დოვიტა აფრონიქსი #30კაფს

დოვიტა აფრონიქსი #30კაფს

69.23 ლარი 58.85 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დამიანას ფოთლების ექსტრაქტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 169405
გააზიარე:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების რეკომენდაცია

დოვიტა აფრონიქსი

Dovita Aphronix

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: Aphrodana® — დამიანას (Turnera diffusa) ფოთლების ექსტრაქტი - 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულის გარსი: ჰიპრომელოზა (HPMC).

არ შეიცავს: შაქარს, გლუტენს, ლაქტოზას, გმო-ს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.

მოქმედების მექანიზმი:

დოვიტა აფრონიქსი წარმოადგენს კლინიკურად შესწავლილ, სრულიად ნატურალურ, არაჰორმონალურ მცენარეულ საშუალებას, რომელიც განკუთვნილია ქალებსა და მამაკაცებში ლიბიდოსა და სექსუალური ფუნქციის მხარდასაჭერად.

აფროდანა® (დამიანას ექსტრაქტი) ხასიათდება მრავალმხრივი მოქმედებით ქალებსა და მამაკაცებში სექსუალური ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის ასამაღლებლად. იგი ასტაბილურებს ჰორმონალურ ფონს, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ამასთანავე, ფერმენტ PDE-5-ის ინჰიბირების გზით, აფროდანა® უზრუნველყოფს სისხლძარღვების მოდუნებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში, რაც ზრდის მგრძნობელობასა და სექსუალურ აღგზნებადობას.

აფროდანა® ხელს უწყობს ინტიმურ ურთიერთობასთან დაკავშირებული ფსიქო-ემოციური დაძაბულობის შემცირებას.

გამოყენების რეკომენდაციები:

  • სექსუალური ლტოლვისა და სასიცოცხლო ენერგიის (ვიტალურობის) ასამაღლებლად;
  • სექსუალური აღგზნებადობისა და ინტიმური მგრძნობელობის გასაუმჯობესებლად;
  • ყოველდღიური სტრესით, დაღლილობითა და ემოციური ფონის გაუარესებით გამოწვეული ლიბიდოს დაქვეითებისა და ინტიმური დარღვევების დასაძლევად და საპროფილაქტიკოდ;
  • ფსიქო-ემოციური განტვირთვის, მოდუნებისა და პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობის ხელშესაწყობად.

მიღების წესი და დოზირება:

  • რეკომენდებულია მოზრდილთათვის: 1–2 კაფსულა დღეში, წყლის მიყოლებით. ოპტიმალური და მდგრადი შედეგის მისაღწევად, რეკომენდებული მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 4 – 8 კვირას.

გაფრთხილებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენება სრულფასოვანი/დაბალანსებული კვების ჩასანაცვლებლად. არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის. ქრონიკული დაავადებების არსებობის ან სხვა მედიკამენტებთან ერთად მისი მიღების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
არ გამოიყენოთ პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

მუქი მწვანე ფერის, ჰიპრომელოზას (HPMC) ვეგანური კაფსულები, შევსებული მომწვანო-ყავისფერი ფხვნილით.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში.

შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს „ავერსი-რაციონალი“

მისამართი: საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. N33

ვებ-გვერდი: www.rational.ge