შროშანი 100მლ თმ/ცვენის საწ.სპრ
გააზიარე:
პრეპარატი შროშანი წარმოადგენს თმის ცვენისა და ქერტლიანობის პარასამკურნალო გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, მცენარეთა ნაყენს.
დღეს სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით ქართველი ფარმაცევტის მიერ შექმნილი,დროში გამოცდილი და გამართლებული მცენარეული პრეპარატი შროშანით ეფექტურად იკურნება:
ინტენსიური თმის ცვენა, გამელოტება, ბუდობრივი თმის ცვენა,
ქერტლიანობა, კანის აქერცვლა, ქავილი, სიწითლე და გაღიზიანებული კერები თავის კანის თმიან მიდამოში. თმის ღეროების დასუსტება - დაავადება,
პრეპარატი შროშანი მეტად მარტივი გამოსაყენებელია, იგი წარმოადგენს 100 %-იან სუფთა მცენარეულ ნაყენს, რომელსაც შეიზელთ ყოველდღე თმის ძირებში (უმჯობესია დილით და საღამოს), ირგვლივ მთელ თავზე და მოახდენთ თმის საფარის მასაჟს თითებით ან ხაოანი პირსახოცით. პრეპარატი უნდა შეგაშრეთ თმებზე, მისი ჩამობანა არ არის საჭირო; თმის საფარი ამ დროს სწრაფად იკეთებს მოცულობას, ხდება ფაფუკი, კარგად ეწყობა და ივარცხნება. თმები იბრუნებს თავდაპირველ ფერს და ბზინვარებას. ყოველთვის, როცა კი მას მიმართავთ, თქვენი გარეგნობა სიცოცხლით სავსე და მიმზიდველი გახდება. პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როცა საჭიროა ძალიან მოკლე დროში (ბანაობის გარეშე) თმების წესრიგში მოყვანა.
შროშანის სისტემატიური, მეთოდური გამოყენებით თქვენ არა მარტო განიკურნებით თმის ცვენისაგან, არამედ შეინარჩუნებთ თმის საფარს, ხელს შეუწყობთ მის გახშირებას და გაჯანსაღებას;










