დერმედიკი–მზისგან დამცავი შეფერილი SPF50 40მლ

დერმედიკი–მზისგან დამცავი შეფერილი SPF50 40მლ

59.00 ლარი 25.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
კატეგორია: მზის სერია
კოდი: 165930
გააზიარე:

დერმედიკი–შეფერილი მზისგან დამცავი SPF 50

უზრუნველყოფს კანს ძალიან მაღალი დონის მზისგან დაცვით UV სპექტრის სრულ დიაპაზონში (მინერალური და ორგანული UVA, UVB, ხილული სინათლის (VL) და ინფრაწითელი (IR) ფილტრებით) და ანიჭებს კანს ბუნებრივ, ერთგვაროვან ტონს. ულტრამსუბუქი ფორმულა ამცირებს კანის ბზინვარებას და მატებს მას ჯანსაღ იერს.

რეკომენდებულია ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის, მათ შორის კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის.

ინოვაციური მიკროკაფსულების ტექნოლოგიით, შეფერილი პიგმენტი გამოიყოფა დატანისას და ერგება კანის ტონს, ათანაბრებს ფერს და ფარავს ნაკლოვანებებს.

MELAOX+H™ კომპლექსი წარმოადგენს ნიაცინამიდის, ასტაქსანტინის, Lightderm Gly-სა და დათვის კენკრის ექსტრაქტის თანამედროვე კომბინაციას. ეს ინგრედიენტები ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას, აჯანსაღებს კანს, ანელებს დაბერების პროცესს, ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და აუმჯობესებს კანის ტონსა და ბზინვარებას.

თერმული წყალი ატენიანებს და ამშვიდებს კანს, ხოლო RonaCare® AP იცავს კანის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და აძლიერებს მის დამცავ ბარიერს.

4 RAYS SPECTRUM PROTECT™ — ფართო სპექტრის დაცვის მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მზის სხივების გაფანტვითა და არეკვლით, ასევე ენერგიის შთანთქმით და ხილული და ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედების განეიტრალებით.

  • ამცირებს IR და VL (HEV) გამოსხივების უარყოფით გავლენას
  • ამშვიდებს კანს
  • იცავს კოლაგენს დაშლისგან
  • ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას

გამოყენების წესი:
თანაბრად დაიტანეთ სუფთა სახისა და კისრის კანზე მზეზე გასვლამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე. გამოიყენეთ დღის განმავლობაში განმეორებით და ყოველი წყალთან კონტაქტის შემდეგ. ხელახლა დატანამდე გაიწმინდეთ კანი. მზისგან დამცავი საშუალების გამოყენების შემთხვევაშიც კი, მზეზე ხანგრძლივი ყოფნა რეკომენდებული არ არის.