალმიტატი ) — უმნიშვნელოვანესია მხედველობის სიმახვილისა და თვალის ჯანმრთელობისთვის, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილების ზრდასა და რეგენერაციას.
ვიტამინი D3 — უზრუნველყოფს კალციუმის ათვისებას, რაც განაპირობებს ძვლებისა და კბილების სიმტკიცეს. იგი ასევე აუცილებელია იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის.
თუთია — აუცილებელია უჯრედების დაყოფის, ზრდისა და ქსოვილების აღდგენისთვის. იგი პირდაპირ მოქმედებს იმუნური უჯრედების აქტივობაზე.
სელენიუმი — ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ მუშაობას.
რკინა — შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს ორგანოების ჟანგბადით მომარაგებას. რკინის ადეკვატური დონე პირდაპირ კავშირშია ბავშვის კოგნიტურ ფუნქციებთან.
დოვიტა მულტივიტამინი ქიდსი რეკომენდებულია:
- · არასრულფასოვანი კვების რაციონის შესავსებად;
- · მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტივობის პერიოდში;
- · სეზონური ჰიპოვიტამინოზების პრევენციის მიზნით;
- · გადატანილი დაავადებების შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება:
4- დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1-2 გამი დღეში.
9- დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2-3 გამი დღეში.
სასურველია მიღება კვების დროს. გადაყლაპვამდე გამი კარგად უნდა დაიღეჭოს. მიღების რეკომენდებული ხანგრძლივობა: 1-3 თვე.
გაფრთხილებები: არ გამოიყენოთ დოვიტა მულტივიტამინი ქიდსი მრავალფეროვანი კვების შემცვლელად! არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას! არ გამოიყენოთ პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში! არ გამოყენოთ პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში! ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალმა აქტიურმა კომპონენტებმა დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს გამის ფერის ცვლილება, რაც არ მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
დათუნიას ფორმის, მოცვის არომატის მქონე წითელი გამები.
გამოშვების ფორმა :
60 გამი პოლიმერულ ფლაკონში.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ინახება 5-25℃ ტემპერატურაზე მჭიდროდ დახურულ კონტეინერში კვებითი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვით. ინახება მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისა და ხელოვნური განათების წყაროებისგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი”.
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33










