ოტოსანი ქიდსი 20მლ ყელ/სპრ

ოტოსანი ქიდსი 20მლ ყელ/სპრ

34.40 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი: ოტოსან
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165580
გააზიარე:

ოტოსანი ყელის სპრეი ქიდსი ( 20 მლ )

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:

ოტოსანი ყელის სპრეი ქიდსი (20 მლ)

Otosan Throat Spray Kids (20 ml)

Lapacho Cortex (ლაპაჩოს ქერქი)

სხეულის ბუნებრივი დაცვა

ოტოსანი (Otosan)

- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.

- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.

- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

● Otosan Srl არის იტალიური კომპანია, რომელიც მარტივი და გონივრული ფილოსოფიით

გვთავაზობს ბუნებრივ და ეფექტურ ალტერნატიულ მკურნალობას; ოტორინოლარინგოლოგია-სთან დაკავშირებული დარღვევებისთვის.

● დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით;

● კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი ოტოსანის ინოვაციური პროდუქტები ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.

აღწერილობა:

ოტოსანი ყელის სპრეი ქიდსი პროპოლისით და ლაპაჩოს ქერქით, რომლებიც მხარს უჭერენ ზედა სასუნთქი გზების ფუნქციას და სხეულის ბუნებრივ დაცვას.

ბალბაში (mallow) შემავალი ლორწოვანი გარსი ხელს უწყობს ყელის გაღიზიანებული ქსოვილების დაფარვას და ამშვიდებს, რაც ხსნის ხველას და ყელის დისკომფორტს. გარდა ამისა, ბალბას (mallow) ექსტრაქტი შეიძლება დაეხმაროს სასუნთქ გზებში ანთების შემცირებას, რაც აადვილებს სუნთქვას და ლორწოს გამოდევნას. კალენდულა, მდოგვი (Hedge Mustard) და მრავალძარღვა ამშვიდებს პირის ღრუს ლორწოვანს.

ჩვენებები:

● პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და წვა;

● მტკივნეული ყლაპვა;

● ჩახლეჩილი ხმა, რომელსაც თან ახლავს მშრალი ხველა;

● პირის ღრუსა და ხახის სიმშრალე გამოწვეული გარე გამაღიზიანებელი ან გარემო ფაქტორებით (ტენიანობის და ტემპერატურის უეცარი ცვლილებები, პასიური მოწევა).

ადგილობრივი მოქმედება:

- ამშვიდებს ყელის გაღიზიანებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს;

- მოქმედებს როგორც დამხმარე საშუალება მწვავე ფარინგიტისა და ხმის დაკარგვის დროს;

- იცავს ლორწოვან გარსს გარე გამღიზიანებლებისგან, რაც საშუალებას აძლევს ლორწოვანს აღადგინოს ნორმალური ფუნქცია;

- გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, დამამშვიდებელი მოქმედება.

ინგრედიენტებ :

წყალი; სტაბილიზატორი: გლიცეროლი; ტაბებუიას (ბიგნონიასებრნი) ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი (Handroanthus impetiginosus (Mart. ex DC) მატოსის ხის ქერქი); ფრუქტოზა; მდოგვის ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი (Sisymbrium officinale (L.) Scop., ფოთლები და აყვავებული ზედა ნაწილები); კალენდულას ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი (Calendula officinalis L., ყვავილის თავები); ბალბას (mallow) ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი (Malva sylvestris L., ფოთლები); თაფლი; მჟავიანება: ლიმონმჟავა; მრავალძარღვას ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი (Plantago major L., aerial parts); პროპოლისის ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი (propolis resin); არომატები; კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.

· გლუტენი

შემადგენლობა:

დოზა ( 1 შესხურება / 12 0 მგ)

დოზა (8 შესხურება / 960 მგ)

ლაპაჩოს ქერქი

9,10 მგ

72,8 მგ

მდოგვი (Hedge Mustard)

1,30 მგ

10,4 მგ

კალენდულა

1,30 მგ

10,4 მგ

ბალბა (mallow)

1,30 მგ

10,4 მგ

მრავალძარღვა

0,39 მგ

3,12 მგ

პროპოლისი

0,22 მგ

1,76 მგ

რეკომენდირებული დღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები :

გამოიყენება პერორალურად, სპეციალური სპრეი მოწყობილობის დახმარებით.

1-2 შესხურება 3-4 ჯერ დღეში; გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

გამოიყენება 1 წელზე ასაკის ზევით;

1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში პროდუქტის გამოყენებისას რეკომენდებულია პედიატრთან კონსულტაცია.

გააჩნია საუკეთესო საგემოვნო თვისებები.

გაფრთხილება:

საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. არ მიიღოთ ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში.

შენახვის პირობები :

შეინახეთ ტემპერატურაზე 0-35°C-ს შორის შუალედში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას.

გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.

შენახვის ვადა :

მითითებულია შეფუთვაზე. შენახვის ვადა ეხება სწორად შენახულ, გაუხსნელ პროდუქტს. გამოიყენეთ გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.

მწარმოებელი კომპანია:

OTOSAN SRL (იტალია);

მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY

ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.