ლიპოფერი 15მლ ორ/სპრეი
გააზიარე:
ლიპოფერი
ლიპოსომური რკინის ორალური სპრეი • 15 მლ • 100 შესხურება
პროდუქტის შესახებ
ლიპოფერი წარმოადგენს ლიპოსომური რკინის შემცველ სასურსათო დანამატს ორალური სპრეის ფორმით.
ლიპოსომური ტექნოლოგია უზრუნველყოფს რკინის მოლეკულების დაცვას და ხელს უწყობს მათ ეფექტურ ტრანსპორტირებას სისხლის მიმოქცევის საშუალებით უჯრედებამდე.
შემადგენლობა
რკინა (ფეროგლუკონატი, ფერიუმის ამონიუმის ციტრატი)
დემინერალიზებული წყალი, გლიცეროლი (დამატენიანებელი), ქსილიტოლი (დამატკბობელი), მზესუმზირის ლეციტინი (ემულგატორი), არაბული გომი (სტაბილიზატორი), ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ბუნებრივი ლიმონის არომატი, კალიუმის სორბატი (კონსერვანტი), ქსანთანის გომი (სტაბილიზატორი).
პროდუქტი ვეგანურია.
გამოყენების წესი
პირველი გამოყენების წინ დისპენსერს დააწექით 3–4-ჯერ. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
შეისხურეთ ენის ქვეშ ან ლოყის შიდა ზედაპირზე. მოერიდეთ კბილებზე პირდაპირ შესხურებას.
თუ დისპენსერი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ და გაიჭედა, ჩამობანეთ თბილი წყლით. გამოყენების ვადა 2 წელი.
რეკომენდებული დღიური დოზა
მოზრდილები
2 შესხურება დღეში შეიცავს: რკინა — 5 მგ (36% NRV*)
8 შესხურება დღეში შეიცავს: რკინა — 20 მგ (142% NRV*)
ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზის განსაზღვრისთვის მიმართეთ პედიატრს.
*NRV — საკვები ნივთიერების საცნობარო დღიური ნორმა.
გაფრთხილება
სასურსათო დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
ვარგისიანობის ვადა მოქმედებს მხოლოდ დაუზიანებელი შეფუთვისა და შენახვის რეკომენდებული პირობების დაცვის შემთხვევაში.
მწარმოებელი
Nordaid OÜ
Härgmäe 22, Tallinn, Estonia
პროდუქტი დამზადებულია GMP და HACCP სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებულ საწარმოში. წარმოების ქვეყანა: ესტონეთი










