გინკოლი 3% 5მლ მიკროოყნა#3

გინკოლი 3% 5მლ მიკროოყნა#3

85.75 ლარი 77.17 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: IMUN UG
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოლაგენი,ლავანდის ექსტრაქტი,პროპილენგლიკოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168745
გააზიარე:

გინკოლი

მაღალგაწმენდილი 3%- იანი კოლაგენის გელი

გამოყენების ინსტრუქცია

გინკოლი არის თანამედროვე და ეფექტური საშუალება ქალის სასქესო ორგანოების სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მას გააჩნია ძლიერი რეგენერაციული და მეტაბოლური მოქმედება და ხელს უწყობს საშოს ბუნებრივი ფლორის აღდგენას.

შემადგენლობა: 3%-იანი დაბალმოლეკულური კოლაგენის გელი, პროპილენგლიკოლი, 1%-იანი ლავანდის ექსტრაქტი, გამოხდილი წყალი.

გინკოლი ხელს უწყობს ახალი ქსოვილების ზრდის სტიმულირებას და ამავდროულად ასტიმულირებს აუტოლიზურ სანაციას, ანგიოგენეზსა და რეეპითელიზაციას. ხელს უწყობს გრანულაციური ქსოვილის ფორმირებას და ჭრილობის რეეპითელიზაციას.

გინკოლი გამოიყენება გაღიზიანებული ვულვისა და საშოს გართულებების თავიდან ასაცილებლად, სიმშრალის, ტკივილის, ქავილისა და კანის წვის შეგრძნების აღმოსაფხვრელად კანისა და ლორწოვანი გარსის მიკრობზარების დროს. წარმოადგენს უმაღლესად გაწმენდილ, არადამუშავებულ I ტიპის 3%-იან კოლაგენს, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი სტრუქტურა. ქმნის ფიზიოლოგიურად ხელსაყრელ გარემოს, რომელიც იცავს დაზიანებულ უბანს; ამშვიდებს და ახდენს დეზოდორირებას; გააჩნია აბსორბციული უნარი; ბიოთავსებადი , ბიოდეგრადირებადი და მარტივი გამოსაყენებელი. ადჰეზიური თვისებების წყალობით, პათოლოგიურად შეცვლილ ზედაპირთან უშუალო კონტაქტისას, გინკოლი აჩქარებს დაზიანებული კანისა და ვულვისა და საშოს ლორწოვანი გარსის ფუნქციური აღდგენის პროცესს ორგანიზმისთვის კოლაგენის — ახალი ქსოვილის ფორმირებისთვის აუცილებელი ნივთიერების — მიწოდების გზით.

პროპილენგლიკოლს აქვს კანის ზედაპირზე ტენის დაგროვებისა და შენარჩუნების უნარი; გააჩნია სტერილიზებელი, ბაქტერიციდული და სტაბილიზებელი თვისებები.

ლავანდას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები :

გაღიზიანებული ვულვისა და საშოს გართულებების თავიდან ასაცილებლად, სიმშრალის, ტკივილის, ქავილისა და წვის შეგრძნების აღმოსაფხვრელად კანისა და ლორწოვანი გარსის მიკრობზარების დროს.

ასტიმულირებს ქსოვილისა და ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას საშოს ბზარების დროს, ამცირებს ტკივილს, შეშუპებასა და სიწითლეს, ხელს უშლის ინფექციების გავრცელებას, ხსნის ქავილს და ამშვიდებს გაღიზიანებულ ადგილს.

გამოყენების წესი:

1. გინკოლი დაიტანეთ დაბანილ, მშრალ ინტიმური ზონის ვულვის კანზე და საშოს ლორწოვან გარსზე.

2. მუყაოს კოლოფიდან ამოიღეთ გინკოლის მიკროკლიზმა.

3. მოხსენით თავსახური მოწყობილობის წვერს.

4. ვულვის ან საშოს ღრუს დამუშავებისას, პრეპარატით უხვად შეავსეთ ჭრილობის მთელი დეფექტი.

5. საშოში შეყვანისას, წვერი სრულ სიგრძეზე შეიყვანეთ საშოს ღრუში, მსხლის ფორმის რეზერვუარის შეკუმშვისას და მისი შიგთავსი სრულად გამოუშვით საშოს არხში.

6. გინკოლის გელი გამოიყენეთ დღეში ერთხელ, ძილის წინ. გააგრძელეთ 3-დან 6 დღემდე, სრულ ეპითელიზაციამდე და/ან ელასტიური ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნამდე, საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალის ნიშნების გაქრობამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 აპლიკაციისა.

მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია ბოლო აპლიკაციიდან 3–4 კვირის შემდეგ.

გაფრთხილება : 1 მიკროკლიზმა გინკოლი განკუთვნილია ერთჯერადი ვაგინალური გამოყენებისთვის.

გამოშვების ფორმა : გამოდის პოლიეთილენის მიკროკლიზმაში 3%-იანი კოლაგენის გელის სახით, 3 × 5 მლ ოდენობით.

აღწერა : გინკოლი , 3 × 5 მლ ოდენობით, წარმოდგენილია უმნიშვნელო სიბლანტის მქონე 3%-იანი კოლაგენის გელის სახით, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის, ერთჯერად მიკროკლიზმაში აპლიკატორით, კოლოფში, შიგნით მოთავსებული ინსტრუქციით.

აფთიაქიდან გაცემის პირობები : გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

უკუჩვენებები :

ჰიპერმგრძნობელობა გელის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის პირობები და წესები :

შეინახეთ +5°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

შპს „რეპარ-გრუპ“.

დამზადებულია:

IMUN UG / Plantagenstrasse 30A, 14482 Potsdam, Germany.