ბუსკოლიზინი 10მგ #30ტ

ბუსკოლიზინი 10მგ #30ტ

16.15 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165416
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია
დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ბუსკოლიზინი® 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები
BUSCOLYSIN® 10 mg coated tablets
ჰიოსცინის ბუტილბრომიდი / hyoscine butylbromide

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
ეს სამკურნალო საშუალება გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის მიუხედავად მკურნალობის საუკეთესო შედეგების მისაღებად საჭიროა გულმოდგინედ დაიცვათ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია.

  • შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია, ან რჩევა მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
  • საჭიროა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება, ან არ შეინიშნება გაუმჯობესება 2 კვირაში.
  • თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

  1. რას წარმოადგენს ბუსკოლიზინი და რისთვის გამოიყენება
  2. ბუსკოლიზინის მიღების დაწყებამდე
  3. როგორ უნდა მიიღოთ ბუსკოლიზინი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ შეინახოთ ბუსკოლიზინი
  6. დამატებითი ინფორმაცია
  7. რას წარმოადგენს ბუსკოლიზინი და რისთვის გამოიყენება

ბუსკოლიზინს გააჩნია კარგად გამოხატული სპაზმოლიტური (მომადუნებელი) მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის გლუვ კუნთებზე, სანაღვლე გზებზე და შარდსასქესო სისტემაზე.
ბუსკოლიზინი გამოიყენება იმ დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას, რომლებსაც თან ახლავს კუჭის, ნაწლავების, სანაღვლე გზების, შარდსასქესო გზების გლუვი კუნთების მტკივნეული სპაზმი.

  1. ბუსკოლიზინის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ბუსკოლიზინი

  • თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • თუ გაქვთ გლაუკომა (მომატებული თვალის შიდა წნევა);
  • თუ გაქვთ მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტე);
  • თუ თქვენ გაქვთ მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გაფართოება ან გასქელება).

განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით ბუსკოლიზინის გამოყენებისას
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ გაქვთ: მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება), ფილტვების დაავადება, თირკმლების და ღვიძლის მძიმე დაავადება, ეპილეფსია (კრუნჩხვები), დიაბეტური ნეიროპათია, აღგენიშნებათ ნაწლავების გაუვალობა (ილეუსი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკური ბარიერები, წინასახრის შევიწროება, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი (მდგომარეობა, როცა კუჭის მჟავე შიგთავსი გადაიწევა უკან საყლაპავში), აქალაზია (საყლაპავის მოძრაობის აქტივობის დარღვევა), კუჭის წყლული, კოლიტის საშუალო და მძიმე ფორმა (მსხვილი ნაწლავის ანთება), წინამდებარე ჯირკვლის გადიდება შარდის შეკავებით.

ოფლის გამოყოფის დათრგუნვის გამო ფრთხილად გამოიყენება მომატებული ტემპერატურის დროს.
ბუსკოლიზინმა შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის პროვოცირება (მომატებული თვალის შიდა წნევა). ბუსკოლიზინის გამოყენების შემდეგ თვალის ტკივილის და მხედველობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.

ბუსკოლიზინი ფრთხილად გამოიყენება პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ქსეროსტომია (სიმშრალე პირის ღრუში, რომელიც გამოწვეულია სანერწყვე ჯირკვლების შემცირებით ან არარსებობით), მშრალი რინიტი (ცხვირის ქრონიკული ანთება მცირე სეკრეციით ან მისი არარსებობით).

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, მათ შორის მცენარეული პრეპარატებიც.
სამკურნალო საშუალების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს, თუ თქვენ ერთდროულად იყენებთ პრეპარატებს: პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ; ქინიდინს (ანტიარითმიული საშუალება), დიგოქსინს (საგულე გლიკოზიდი), ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები), ანტიფსიქოზური პრეპარატები, ანტიჰისტამინები (ანტიალერგიული), ბეტა-ადრენომიმეტიკები (მაგ.: ბრონქიალური ასთმის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა კლენბუტეროლი, სალბუტამოლი და სხვა), კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატი), მეტოკლოპრამიდი (ღებინების საწინააღმდეგო), კორტიკოსტეროიდები (ჰორმონალური პრეპარატები), ანტაციდები (გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატები), ციტრატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი 3 თვის განმავლობაში. თუ თქვენ ხართ ორსულად, ბუსკოლიზინით მკურნალობა მიმდინარეობს მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ბუსკოლიზინით მკურნალობა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან პრეპარატის ნაწილი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ასევე მან შეიძლება გამოიწვიოს რძის გამოყოფის შემცირება ჯირკვლების გარე სეკრეციის დათრგუნვის გამო.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბუსკოლიზინმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა ახლო მანძილზე გაძნელებული მხედველობით.
თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, სანამ თქვენი მხედველობა დარეგულირდება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბუსკოლიზინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ბუსკოლიზინი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას დამხმარე ნივთიერებების სახით.
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს.
სამკურნალო საშუალება შეიცავს საღებავი E110-ს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  1. როგორ უნდა მიიღოთ ბუსკოლიზინი
    თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღოთ ბუსკოლიზინი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ტაბლეტები მიიღეთ მთლიანად (უზმოზე ან საკვების მიღების წინ) საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
    ჩვეულებრივი დოზა:
    მოზრდილები და 12 წელს ზევით ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 2-4 ჯერ დღეში.
    მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს (8 ტაბლეტი).
    ბავშვები 6-12 წლამდე: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
    6 წლამდე ასაკის ბავშვებში ბუსკოლიზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
    ბუსკოლიზინით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.

თუ თქვენ მიიღეთ ბუსკოლიზინის საჭიროზე მეტი დოზა
სამკურნალო პრეპარატის ჩვეულებრივზე მაღალი დოზებით მიღების დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: პირის და ხახის სიმშრალე, გაძნელებული ყლაპვა, აგზნება, მომატებული ტემპერატურა, გახშირებული გულისცემა, კანის სიწითლე, ჰალუცინაციები.
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ მიიღეთ ბუსკოლიზინის რეკომენდებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს!

თუ დაგავიწყდათ ბუსკოლიზინის მიღება
თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო მოახლოვებულია, მაშინ მიიღეთ ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები
    ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბუსკოლიზინმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არ ვითარდება.
    იშვიათად შეიძლება აღინიშნოს: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება, თვალის შიდა წნევის მომატება, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვა, ტაქიკარდია (გულის რიტმის აჩქარება), არტერიული წნევის მომატება.
    იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ძალიან იშვიათად უფრო მკვეთრად გამოხატული, გაძნელებული სუნთქვის და ანაფილაქსიური შოკის ეპიზოდებით.
    ხანდახან შეინიშნება ოფლის შემცირებული გამოყოფა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ნერვიულობა, სისუსტე, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა).
    იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს აგზნება, უძილობა, შფოთვა, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში).
    თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.
  2. როგორ შეინახოთ ბუსკოლიზინი
    შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
    შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
    არ გამოიყენოთ ბუსკოლიზინი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
    სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
  3. დამატებითი ინფორმაცია
    რას შეიცავს ბუსკოლიზინი
  • მოქმედი ნივთიერება: ჰიოსცინის ბუტილბრომიდი 10 მგ ერთ ტაბლეტში.
    დამხმარე ნივთიერებები:
    ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ღვინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
    გარსის შემადგენლობა: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, ჟელატინი, გუმი არაბიკა, ყვითელი საღებავი ოპალუქსი AS-22808 (E104, E110, E171, E211, E172, საქაროზა, პოვიდონი), მაკროგოლი, გლიცეროლი.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

როგორ გამოიყურება ბუსკოლიზინი და რას შეიცავს შეფუთვა
ყვითელი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, სწორი, მრგვალი ფორმით და პრიალა ზედაპირით.
20 ტაბლეტი მყარ PVC/ალუმინის ფოლგაზე, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში დანართ ფურცელთან ერთად.

მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს სოფარმა, ილიენსკის გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი: 2010 იანვარი.