ნეიროდინი აქტი 10მლ#12ფლ

ნეიროდინი აქტი 10მლ#12ფლ

98.20 ლარი 83.47 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: B2Pharma
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168678
გააზიარე:

ნეიროდინ®აქტი - Neurodine ® ACT

სასურსათო დანამატი შეიცავს დამატკბობელს

ცენტრალური თუ პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებამ, რომელიც გამოწვეულია გარე თუ შინაგანი ფაქტორებით, შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ჰომეოსტაზის დარღვევა. ეს დისბალანსი გავლენას ახდენს ნოციცეპტურ სისტემაზე, რაც ცვლის მისი აგზნებადობის ზღურბლს. ამ დროს მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიური უჯრედული ჰომეოსტაზის აღდგენა.

პალმიტოილეთანოლამიდი, L-კარნიტინი და დინატრიუმის ურიდინ 5'-მონოფოსფატი ის ნივთიერებებია, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ჩვენს ორგანიზმში და გვხვდება საკვებ პროდუქტებშიც.

ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში, განსაკუთრებით ნოციცეპტური სისტემისთვის. კონკრეტულ სიტუაციებში, დაბალანსებული კვების პირობებშიც კი, ამ ნივთიერებების ეგზოგენური დანამატებმა რიგ ამინომჟავებთან ერთად, შეიძლება დააკმაყოფილოს მათზე გაზრდილი მოთხოვნილება და ხელი შეუწყოს ბალანსის აღდგენას.

რა არის ნეიროდინ®აქტი და რისთვის გამოიყენება:

ნევროდინ®აქტი არის სასურსათო დანამატი, რომელიც შეიცავს ურიპეას®-ს (UriPEA®) და L-კარნიტინს.

UriPEA® წარმოადგენს ურიდინის 5'-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილისა და პალმიტოილეთანოლამიდის კომბინაციას; რომელიც, თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, ახანგრძლივებს აქტიურ ინგრედიენტებსა და ნაწლავის კედელს შორის კონტაქტის დროს, რითაც აუმჯობესებს მისი კომპონენტების შეწოვას.

ნეიროდინ®აქტის მიღების წესი:

მიიღეთ ერთი ფლაკონი დღეში ერთხელ, პირდაპირ (განზავების გარეშე); გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

გაფრთხილება:

სასურსათო დანამატები არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ, თუ გაქვთ ან ეჭვობთ, რომ გაქვთ ალერგია პროდუქტში შემავალ ერთ ან რამდენიმე კომპონენტზე.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, გრილ, მშრალ ადგილას, სინათლისგან, ტენიანობისა და სითბოს პირდაპირი წყაროებისგან მოშორებით. შენახვის მინიმალური ვადა ვრცელდება პროდუქტზე გაუხსნელ მდგომარეობაში, სათანადო შენახვის შემთხვევაში.

გამოყენების შემდეგ არ გააფრქვიოთ/დააბინძუროთ გარემო.

ნეიროდინ®აქტის გარეგნული იერსახის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი:

პერორალური ხსნარი

12 ფლაკონი გასაყიდ შეფუთვაში

1 ფლაკონი სანიმუშო შეფუთვაში

ნარჩენების განცალკევებული შეგროვება

კოლოფი

PAP 21

ინსტრუქცია

PAP 22

ეტიკეტი

PP 5

ფლაკონი

PET 1

კაფსულა/თავსახური

LDPE 4

ქაღალდის შესაგროვებელი

ქაღალდის შესაგროვებელი

პლასტიკის შესაგროვებელი

პლასტიკის შესაგროვებელი

დააცარიელეთ ფლაკონი კოლექტორში მოთავსებამდე

პლასტიკის შესაგროვებელი

შეამოწმეთ თქვენი ადგილობრივი ინსტრუქციები

წარმოებულია შემდეგი კომპანიისთვის:

B2Pharma S.r.l.

Via G. Mameli, 12 – 95020 Aci Bonaccorsi (CT)