დოვიტა B კომპლექსი#30კაფს
გააზიარე:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
გამოყენების რეკომენდაცია
დოვიტა B - კომპლექსი
(Dovita B-Complex)
შემადგენლობა :
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 3.3 მგ; ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 4.2 მგ; ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) - 48 მგ; ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოტენატი) - 18 მგ; ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 4.2 მგ; ვიტამინი B7 (ბიოტინი) - 150 მკგ; ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - 600 მკგ; ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 7.5 მკგ;
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი.
|
აქტიური ინგრედიენტი |
ყოველ ერთეულში მოქმედი ნივთიერების დოზა |
დღიური მოთხოვნილების პროცენტი |
|
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) |
3.3 მგ |
300% |
|
ვიტამინი B 2 (რიბოფლავინი) |
4.2 მგ |
300% |
|
ვიტამინი B 3 (ნიკოტინამიდი) |
48 მგ |
300% |
|
ვიტამინი B 5 (კალციუმის პანტოტენატი) |
18 მგ |
300% |
|
ვიტამინი B 6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) |
4.2 მგ |
300% |
|
ვიტამინი B 7 (ბიოტინი) |
150 მკგ |
300% |
|
ვიტამინი B 9 (ფოლიუმის მჟავა) |
600 მკგ |
300% |
|
ვიტამინი B 12 (ციანკობალამინი) |
7.5 მკგ |
300% |
მოქმედება:
დოვიტა B-კომპლექსი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომლის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, ენერგეტიკულ ცვლას, ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, კანის და თმის ჯანსაღ სტრუქტურირებას. B ვიტამინები, ასევე, მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, შესაბამისად სასარგებლოა სხვადასხვა ტიპის ანემიების დროს.
B1, B2, B3, B6, B7, B12 – ხელს უწყობს უჯრედული ენერგიის წარმოქმნას, ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას;
B1, B3, B6, B7, B12 – ხელს უწყობს მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
B2, B3, B5, B6, B12 – ამცირებს დაღლილობასა და გამოფიტვას;
B6, B7, B9, B12 – ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, არეგულირებს ამინომჟავა ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს, რომლის სიჭარბე არაერთი სისტემის (ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული და ა.შ.) პათოლოგიასთან არის დაკავშირებული
B2, B6, B9, B12 – მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, ხელს უწყობს ჰემოგლობინისა და რკინის სინთეზს;
B2, B3, B7 – ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს;
B6, B12 – ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას;
B9, B12 – ხელს უწყობს უჯრედების გაყოფას, რაც მნიშვნელოვანია ქსოვილების რეგენერაციისა და აღდგენისთვის;
B2, B9 - ხელს უწყობს მხედველობის აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებას;
B1, B6, B12 - მონაწილეობს ნერვული ბოჭკოების მიელინიზაციის პროცესში, ხელს უწყბს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
B1 – ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ნორმალურ მუშაობას;
B2 – მონაწილეობს რკინის მეტაბოლიზმში, იცავს უჯრედებს ჟანგვითი პროცესებისგან;
B3 – მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების უჯრედულ ენერგიად (NAD, NADP) გარდაქმნაში. შესაბამისად, ამარაგებს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ენერგიით.
B5 – ხელს უწყობს სტეროიდული ჰორმონების, D ვიტამინისა და ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის სინთეზსა და მეტაბოლიზმს;
B6 – მნიშვნელოვანია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის;
B7 – ხელს უწყობს მაკრონუტრიენტების ნორმალურ მეტაბოლიზმს, თმის ჯანსაღ სტრუქტურირებას;
B9 - უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის სიჯანსაღეს.
მიღების წესი და დოზირება :
დოვიტა B-კომპლექსი მიიღება პერორალურად, 1 კაფსულა დღეში, უპირატესად ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
გაფრთხილებები:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ არის განკუთვნილი დაავადების სამკურნალოდ ან საპრევენციოდ, არ გამოიყენება სრულფასოვანი/დაბალანსებული კვების შემცვლელად! არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! თუ ხართ ორსულად, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება, პროდუქტის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია!
ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :
უფერო, გამჭირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული ყვითელი ფერის ფხვნილით.
გამოშვების ფორმა :
30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში.
ვარგისობა და შენახვის პირობები :
3 წელი. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33
www.rational.ge










