ნესტლე-რძიანი ფაფა გოგრა 200გ

ნესტლე-რძიანი ფაფა გოგრა 200გ

9.41 ლარი
კატეგორია: რძიანი ფაფა
კოდი: 166765
გააზიარე:

NESTLE® ადრეული ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტი, დამატებითი კვების პროდუქტი, მშრალი რძიანი სწრაფად ხსნადი ფაფა „შვრიის ფაფა მსხლით და ბანანით“. 6 თვიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წონა ნეტო 200 გ.

მნიშვნელოვანი შენიშვნა! ყურადღება! დედის რძე საუკეთესო კვებაა ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ექსკლუზიური ძუძუთი კვების შესახებ სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდგომ დამატებითი კვების შემოღებით, დედის რძით კვების გაგრძელების ფონზე 2 წლამდე და მეტხანს. აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან.

ინგრედიენტები: შვრიის ფქვილი (შეიცავს გლუტენს), მშრალი ცხიმგაცლილი რძე, რაფსის დაბალერუკული ზეთი, ბანანის ფანტელები, მზესუმზირის მაღალოლეინური ზეთი, მსხლის ფანტელები (შეიცავს ემულგატორს (ლეციტინებს)), მზესუმზირის ზეთი, კალციუმის კარბონატი, ვიტამინო-მინერალური პრემიქსი (L-ასკორბინის მჟავა (C), ნიკოტინამიდი (PP), DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (E), კალციუმის D-პანტოთენატი (პანტოთენის მჟავა), თუთიის სულფატი, რეტინოლის აცეტატი (A), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6), რიბოფლავინი (B2), თიამინის მონონიტრატი (B1), კალიუმის იოდიდი, ფოლიუმის მჟავა, D3 ქოლეკალციფეროლი (D)), პრობიოტიკური პრემიქსი (ბიფიდობაქტერიების კულტურით B. LACTIS), რკინის (II) ფუმარატი, ანტიმჟანგველები (ტოკოფეროლის კონცენტრატი (შეიცავს სოიოს), L-ასკორბილპალმიტატი). პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ნიახურს. პროდუქტი შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით.

კვებითი ღირებულება 100 გ მზა სურსათში წყლით განზავებისას: ენერგეტიკული ღირებულება 91/380 კკალ/კჯ, ცილები 3,2 გ, ცხიმები 2,3 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 1,6 გ, ნახშირწყლები 14 გ, მათ შორის საქაროზა 0 გ, მათ შორის დამატებული შაქრები 7,43 გ, ნატრიუმი 32 მგ, იოდი 13 მკგ, რკინა 1,5 მგ, თუთია 0,7 მგ, კალციუმი 93 მგ, ვიტამინი C 11 მგ, ვიტამინი A 84 მკგ რეტ. ექვ., ვიტამინი D 1,7 მკგ, ვიტამინი E 1,1 მგ, ვიტამინი B1 0,09 მგ, ვიტამინი B2 0,1 მგ, პანტოთენის მჟავა 0,34 მგ, ვიტამინი B6 0,06 მგ, ფოლიუმის მჟავა 14 მკგ, ვიტამინი PP 0,95 მგ, მარილი 0,375 გ, ბიფიდობაქტერიები არანაკლებ 1×10⁶ კწე/გ.

მომზადების წესი:

1. დაიბანეთ ხელები და აიღეთ სუფთა ჭურჭელი.
2. ადუღეთ სასმელი წყალი 5 წთ-ის განმავლობაში, გააგრილეთ 40°C-მდე, რომ შენარჩუნდეს პრობიოტიკის სარგებელი ფაფაში. დაასხით სუფთა თეფშზე 150 მლ წყალი.
3. ნელ-ნელა დაამატეთ წყლიან თეფშში 40 გ (7-8 სუფრის კოვზი) მშრალი ფაფა, განუწყვეტლივ ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

არ ხარშოთ! აჭამეთ ბავშვს სუფთა კოვზით. ფაფა უნდა მომზადდეს უშუალოდ ყოველი კვების წინ. არ დატოვოთ კვების შემდეგ დარჩენილი განზავებული ფაფა. რეკომენდაციას ვუწევთ, ფაფა მისცეთ ბავშვს მჯდომარე მდგომარეობაში, მოზრდილთა მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი პროდუქტის შეყვანა დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და თანდათანობით გაზარდეთ ულუფა აუცილებელ მოცულობამდე.

შენახვის პირობები: გაუხსნელი კოლოფი შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს 75%-ის პირობებში. ფაფის მომზადების შემდეგ კოლოფი დახურეთ მჭიდროდ. გახსნის შემდეგ შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 კვირისა. დამზადების თარიღი, „უმჯობესია გამოყენებული იქნეს ...-მდე“ და პარტიის ნომერი მითითებულია შეფუთვაზე.

® სავაჭრო ნიშნების მფლობელი: SOCIETÉ DES PRODUITS NESTLÉ S.A. (შვეიცარია). მწარმოებელი: შპს „ნესტლე როსია“, რუსეთი, 115054, მოსკოვი, პაველეცკაიას მოედ. 2, შენ. 1. ფილიალი ქ. ვოლოგდაში: 160010, რუსეთი, ქ. ვოლოგდა, მიხაილ პოპოვიჩის ქ. 4ა. იმპორტიორი საქართველოში: შპს „ნესტლე საქართველო“, ჭავჭავაძის გამზ. 34, მე-8 სართ., თბილისი. #5_2026