მაგნე ჰელსი #100კაფს ვეგან

მაგნე ჰელსი #100კაფს ვეგან

98.15 ლარი
ქვეყანა: ნიდერლანდები
მწარმოებელი: ენვირი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმის ბისგლიცინატი,ვიტ.ბ6
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 165043
გააზიარე:

მაგნე ჰელსიმაგნიუმის ბისგლიცინატი

ბრენდისქვეყანა: ნიდერლანდები
რაოდენობადაფორმა: 100 ვეგანური კაფსულა
მოქმედინივთიერება: მაგნიუმის ბისგლიცინატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინი HCl)

მოკლეაღწერა - მაღალი ბიოშეღწევადობის ქელატური ფორმის მაგნიუმის ბისგლიცინატი ვიტამინ B6-თან კომბინაციაში — ნერვული სისტემის, კუნთოვანი ფუნქციისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მხარდაჭერისთვის.

აღწერა
1 ვეგანური კაფსულა შეიცავს : 500 მგ მაგნიუმის ბისგლიცინატს (100 მგ მაგნიუმის სახით) და 5 მგ ვიტამინი B6- ( პირიდოქსინი HCl)

მაგნიუმის ბისგლიცინატი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა, სადაც მაგნიუმის იონი დაკავშირებულია ამინომჟავა გლიცინის ორ მოლეკულასთან, აღნიშნული სტრუქტურა უზრუნველყოფს მის სტაბილურობას, მაღალ ბიოშეღწევადობას, ეფექტურ აბსორბციასა და კუჭ-ნაწლავის სისტემისადმი კარგ ტოლერანტობას.

ვიტამინი B6 აუმჯობესებს მაგნიუმის აბსორბციას, მონაწილეობს მის უჯრედშიდა ტრანსპორტსა და ნერვული სისტემის მეტაბოლურ რეგულაციაში.

ჩვენება

  • · მაგნიუმის დეფიციტის პროფილაქტიკა და კომპლექსური მხარდაჭერა
  • · ნერვული სისტემა და ემოციური ფონი:
    • o სტრესი
    • o ნერვული დაძაბულობა
    • o გაღიზიანებადობა
    • o შფოთვის შეგრძნება
    • · ენერგია და საერთო მდგომარეობა:
      • o ენერგიის დაქვეითება
      • o ქრონიკული დაღლილობა
      • o ასთენიური სინდრომი
      • o გონებრივი გადაღლა
      • · ძილი:
        • o ძილის დარღვევა
        • o დაძინების გაძნელება
        • · კუნთოვანი სისტემა:
          • o კუნთების დაძაბულობა
          • o კუნთების სპაზმი
          • o კუნთოვანი ტონუსის მხარდაჭერა
          • o ფიზიკური გადატვირთვა
          • · გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
            • o გულის რითმის მხარდაჭერა
            • o არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნების ხელშეწყობა
            • · ქალთა ჯანმრთელობა:
              • o პრემენსტრუალური სინდრომი (PMS)
              • o კლიმაქტერული პერიოდი
              • o ორსულობის პერიოდში (ტოქსიკოზი, საშვილოსნოს ტონუსი) — ექიმის რეკომენდაციით
              • · სხვა მდგომარეობები:
                • o შაკიკის დროს საერთო მდგომარეობის მხარდაჭერა
                • o თირკმელ-კენჭოვანი დაავადებებისას დამატებითი მხარდაჭერა

მოქმედება

მაგნიუმი წარმოადგენს აუცილებელ მინერალს , რომელიც მონაწილეობს 200- ზე მეტ ფიზიოლოგიურ პროცესში , მათ შორის ენერგიის გამომუშავებაში , ნერვული იმპულსების გადაცემასა და კუნთოვანი ფუნქციის რეგულაციაში .

მაგნიუმის ბისგლიცინატი ხელს უწყობს:

ü ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

ü ნეირომუსკულარული ბალანსის შენარჩუნებას

ü ენერგიის გამომუშავებას და დაღლილობის შემცირებას

ü გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

ü ძილის ფიზიოლოგიური პროცესების მხარდაჭერას

ü ნეირომუსკულარული გაღიზიანების შემცირებას

მონაწილეობს:

ü კუნთების შეკუმშვა-მოდუნების პროცესში

ü ძვლისა და კბილების ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაში

ü გლუკოზის მეტაბოლიზმში

ü ძვლის ფორმირებაში და ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებაში

ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის ბიოშეღწევადობას და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

დოზირება და მიღების წესი

მაგნიუმის დღიური საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და კვებით სტატუსზე და განისაზღვრება ორგანიზმის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად.
პროფილაქტიკური დოზა: 2 კაფსულა დღეში.
მაღალი საჭიროების შემთხვევაში დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის რეკომენდაციით.

გაფრთხილება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება ექიმის რეკომენდაციით

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი: Envir B.V.
წარმოებულია ნიდერლანდებში, FSSC 22000 (GFSI -ის მიერ აღიარებული) სერტიფიცირებულ საწარმოში.