ჩიკო-Chicco-სადგამი E-Lullaglide
გააზიარე:
E-Lullaglide-ის სადგამი
E-Lullaglide არის პირველი სადგამი ელექტრონული რწევის ფუნქციით, ჩაშენებული თეთრი ხმაურითა და ბლუთუზ (Bluetooth) კავშირით, რაც სახლის პირობებში სრულყოფილ სიმშვიდესა და კომფორტს უზრუნველყოფს როგორც პატარასთვის, ისე მშობლებისთვის.
სუფთა ჰაერზე სეირნობის შემდეგ, მხოლოდ ერთი მარტივი მოძრაობით შეგიძლიათ ეტლის კალათა (carrycot) E-Lullaglide-ის სადგამზე დაამაგროთ და გაააქტიუროთ იგი.შეგიძლიათ აირჩიოთ რწევის 2 განსხვავებული სიჩქარიდან მათთვის სასურველი.
E-Lullaglide თავად დააძინებს და დაამშვიდებს თქვენს პატარას ფონური ჩანაწერების თანხლებით. საუნდბარში (soundbar) ინტეგრირებულია 5 სხვადასხვა თეთრი ხმაური, ხოლო ხმის რეგულირების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ იპოვოთ თქვენი პატარასთვის ყველაზე საყვარელი და კომფორტული რეჟიმი.
მუსიკალური მრავალფეროვნებისთვის, E-Lullaglide მარტივად უკავშირდება თქვენს სმარტფონს ბლუთუზის (Bluetooth) მეშვეობით, რათა ჩართოთ ნებისმიერი სასურველი მუსიკა.
გარდა ამისა, სადგამს მოჰყვება ტევადი კალათა, სადაც მოახერხებთ ბავშვის მოვლისთვის საჭირო ყველა ნივთის ჩალაგებას — იქნება ეს საწოვარა, საფენები თუ სველი ხელსახოცები.
















