ტერპიდექსი 50მლ თვ/ქაფი
გააზიარე:
TERPIDEX
ტერპიდექსი
სახის და თვალის ირგვლივი მიდამოს ქაფი
ტერპიდექსი -სახის და თვალის ირგვლივი მიდამოს გამწმენდი და სადეზინფექციო ქაფი, შექმნილია ქუთუთოებიდან და წამწამებიდან ბლეფარიტის, ბლეფაროკონიუნქტივიტის ან თვალის სხვა ანთებითი მდგომარეობებისთვის (ასევე კონტაქტური ლინზებით გამოწვეული) დამახასიათებელი თვალის სეკრეტისა და ნარჩენების ეფექტურად მოსაშორებლად, რაც ხელს უწყობს მათში გამრავლებული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების პრევენციას და შემცირებას. ადიუვანტური საშუალება დემოდექსით გამოწვეული თვალისა და სახის დაავადებების სამკურნალოდ. ნაზი ფორმულა მოზრდილებისა და ბავშვებისთვის (3 წლიდან) ჩაის ხის ზეთის, ევფრაზიის ექსტრაქტის, ალოე ვერას გელის, ნატრიუმის ჰიალურონატის, E ვიტამინის საფუძველზე. განსაკუთრებით ეფექტურია ზოგიერთი ტკიპის, მაგალითად, დემოდექსის (Demodex mites) წინააღმდეგ.
ჩაის ხის ზეთი, Melaleuca alterniforlia-სგან მიღებული 0.01% ეთერზეთი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა. მას აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებები. ევფრაზიას ექსტრაქტი გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში მისი დამამშვიდებელი, დეკონგესტანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანტიალერგიული თვისებების გამო. ალოე ვერას ფოთლებიდან მიღებული გელი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, დერმო-დამცავი, დეკონგესტანტური და იმუნოსტიმულატორული მოქმედებით. ნატრიუმის ჰიალურონატი გამოირჩევა ძალიან მაღალი დამატენიანებელი უნარით, რეეპითელიზაციის, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი თვისებებით. ვიტამინი E სასარგებლოა კანის გაღიზიანების და სიწითლის დროს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან, აქვს ანთების საწინააღმდეგო, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედება.
პროდუქტს გავლილი აქვს დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური შემოწმება.
გამოყენების წესი:
1. კარგად დაიბანეთ ხელები.
2. დაიტანეთ პროდუქტის მცირე რაოდენობა თითის წვერებზე. ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეკომენდებულია ქაფის სტერილური მარლით წასმა.
3. წაისვით ქაფი ქუთუთოებსა და წამწამებზე და შეიზილეთ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. ფრთხილად იყავით, რომ არ მოხვდეს თვალის ზედაპირთან კონტაქტში.
4. ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან სტერილური ოფთალმოლოგიური მარლით.
5. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ, ექიმის დანიშნულებისამებრ.
შემადგენლობა:
იზოტონური გამწმენდი ხსნარი ჩაის ხის ზეთით, ევფრაზიას ექსტრაქტით, ალოე ვერას გელით, ნატრიუმის ჰიალურონატით, E ვიტამინით. ასევე შეიცავს წყალს, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ქლორიდს, დინატრიუმ EDTA, ნატრიუმის ჰიდროქსიმეთილგლიცინატს.
სიფრთხილის ზომები:
ყოველი გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები. მოიხსენით კონტაქტური ლინზები. თვალები დახუჭული გქონდეთ, რომ პროდუქტი თვალში არ მოხვდეს. თვალის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და დაუკავშირდით სპეციალისტს. არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ გადაყლაპოთ, არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას 5-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა: 6 თვე.
მოცულობა: 50მლ
მწარმოებელი:
OMISAN FARMACEUTICI SRL -იტალია









