გაზგამყვანი მილი ახალშWINDI#10
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გაზგამყვანი მილი ახალშობილებისთვის “WINDI®” 10 ც.
პირველი დახმარება ახალშობილებში გაზების დაგროვების დროს გამოსაყენებელი.
ყველაზე ბუნებრივი პროცესი ბუნებაში! ბევრ ახალშობილს აქვს ჭარბი აირების დაგროვების პრობლემა, რომლებიც საჭმლის მონელების პროცესში ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება. ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია! ზოგიერთი ბავშვი გაზებს ადვილად და დამოუკიდებლად გამოყოფს, ხოლო სხვებისთვის ეს მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს, რაც ზოგჯერ კოლიკის განვითარებასაც განაპირობებს.
ჭარბი გაზების წარმოქმნა და კოლიკები შესაძლოა ბავშვს 4 თვემდე და მეტხანსაც აწუხებდეს. მშობლებს შეუძლიათ პატარას დახმარების ხელი გაუწოდონ. მუცლის სპეციალური მასაჟი და შემდგომ WINDI®-ს გაზგამყვანი მილის გამოყენება ხელს უწყობს გაზების გამოყოფას, ამსუბუქებს ახალშობილის მდგომარეობას და თქვენს სახლში სიმშვიდესა და კომფორტს აბრუნებს.
როგორ გამოვიყენოთ WINDI®:
- გაუკეთეთ პატარას მუცლის მასაჟი — ხელი ნაზად გადაატარეთ მარჯვენა მხრიდან მუცლის ცენტრისკენ, შემდეგ ზემოდან ქვემოთ, რათა გაზები ანალური ხვრელის მიმართულებით გადაადგილდეს (სურ.1). იგივე მასაჟი გააკეთეთ მარცხენა მხარესაც. თითოეული მხარისთვის მასაჟი გაიმეორეთ 3-ჯერ.
- გამოყენებამდე ყოველთვის წაუსვით გაზგამყვან მილს (რექტალურ კათეტერს) ბავშვის კრემი, ზეთი ან ვაზელინი, რათა შეყვანა გამარტივდეს. აუწიეთ ბავშვს ფეხები თავისკენ და ფრთხილად შეიყვანეთ გაზგამყვანი მილი ანალურ ხვრელში, თერმომეტრის მსგავსად (სურ.2). როდესაც გაზები გამოყოფას დაიწყებს, მაშინვე გაიგონებთ დამახასიათებელ ხმას. ზოგჯერ გაზებთან ერთად შესაძლოა მცირე რაოდენობის განავალიც გამოვიდეს.
თუ გაზები დაუყოვნებლივ არ გამოვიდა, გაიმეორეთ მასაჟი და კვლავ სცადეთ კათეტერის შეყვანა. ზოგჯერ სასურველი შედეგის მისაღწევად პროცედურის რამდენჯერმე გამეორებაა საჭირო. ერთი პროცედურის განმავლობაში შესაძლებელია ერთი და იგივე კათეტერის რამდენჯერმე გამოყენება.
- პროცედურის დასრულების შემდეგ მიეჩვიეთ WINDI®-ს კათეტერის გადაგდებას. გარკვეული დროის შემდეგ მისი ხელახალი გამოყენება შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:
• პროცედურის დასრულების შემდეგ არასოდეს დატოვოთ კათეტერი ბავშვის ანალურ ხვრელში.
• არ გამოიყენოთ გაზგამყვანი მილი დღეში 3-ჯერ მეტჯერ, რადგან ზედმეტად ხშირი გამოყენება შესაძლოა ნაწლავის ბუნებრივი რეფლექსების დაქვეითებას იწვევდეს.
ყურადღება!
ცალობით გაყიდვა აკრძალულია „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
სუფთა
ერთჯერადი გამოყენებისთვის
გამოშვების თარიღი — იხილეთ შეფუთვაზე
ვარგისიანობის ვადა — იხილეთ შეფუთვაზე
პარტია — იხილეთ შეფუთვაზე
მწარმოებელი: „DiProServa Medical AB“, იოჰანესგატანი 2, 211 46 მალმე, შვედეთი
იმპორტიორი: შპს „ ფიენ ჯითენ“ ს/ნ 406512082, მის: საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, იუმაშევის 11.










