ტერპიდექსი 10მლ თვ/სპრეი

ტერპიდექსი 10მლ თვ/სპრეი

49.90 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ომისან ფარმაცევტიკალ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 167002
გააზიარე:

TERPIDEX

ტერპიდექსი

თვალის სპრეი 10მლ

ტერპიდექსი - ქუთუთოების და თვალის ირგვლივი მიდამოს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ლიპოსომური სპრეი. ხელს უწყობს თვალის სეკრეტის და ნარჩენების მოცილებას ქუთუთოებიდან და წამწამებიდან, რაც დამახასიათებელია ბლეფარიტების და თვალის სხვა ანთებითი დაავადებებისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ზოგიერთი ტკიპის, მაგალითად, დემოდექსის (Demodex mites) წინააღმდეგ.

შეიცავს ჩაის ხის ზეთს (Melaleuca alterniforlia) 0.01%, ჰიალურონის მჟავას, მურს (გუმფისს) (Commiphora myrrha resin extract), ლიპოსომებს.

ჩაის ხის ზეთი, Melaleuca alterniforlia-სგან მიღებული 0.01% ეთერზეთი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა. ცნობილია ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ლიპოსომები არის ფოსფოლიპიდური მიკროსფეროები, რომლებიც რეინტეგრირდებიან საცრემლე გარსის ლიპიდურ ფენასთან, აღადგენენ მის ბარიერულ ფუნქციას და უზრუნველყოფენ ხანგრძლივ დატენიანებას. მურის (გუმფისის) მცენარეული ექსტრაქტი ცნობილია ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც ხელს უწყობს სიწითლისა და გაღიზიანების შემცირებას. ის ეფექტური ანტიოქსიდანტი და იმუნომოდულატორია. ნატრიუმის ჰიალურონატი გამოირჩევა ძალიან მაღალი დამატენიანებელი უნარით, რეეპითელიზაციის, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი თვისებებით.

პროდუქტი დერმატოლოგიურად და ოფთალმოლოგიურად ტესტირებულია.

ჩვენებები: ჰიპოალერგიული დამხმარე საშუალება ქუთუთოების და პერიოკულარული არის გაღიზიანების და ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ.

გამოყენების ინსტრუქცია:

პროდუქტის შესხურება ხდება ძლიერი წნევის და გაზის გარეშე. პირველი შესხურებისას შეიძლება საჭირო გახდეს დისპენსერზე განმეორებითი დაჭერა, ამიტომ უმჯობესია ხელისგულისკენ მიმართოთ, რათა შეამოწმოთ გამოფრქვევის ინტენსივობა ოპტიმალურ ატომიზაციამდე. კარგად დაიბანეთ ხელები, მჭიდროდ დაიჭირეთ ფლაკონი, არ დაფაროთ დისპენსერის ხვრელი, დახუჭეთ თვალები და გამოფრქვევა აწარმოეთ 10-15 სმ დაშორებით შუბლის ზედაპირიდან, თანაბრად გაანაწილეთ შესხურება ქუთუთოსა და თვალის ირგვლივ არეში.

რეკომენდებულია 2-2 შესხურება თითო თვალზე დღეში ორჯერ, დილა-საღამოს.

სიფრთხილის ზომები: ყოველი გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები, თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს გამოყენებამდე მოიხსენით, მოარიდეთ თვალის შიგნით მოხვედრას, თვალის გაღიზიანების ან შემადგენელ კომპონენტებზე მგრძნობელობის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ სპეციალისტს. არ გამოიყენოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შემადგენლობა:

ჩაის ხის ზეთი 0.01%, მური (გუმფისი), ნატრიუმის ჰიალურონატი, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, წყალი, გლიცერინი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის EDTA, ნატრიუმის ჰიდროქსიმეთილგლიცინატი, ლიმონმჟავა, პროპილენგლიკოლი, ლეციტინი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას 5-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.

გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა: 6 თვე.

მოცულობა: 10 მლ

მწარმოებელი:

OMISAN FARMACEUTICI SRL -იტალია