ანგიოდროპი 15მლ თვ/წვეთები*
გააზიარე:
ANGIO DROP
ანგიოდროპი, 15 მლ
ანგიოდროპი - ოფთალმოლოგიური ლუბრიკანტი დამატენიანებელი ეფექტით, OSD ტექნოლოგიური დამუშავების ფილტრით, რაც განაპირობებს ხსნარის მაღალი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, ხარისხსა და სისუფთავეს.
შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა - 0,2 %
ალთეს ფოთლების ექსტრაქტი
გვირილის ყვავილის ნაყენი
ნატრიუმის ფოსფატი (ორფუძიანი)
ნატრიუმის ქლორიდი
კალიუმის ჰიდროქლორიდი
ბუფერული იზოტონური ხსნარი 100 მლ განზავებით PH - 7,2
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანგიოდროპი - სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომლის შემადგენლობაში შედის:
ჰიალურონის მჟავა, რომელიც ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს და ხსნის სიმშრალის შეგრძნებას, უზრუნველყოფს რქოვანისა და საცრემლე აპკის პროტექციას, ხელს უწყობს რქოვანას ეპითელიუმის სწრაფ რეგენერაციას.
ალთეს ფოთლების ექსტრაქტს გააჩნია მატონიზირებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, შესაბამისად ხსნის დისკომფორტის შეგრძნებასა და ხელს უშლის ანთებითი პროცესების ქრონიზაციას.
გვირილის ყვავილის ნაყენი ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედებით და ხელს უშლის ბაქტერიულ აქტივობას.
ანტიბაქტერიული მოქმედება განპირობებულია მიკროფაგების აქტივაციით, რაც შემდგომში განაპირობებს დაავადების რეგრესს.
გვირილისა და ალთეს ფოთლების ნაყენი უზრუნველყოფს თვალის ქსოვილების იმუნურ დაცვას.
შემადგენელი ნივთიერებების სინერგიზმი სწრაფად ხსნის თვალის სიწითლეს, სიმშრალესა და დისკომფორტის შეგრძნებას.
ჩვენება:
გამოიყენება თვალის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად:
- მორეციდივე კონიუნქტივიტი
- ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული ინფექციების დროს
- ბლეფარიტი
- რქოვანას დამწვრობა (თერმული, ქიმიური)
- საცრემლე აპკის დაზიანება
- მშრალი თვალის სინდრომი
- ელექტრო მოწყობილობებთან ხანგრძლივად ყოფნა (გაჯეტები, კომპიუტერული ტექნიკა)
- თვალის სიწითლე, ლურჯი სხივის დამაზიანებელი ზემოქმედება, გარემო ფაქტორების ზემოქმედება
- კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი მოხმარება
- შაგრენის დაავადება
გამოყენების წესი:
მოზრდილებში 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში
ბავშვებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით
უსაფრთხოების ზომები:
ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს
რეკომენდებულია 10-15 წუთიანი შუალედი სხვა თვალის წვეთებისა ჩაწვეთებამდე
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ვარგისია გახსნიდან 60 დღე.
მწარმოებელი:
LABORATOIRES DENSMORE
42 rue Washington
75008 პარიზი, საფრანგეთი
www.densmore.fr
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:
შპს LACO PHARM GEORGIA










