დოცეტო 1000მკგ #30ტ
გააზიარე:
დოცეტო ტაბლეტი 1000 მკგ
ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) – 1000 მკგ
დამხმარე ნივთიერებები-მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელუ-ლოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავები.
მეთილკობალამინი წარმოადგენს B12-ის აქტიურ ფორმას, ციანკობალამინთან შედარებით ბევრად უკეთ ტრანსპორტირდება ნერვულ ქსოვილში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰომოცისტეინიდან მეთიონინის სინთეზში. ჰომოცისტეინის დონის შემცირებით მეთილკობალამინი იცავს სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. მეთილკობალამინი ასევე ხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების, ცილებისა და ლიპიდების სინთეზს, რომლებიც ჩართულია ტრანსმეთილირების რეაქციაში, რაც მნიშვნელოვანია დაზიანებული ნერვული ქსოვილების რეგენერაციისათვის, უშუალოდ მონაწილეობს აქსონების მიელინიზაციის პროცესში, იცავს ნეიროტოქსიურობისაგან ტვინის უჯრედებს მეთილირების ზრდის ხარჯზე, მონაწილეობს მელატონინის სინთეზში და აწესრიებს ძილს, გააჩნია დეზინტოქსიკაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, მეთილკობალამინი აუცილებელია ჰემოპოეზისთვის, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას და ამცირებს მეგალობლასტური ანემიის განვითარების რისკს.
დოცეტოს გამოყენება რეკომენდებულია პერნიციოზული, მეგალობლასტური, ვიტ B12 დეფიციტური ანემიისა და სხვადასხვა ტიპის ანემიების კომპლექსურ თერაპიაში, დიაბეტური და პერიფერიული ნეიროპათიების, პერიფერიული ნევრიტების, ტკივილის სინდრომის, დეპრესიის, ძილის დარღვევის, კოგნიტური დისფუნქციის, ქრონიკული დაღლილობის შემთხვევაში, ასევე რეკომენდებულია მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის დერმატოზების დროს, ჰიპოტროფიის, ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში, მხედველობის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის :
1 ტაბლეტი დღეში, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
ორსულობა და ლაქტაცია :
ექიმის რეკომენდაციით
შენახვის პირობები :
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.










