ფლექსოფიტოლი ფორტე #28ტ

ფლექსოფიტოლი ფორტე #28ტ

75.00 ლარი
ქვეყანა: ბელგია
მწარმოებელი: ტილმანი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კურკუმას ექსტ.+ბოსველიას ფისი+ვიტ.დ3
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 167438
გააზიარე:

ფლექსოფიტოლი® ფორტე

Flexofytol® FORTE

სახსრები კუნთები მყესები

ფლექსოფიტოლი® ფორტე-ს შემადგენლობაში ოპტიმალურად არის შერწყმული კურკუმა და Boswellia serrata. უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, პრეპარატი უზრუნველყოფს სახსრების ფუნქციურ მდგრადობასა და ჯანმრთელობას მთელი წლის განმავლობაში.

გამოყენება

ასაკობრივი ცვლილებები, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, სპორტი, ჭარბი წონა და ტრავმული დაზიანებები — ჩვენი სახსრები ყოველდღიურად მნიშვნელოვან დატვირთვას განიცდის. მობილობისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად სახსრებზე ზრუნვა აუცილებელია.

სამი ექსკლუზიური აქტიური ინგრედიენტის — კურკუმის, Boswellia serrata-სა და D ვიტამინის — სინერგიული მოქმედების წყალობით ფლექსოფიტოლი® ფორტე ხელს უწყობს სახსრების, კუნთებისა და მყესების მოქნილობისა და ელასტიურობის შენარჩუნებას.

ექსკლუზიური შემადგენლობა

ფლექსოფიტოლი® ფორტე წარმოადგენს კომპანია Tilman-ის ინოვაციურ პროდუქტს. იგი აერთიანებს კურკუმასა და Boswellia serrata-ს ექსკლუზიური ექსტრაქტების საუკეთესო თვისებებს, რათა უზრუნველყოს ოპტიმალური ეფექტი და ხელი შეუწყოს თავისუფალ მოძრაობას:

კურკუმას სტანდარტიზებული ექსტრაქტი

შეიცავს კურკუმინს — ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც განაპირობებს სახსრების მოქნილობას. აღნიშნული ექსტრაქტის ეფექტურობა დადასტურებულია ბელგიაში ჩატარებული კლინიკური კვლევებით, რომლებშიც 2800-ზე მეტი პირი მონაწილეობდა.

Boswellia serrata- ფისი

მის ძირითად აქტიურ ნივთიერებებს ბოსველის მჟავები წარმოადგენს. ცნობილია სახსრებისთვის სასარგებლო თვისებებით. კურკუმას მსგავსად, მისი მოქმედება მეცნიერულად არის შესწავლილი.

ვიტამინი D

ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას.

კურკუმინისა და ბოსველიას მჟავების უსაფრთხოება დადასტურებულია მრავალრიცხოვანი კვლევებით. ამ ორი მცენარეული კომპონენტის კომბინირებული გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც ხასიათდება კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ შესანიშნავი ამტანობით.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი: კურკუმას (Curcuma longa) რიზომის ექსკლუზიური სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი: 237 მგ, მათ შორის 200 მგ კურკუმინი; ბოსველიას (Boswellia serrata) ექსკლუზიური ოლეორეზინი: 51 მგ, სტანდარტიზებული 65%-იან ბოსველიას მჟავებამდე.

შემავსებელი ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კოლაგენის ჰიდროლიზატი.

სტაბილიზატორი: გლიცეროლი.

ანტიაგრეგანტები: სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

ვიტამინი D3 ( ქოლეკალციფეროლი): 3 მკგ (2 ტაბლეტი = 6 მკგ, რაც შეადგენს NRV*-ის 120%-ს).

შემომგარსველი ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

საღებავები: რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები.

*NRV = საკვებინივთიერებებისსაცნობარომნიშვნელობა

რეკომენდებული გამოყენების წესი

საწყისი ფაზა

1 ტაბლეტი დილით და საღამოს.

შემანარჩუნებელი ფაზა

1 ტაბლეტი დილით.

მიიღეთ წყლის მიყოლებით. ფლექსოფიტოლი® ფორტეს მიღება საკვებთან ერთად სავალდებულო არ არის.

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, რეკომენდებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება.

ფლექსოფიტოლი® ფორტე არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, ასევე სანაღვლე გზების ობსტრუქციის დროს. ფლექსოფიტოლი® ფორტე არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირთათვის. ანტიკოაგულანტებთან კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

შენახვა და ვარგისიანობა

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე (თვე/წელი).