ხოფიტოლი 90მლ ხსნარი
გააზიარე:
ხოფიტოლი ხსნარი ორალური 20% 90 მლ
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერებაა:
არტიშოკის (Cynara scolymus L.) რბილი ფოთლის ექსტრაქტი.... 20გრ.
ექსტრაქტის გამხსნელი: წყალი.
ექსტრაქტის სამკურნალო ნივთიერების თანაფარდობა: 15-30:1 (ახალი ფოთოლი)
100 მლ დასალევი ხსნარისთვის.
სხვა კომპონენტებია: ეთანოლი, ფორთოხლის კანის ალკოჰოლატი, გლიცეროლი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), გამოხდილი წყალი.
ჩვენება :
ხოფიტოლი 20%, დასალევი ხსნარი არის მცენარეულ ბაზაზე დამზადებული ტრადიციული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების სიმპტომატური მკურნალობისას, როგორიცაა დისპეფსია სიმძიმის შეგრძნებით, შებერილობა და მეტეორიზმი.
მისი გამოყენება გათვალისწინებულია სპეციფიურ ჩვენებით, რომლის განსაზღვრაც ხდება მოხმარების ხანდაზმულობის საფუძველზე.
პრეპარატი გამოიყენება ზრდასრულებსა და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.
მიღების წესი და დოზირება :
პრეპარატის მიღებისას გთხოვთ ყოველთვის ზუსტად დაიცვათ წინამდებარე ინსტრუქციაში არსებული მითითებები და თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული რჩევები. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება:
ზრდასრულები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან
რეკომენდებული დოზაა 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.
გამოყენება ბავშვებში
ეს პრეპარატი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
მიღების წესი:
მიიღება პერორალური გზით.
გადაყლაპეთ ცოტა წყალთან ერთად ჭამის წინ ან დარღვევების დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
2-დან 3 კვირამდე.
თუ სიმპტომები გაგრძელდა პრეპარატის მიღებიდან 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის კვალიფიციურ მუშაკს.
თუ მიიღეთ ხოფიტოლი 20%, დასალევი ხსნარი საჭირო დოზაზე მეტი
რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ხოფიტოლი 20%, დასალევი ხსნარის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
პრეპარატის მიღებასთან დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი :
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. ფლაკონი გამოყენებულ უნდა იქნას მისი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში. არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.









