„Swedish Nutra“- კოლაგენი Joint Support შაქრის გარეშე 500 მლ 1873
გააზიარე:
Joint Support Flex უშაქრო 500 მლ
არტიკულის N 2532
დღიური დოზა 15 მლ ; 33 დღის ნორმა
ნატურალური კენკრის არომატით
მწარმოებელი : Swedish Nutra
ქვეყანა : შვედეთი
შემადგენლობა :
მოქმედი ნივთიერებები 15 მლ - ში %NRV
Vitamin C (L-Ascorbic acid) 120 მგ 150%
Vitamin B12 (Methylcobalamin) 5 მკგ 200%
Vitamin D3 (Cholecalciferol) 15 მკგ 300%
მცენარეული ნაკრები : 20 მგ **
კურკუმას ფხვნილი 10 მგ **
მწვანე ჩაის ფხვნილი 10 მგ **
სახსრების მხარდასაჭერი ნაკრები : 6000 მგ **
Hydrolyzed Collagen type 1,2 & 3 5000 მგ **
Methylsulfonylmethane (MSM) 250 მგ **
Glucosamine Sulfate 250 მგ **
Chondroitin Sulfate 250 მგ **
L-Carnitine 250 მგ **
აღწერა :
Joint Support Flex - ეს ფორმულა შექმნილია სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად და ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენის ხელშესაწყობად. მასში შემავალი ჰიდროლიზებული კოლაგენი არის ტიპი I, II და III. კოლაგენის და გლუკოზამინის დონე ბუნებრივად იკლებს ასაკთან ერთად, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ, რაც იწვევს სახსრების დეგენერაციას, შებოჭილობას და დისკომფორტს.კოლაგენი, განსაკუთრებით II ტიპის კოლაგენი , უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურას, სიმტკიცეს და ელასტიურობას. გლუკოზამინი და ქონდროიტინი აჩერებენ ხრტილის დაშლას (ართროზის პროგრესირებას) და უზრუნველყოფენ სახსარში სინოვიალური სითხის (ე.წ. საპოხი მასალა) გამომუშავებას. MSM -ს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ის ამცირებს კუნთებისა და სახსრების სპაზმს. L-Carnitine – აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას კუნთოვან ქსოვილში,რომელიც აკრავს და იცავს სახსარს. აუმჯობესებს სახსრების გარშემო მიკროცირკუკაციას და ამცირებს კუნთების დაღლილობას. ასევე შეიცავს ჰიალურონის მჟავა ს რომელიც მოქმედებს რა როგორც საპოხი საშუალება უზრუნველყოფს სახსრების მოქნილობას. კურკუმა და მწვანე ჩაი ადგილობრივად ამცირებენ ანთებით პროცესს და სახსრების ტკივილს. ვიტამინი B12 წარმოდგენილია მეთილკობალამინის ფორმით -ეს არის უმაღლესი ხარისხის (აქტიური, Co-enzyme ფორმა), რომელიც ბევრად უკეთ აითვისება ორგანიზმის მიერ, ვიდრე ციანკობალამინი. ის მნიშვნელოვანია ნერვული იმპულსების გამტარობისთვის — ხშირად სახსრების ტკივილს თან ახლავს ნერვული დაბოლოებების კომპრესია (მაგ. ხერხემალში) და B12 აქ ნეიროპროტექტორის როლს ასრულებს. ვიტამინები D3 და C ხელს უწყობენ მინერალების შეწოვასა და ძვლების ფორმირებას. ძლიერი ძვლები უზრუნველყოფენ სახსრების უკეთეს სტაბილურობას.
ჩვენება :
- სახსრების ტკივილის შემსუბუქება
- მობილობის გაუმჯობესება
- ძვლის ფორმირების გაუმჯობესება
- კუნთების დაღლილობის შემსუბუქება და კუნთების სიძლიერის გაზრდა
- მყესების აღდგენა და მხარდაჭერა
ეს პროდუქტი იდეალურია სახსრების პირველადი ტკივილის (ხრაშუნი,დისკომფორტი)და ასაკობრივი ართროზების პრევენციისთვის.სპორტსმენებისთვის და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის.
დღიური დოზა : 15 მლ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
შენიშვნა : არ შეიცავს შაქარს, GMO-ს,ხორბალს,გლუტენს, სოიოს,კვერცხს,თხილეულსა და რძეს.
შენახვა : შეინახეთ მშრალ, გრილ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში. გამოიყენება გახსნიდან 2 თვის განმავლობაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
თუ გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა,ან თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს,გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეწყვიტეთ გამოყენება, თუ გამოვლინდა რაიმე გევერდითი მოვლენა. ჯანმრთელობის დანამატები არ უნდა ცვლიდეს მრავალფეროვან დიეტას!
გაფრთხილება : შეიცავს კოფეინს (1 მგ თითო დოზაზე). ასევე შეიცავს 2 მგ (-)-ეპიგალოკატექინ-3-გალატს (EGCG) თითო დოზაზე მიღებულს მწვანე ჩაიდან. დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ EGCG-ს. არ უნდა მიიღოთ, თუ იმავე დღეს იღებთ სხვა პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს მწვანე ჩაის.
არ მიიღება ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში. 18 წლამდე ასაკის პირებისთვის არ არის რეკომენდებული.
გაფრთხილება ალერგენის შესახებ: შეიცავს თევზის ინგრედიენტებს .
შეიცავს დამატკბობლებს.









