მაგნიუმის გლიცინატი ამვილაბ#60კაფს

მაგნიუმის გლიცინატი ამვილაბ#60კაფს

58.75 ლარი 47.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ამვილაბ ამერიკა.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმის გლიცინატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165364
გააზიარე:

მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

მაღალი აბსორბციის მქონე მაგნიუმის გლიცინატი

მაგნიუმის გლიცინატი წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობის ფორმას, რომელიც აერთიანებს მაგნიუმს ამინომჟავა გლიცინთან. მაგნიუმის ხელატურ ფორმას განსაკუთრებით ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი.

მაგნიუმი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ენერგიის წარმოქმნაში. მაგნიუმის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვები პროდუქტების ან კვებითი დანამატების სახით. მაგნიუმი უჯრედშიდა იონია, ის როგორც კოფაქტორი სჭირდება უჯრედულ მეტაბოლიზმსა და უჯრედულ ციკლში ჩართულ 200-მდე ფერმენტს.

· ხელს უწყობს ნერვულ და კუნთოვან უჯრედებს შორის ელექტრული იმპულსების გადაცემას, რითაც ხელს უწყობს როგორც გულის, ასევე ტვინის მუშაობას

· არეგულირებს გულის რითმს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას

· მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს, ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას

· ამცირებს კუნთების სპაზმს

· დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე

· ამცირებს სტრესის სიმპტომებს, გაღიზიანებას, აგზნებას, დეპრესიისადმი მიდრეკილებას

· აუმჯობესებს ძილის ხარისხს

· ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას

· როგორც კალციუმის ანტაგონისტი, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას

· არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს

· ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას

გამოყენების რეკომენდაციები ( კომპლექსურ თერაპიაში ):

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

· ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია

· გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია

· გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

· კუნთების ტკივილი და სპაზმი

· პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

· შაკიკი

· ასთენიური სინდრომი

· თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები

· ორსულთა ტოქსიკოზი, საშვილოსნოს მომატებული ჰიპერტონუსი

შემადგენლობა :

მაგნიუმის გლიცინატი - 200 მგ.

დოზირება :

1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება : არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა : N60 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი : ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.