ნესტლე-რძიანი ფაფა ბანანი/ვაშლი200 გრ

ნესტლე-რძიანი ფაფა ბანანი/ვაშლი200 გრ

11.10 ლარი
კატეგორია: რძიანი ფაფა
კოდი: 166332
გააზიარე:

NESTLE® ადრეული ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტი, დამატებითი კვების პროდუქტი, მშრალი რძიანი სწრაფად ხსნადი ფაფა „მულტიმარცვლოვანი ფაფა ვაშლით და ბანანით“. 6 თვიდან. წონა ნეტო 200 გ.

მნიშვნელოვანი შენიშვნა! ყურადღება! დედის რძე საუკეთესო კვებაა ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ექსკლუზიური ძუძუთი კვების შესახებ სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდგომ დამატებითი კვების შემოღებით, დედის რძით კვების გაგრძელების ფონზე 2 წლამდე და მეტხანს. აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან.

ინგრედიენტები: ხორბლის ფქვილი (შეიცავს გლუტენს), მშრალი ცხიმგაცლილი რძე, შვრიის ფქვილი (შეიცავს გლუტენს), რაფსის დაბალერუკული ზეთი, ბანანის ფანტელები, მზესუმზირის მაღალოლეინური ზეთი, სიმინდის ფქვილი, ბრინჯის ფქვილი, მზესუმზირის ზეთი, ვაშლის ფანტელები (შეიცავს ემულგატორს (ლეციტინები)), კალციუმის კარბონატი, ვიტამინო-მინერალური პრემიქსი (L-ასკორბინის მჟავა (C), ნიკოტინამიდი (PP), თუთიის სულფატი, DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (E), კალციუმის D-პანტოთენატი (პანტოთენის მჟავა), რეტინოლის აცეტატი (A), თიამინის მონონიტრატი (B1), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6), რიბოფლავინი (B2), კალიუმის იოდიდი, ფოლიუმის მჟავა, D3 ქოლეკალციფეროლი (D)), პრობიოტიკური პრემიქსი (ბიფიდობაქტერიების კულტურით B. LACTIS), რკინის (II) ფუმარატი, ანტიმჟანგველები (ტოკოფეროლის კონცენტრატი (შეიცავს სოიოს), L-ასკორბილპალმიტატი). პროდუქტი შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით.

კვებითი ღირებულება 100 გ მზა სურსათში წყლით გახსნისას: ენერგეტიკული ღირებულება 100/417 კკალ/კჯ, ცილები 3,2 გ, ცხიმები 2,5 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 1,1 გ, ნახშირწყლები 16 გ, მათ შორის საქაროზა 0 გ, მათ შორის დამატებული შაქრები 12,7 გ, ნატრიუმი 32 მგ, იოდი 14 მკგ, რკინა 1,7 მგ, თუთია 0,67 მგ, კალციუმი 102 მგ, ვიტამინი C 12 მგ, ვიტამინი A 92 მკგ რეტ. ექვ., ვიტამინი D 1,3 მკგ, ვიტამინი E 1,3 მგ, ვიტამინი B1 0,1 მგ, ვიტამინი B2 0,1 მგ, პანტოთენის მჟავა 0,35 მგ, ვიტამინი B6 0,07 მგ, ფოლიუმის მჟავა 14 მკგ, ვიტამინი PP 1,2 მგ, მარილი 0,35 გ, ბიფიდობაქტერიები არანაკლებ 1×10⁶ კწე/გ.

მომზადების წესი:

1. დაიბანეთ ხელები და აიღეთ სუფთა ჭურჭელი.
2. ადუღეთ სასმელი წყალი 5 წთ-ის განმავლობაში, გააგრილეთ 40°C-მდე, რომ შენარჩუნდეს პრობიოტიკის სარგებელი ფაფაში. დაასხით სუფთა თეფშზე 150 მლ წყალი.
3. ნელ-ნელა დაამატეთ წყლიან თეფშში 45 გ (7-8 სუფრის კოვზი) მშრალი ფაფა, განუწყვეტლივ ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

არ ხარშოთ! აჭამეთ ბავშვს სუფთა კოვზით. ფაფა უნდა მომზადდეს უშუალოდ ყოველი კვების წინ. არ დატოვოთ კვების შემდეგ დარჩენილი განზავებული ფაფა. რეკომენდაციას ვუწევთ, ფაფა მისცეთ ბავშვს მჯდომარე მდგომარეობაში, მოზრდილთა მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი პროდუქტის შეყვანა დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და თანდათანობით გაზარდეთ ულუფა აუცილებელ მოცულობამდე.

შენახვის პირობები: გაუხსნელი კოლოფი შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს 75%-ის პირობებში. ფაფის მომზადების შემდეგ კოლოფი დახურეთ მჭიდროდ. გახსნის შემდეგ შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 კვირისა. დამზადების თარიღი, „უმჯობესია გამოყენებული იქნეს ...-მდე“ და პარტიის ნომერი მითითებულია შეფუთვაზე.

® სავაჭრო ნიშნების მფლობელი: SOCIETÉ DES PRODUITS NESTLÉ S.A. (შვეიცარია). მწარმოებელი: შპს „ნესტლე როსია“, რუსეთი, 115054, მოსკოვი, პაველეცკაიას მოედ. 2, შენ. 1. ფილიალი ქ. ვოლოგდაში: 160010, რუსეთი, ქ. ვოლოგდა, მიხაილ პოპოვიჩის ქ. 4ა. იმპორტიორი საქართველოში: შპს „ნესტლე საქართველო“, ჭავჭავაძის გამზ. 34, მე-8 სართ., თბილისი. #8_2026