ჰეფეროლი 350მგ #30კაფს
გააზიარე:
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ჰეფეროლი, მყარი კაფსულები 350 მგ
რკინის II ფუმარატი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ - ჩანართს , რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია .
- შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, იხ. ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ჰეფეროლი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჰეფეროლის მიღებამდე
3. ჰეფეროლის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ჰეფეროლის შენახვის პირობები
6. რა შედის შეფუთვაში და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ჰეფეროლი და რისთვის გამოიყენება
ჰეფეროლი მიეკუთვნება ანტიანემიური პრეპარატების ჯგუფს (სამკურნალო საშუალებები, რომელთაც იყენებენ ანემიის მკურნალობის დროს). აღნიშნული პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგბადის მიღების და ორგანიზმისთვის საჭირო ადგილებში გადატანის პროცესში. რკინა შედის სისხლის წითელი უჯრედების შემადგენლობაში და უკავშირდება ჰემოგლობინს. სწორედ ჰემოგლობინი ამარაგებს მთელს ორგანიზმს ჟანგბადით.
ჰეფეროლი ინიშნება რკინის უკმარისობით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ. სისხლში რკინის შემცველობის დაბალი დონე შესაძლოა გამოწვიოს დიეტამ, რომელიც შეიცავს რკინის მცირე რაოდენობას, წვრილი ნაწლავიდან რკინის ძნელად შეწოვამ, ორსულობამ, ძუძუთი კვებამ ან სისხლდენამ. რკინის მიღება შესაძლოა რეკომენდებული იყოს ორულობის პერიოდში ანემიის პროფილაქტიკის მიზნით.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ჰეფეროლის მიღებამდე
არ მიიღოთ ჰეფეროლი, თუ:
- · გაქვთ ალერგია რკინის (II) ფუმარატზე ან პრეპარტის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამონათვალი მოცემულია 6-ე ნაწილში);
- · შენიშნეთ სისხლი შარდში (გამოწვეულია ეგრეთ წოდებული ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურიით);
- · გაქვთ ჰემოქრომატოზი (რკინის დაგროვება ორგანიზმში, რაც გამოწვეულია რკინის ჭარბი რაოდენობით შეწოვით);
- · გაქვთ ჰემოსიდეროზი (რკინის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში, რაც გამოწვეულია რკინის ზედმეტი მოხმარებით);
- · გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
- · ხშირად ისხამთ სისხლს;
- · გაქვთ არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, რეგიონული ენტერიტი ან ნაწლავების სხვა ანთებითი დაავადება;
- · გაქვთ ანემია, რომელიც არ უკავშირდება ორგანიზმში რკინის უკმარისობას (ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია და თალასემია);
- · გაქვთ ჰემოგლობინოპათია (ანემია, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევით);
- · ამავდროულად ღებულობთ რკინას ინტრავენურად.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მნიშვნელოვანი გაფრთხილება: პრეპარატი შეიცავს რკინას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.
ჰეფეროლის მიღებამდე გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- · წარსულში გაწუხებდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
- · ამოჭრილი გაქვთ კუჭის ნაწილი ან მთლიანად კუჭი;
- · გაქვთ ვიტამინების, განსაკუთრებით კი ვიტამინი B12-ის ან ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა;
- · ხართ მამაკაცი, რადგან რკინის დეფიციტი ქალებთან შედარებით მამაკაცებში იშვიათად აღინიშნება. ორგანიზმში რკინის ნაკლებობის მიზეზის დადგენის მიზნით ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს დამატებითი ანალიზების გაკეთება.
განავლის ანალიზის გაკეთების დროს აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს, რადგან მან შესაძლოა გამოიწვიოს განავლის შავად შეფერვა და იმოქმედოს ანალიზის შედეგებზე.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ჰეფეროლი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ მოცემულიდან რომელიმე სამკურნალო საშუალებას:
- · ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები (ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი);
- · თუთიის, კალციუმის ან მაგნიუმის მარილის შემცველი პრეპარატები;
- · ანტაციდები-სამკურნალო საშუალებები, რომელთაც იყენებენ კუჭის დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომების ან გულძმარვის მოსახსნელად;
- · პენიცილამინი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ);
- · ქოლესტირამინი (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის და ცხიმების დონის შესამცირებლად);
- · სამკურნალო საშუალებები, რომელთაც იყენებენ “პარკინსონის დაავადების” სამკურნალოდ (მაგ: ლევოდოპა, კარბიდოპა, ენტაკაპონი);
- · მეთილდოფა (გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად);
- · ლევოთიროქსინი (გამოიყენება ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ);
- · ბისფოსფონატები (გამოიყენება ძვლის დაავადებების სამკურნალოდ);
- · ტრიენტინი (გამოიყენება სისხლში სპილენძის დონის შესამცირებლად);
- · დიმერკაპროლი (გამოიყენება სხვადასხვა სახის ლითონებით მოწამვლის დროს);
- · მიკოფენოლატი (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციის მიზნით).
ჰეფეროლის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
- · მიიღეთ ჰეფეროლის კაფსულები დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, რათა თავიდან აირიდოთ ყაბზობა;
- · შესაძლებელია საკვებთან ერთად მიღება თუ პრეპარატი იწვევს კუჭის გაღიზიანებას;
- · რკინა არ მიიღება ყავასთან, ჩაისთან, კვერცხთან ან რძის პროდუქტებთან ერთად. ჰეფეროლი უნდა მიიღოთ აღნიშნული პროდუქტების მიღებამდე 1 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ. C ვიტამინი ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ლაქტაციის შემთხვევაში, ასევე თუ ეჭვობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
ჰეფეროლი ინიშნება რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ჰეფეროლი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ჰეფეროლი შეიცავს ლაქტოზას
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ჰეფეროლი შეიცავს საღებავებს აზორუბინს (E122) და ბრილიანტის შავს (E151)
ჟელატინის მყარი კაფსულები შეიცავს საღებავებს აზორუბინს (E122) და ბრილიანტის შავს (E151), რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.
3. ჰეფეროლის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატის მიღება სასურველია კვებამდე ან უზმოზე, თუ შესაძლებელია. დასაშვებია საკვებთან ერთად მიღება თუ პრეპარატი იწვევს კუჭის გაღიზიანებას.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 12 წელზე ზემოთ ბავშვები:
ანემიის პროფილაქტიკა: 1 კაფსულა დღეში.
ანემიის მკურნალობა: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია იგივე დოზები, რაც მოზრდილებში.
ორსულობის II და III ტრიმესტრი:
რეკომენდებულია იგივე დოზები, რაც მოზრდილებში.
რკინის პრეპარატებით მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ განისაზღვრება ანემიის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ. გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ ანემიის სამკურნალოდ რკინის პრეპარატი მიიღება დაახლოებით 6-12 კვირა. შემდეგ უნდა შეწყდეს რკინის პრეპარატის მიღება, რომ თავიდან აირიდოთ ორგანიზმში რკინის დაგროვება. ხანგრძლივი მკურნალობა ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობით.
ბავშვები
აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში.
თუ მიიღეთ ჰეფეროლის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება და კოლაფსი.
თუ დაგავიწყდათ ჰეფეროლის მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის დალევა მიიღეთ იგი გახსენებისთანავე თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებული არ არის. ასეთ შემთხვევაში არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ ჰეფეროლის მიღება
თუ ჰეფეროლის კაფსულების მიღებისას არ გაწუხებთ რაიმე სახის პრობლემა არ შეწყვიტოთ მკურნალობა, სანამ ექიმი არ გეტყვით, როდის უნდა დაასრულოთ მკურნალობა.
მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
აღინიშნება ალერგიული რეაქციები. თუ შენიშნავთ ალერგიული რეაქციების რომელიმე მოცემულ სიმპტომს დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და რაც შეიძლება დროულად მიმართეთ ექიმს: სუნთქვის გართულება, სახის, პირის ღრუს, ენის ან საყლაპავის შეშუპება, ძლიერი გამონაყარი და ქავილი.
ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, მეტალის გემო პირში, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა. გარდა ამისა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს განავლის შავად შეფერვა, რაც ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს რკინის პრეპარატებით მკურნალობისას.
5. ჰეფეროლის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალების გადაყრა ჩამდინარე წყალში და ნაგავში.
გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები იცავს გარემოს.
6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰეფეროლი
აქტიური ნივთიერება: რკინის (II) ფუმარატი.
- ერთი კაფსულა შეიცავს 350 მგ რკინის (II) ფუმარატს (ექვივალენტურია 115 მგ ელემენტარული რკინისა).
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი; ნატრიუმის ლაურილსულფატი; მაგნიუმის სტეარატი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104), საღებავი აზორუბინი (E122), საღებავი პატენტი ლურჯი (E131), საღებავი ბრილიანტის შავი (E151).
პრეპარატ ჰეფეროლის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
მოყვითალო-ჩალისფერი/მუქი-მწვანე გაუმჭვირვალე ჟელატინის მყარი კაფსულები, შევსებულია თეთრი წინწკლების მქონე მოწითალო-ყავისფერი ფხვნილით.
30 (3 x 10) კაფსულა პვქ/პვდქ/ალ ფოლგის ბლისტერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ ად სკოპიე
ალექსანდრე მაკედონელის ბულვარი 12,
1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +389 2 31 04 000
ფაქსი: +389 2 31 04 021
www.alkaloid.com.mk










