დერმედიკი-CAPILARTE ნაკრები:ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი 300მლ+დამამშვიდებელი შ

დერმედიკი-CAPILARTE ნაკრები:ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი 300მლ+დამამშვიდებელი შ

59.00 ლარი 23.60 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
კატეგორია: თმის მოვლა
კოდი: 169363
გააზიარე:

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი
ამცირებს სხვადასხვა ტიპის ქერტლს, როგორც მშრალს, ისე ცხიმიანს, და ხელს უშლის მის ხელახლა წარმოქმნას. რეკომენდებულია ასევე სებორეული დერმატიტის, ეგზემისა და ფსორიაზის დროს.
სოკოს საწინააღმდეგო თვისებების მქონე სამი აქტიური ინგრედიენტის — კლოტრიმაზოლის, თუთიის წარმოებულისა და პიროქტონ ოლამინის — გამოყენების წყალობით, შამპუნს გააჩნია ძლიერი, მრავალმხრივი ანტისებორეული და ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება:
• არეგულირებს კანის უჯრედების განახლების პროცესს
• ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის ნორმალიზებას
თუთიის წარმოებულის ლიპოფილური ბუნების გამო (კრისტალურ მდგომარეობაში იგი წყალში არ იხსნება), შამპუნი ეფექტურია ჩამობანის შემდეგაც, მათ შორის გამოყენებებს შორის შესვენების პერიოდშიც.
პროდუქტი ამშვიდებს გაღიზიანებას და ამცირებს ქავილს. ხელს უწყობს თავის კანის დაბალანსებული მიკრობიომის აღდგენას.
გამოყენების წესი: მცირე რაოდენობის შამპუნი დაიტანეთ სველ თმაზე, გაიჩერეთ 2–3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ.
შამპუნი გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში, კვირაში 2–3-ჯერ. პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენეთ კვირაში 1–2-ჯერ.

დამამშვიდებელი შამპუნი ჰიპერმგრძნობიარე თავის კანისა და თმისთვის
რეკომენდებულია ყოველდღიური, უწყვეტი გამოყენებისთვის — გაღიზიანების,წვისა და ქრონიკული ქავილისკენ მიდრეკილი ჰიპერმგრძნობიარე თავის კანისა და თმისთვის.
პროდუქტის სპეციალური ფორმულა უზრუნველყოფს თმისა და თავის კანის ნაზ და ეფექტურ მოვლას. ამასთანავე, ხელს უწყობს ეპიდერმისის რეგენერაციას და სათანადო pH-ისა და მიკრობიომის შენარჩუნებას.
გამოყენების წესი: შამპუნის მცირე რაოდენობა დაიტანეთ სველ თმაზე. დაიტოვეთ მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ. კოდი: 8536 მწარმოებელი "ბიოგენედი" პოლონეთი. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს „ავერსი-ფარმა“.