უმბერტო ჯანინი- ხვეული თმის აღმდგენი კონდიციონერი 250 მლ

უმბერტო ჯანინი- ხვეული თმის აღმდგენი კონდიციონერი 250 მლ

54.95 ლარი 32.97 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
კოდი: 165994
გააზიარე:

უმბერტო ჯანინი- ხვეული თმის აღმდგენი კონდიციონერი 250 მლ

აღმდგენი კონდიციონერი დაზიანებული, დასუსტებული და ხვეული თმისთვის, რომელიც ხელს უწყობს თმის ბოჭკოს გაძლიერებას, აღდგენასა და დაცვას. ინოვაციური Bond Repair ტექნოლოგია მოქმედებს თმის სტრუქტურაზე, ეხმარება დაზიანებული ბმების აღდგენას, ამცირებს მტვრევადობას და აუმჯობესებს თმის ელასტიურობას. ვეგანური კერატინით, ხორბლის მიკროპროტეინებითა და შვრიის პეპტიდებით გამდიდრებული ფორმულა ინტენსიურად ატენიანებს თმას, ამცირებს Frizz-ს, აადვილებს დავარცხნას და ხვეულებს ანიჭებს უფრო გამოკვეთილ, გლუვ და ჯანსაღ იერს.

პროდუქტი ვეგანურია, 97%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან შედგება, არ შეიცავს გლუტენს, პარაბენებს, სილიკონებს, სულფატებსა და გამომშრობ სპირტებს. შესაფერისია ხვეული თმის მოვლის (Curl Friendly) მეთოდისთვის და უსაფრთხოა შეღებილი თმისთვის.

გამოყენების წესი:

დაიტანეთ შამპუნით დაბანილ, ნესტიან თმაზე მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებით ბოლოებზე. გააჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ Curl Bond სერიის სხვა პროდუქტებთან ერთად.

კოდი: 0314

დამზადებულია დიდ ბრიტანეთში