ლევერდა #30ტ
გააზიარე:
ლევერდა 30 ტაბ.
Leverda 30 tab.
შემადგენლობა
საკვები დანამატი ლევერდა შეიცავს ალფა - ლიპოის მჟავას , მაგნიუმს და ვიტამინ B6- ს . B12 ს
ფუნქციური დანიშნულება
ლევერდა სასარგებლოა კვებითი დეფიციტის ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ .
ალფა - ლიპოისმჟავა (α-lipoic) ასევე thioctic-ის მჟავად წოდებული, არის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად წარმოებული ცხიმოვანი მჟავა და წარმოდგენილია ბევრ საკვებ პროდუქტში, თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვები ნივთიერებების დეფიციტით და არაადეკვატური კვების რეჟიმით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ეხმარება უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (გლუტათიონის) აღდგენას. გინეკოლოგიის სფეროში α-lipoic მჟავას ანტიოქსიდანტურმა მოქმედებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვის დროს სასარგებლო შედეგები.
მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსს და მონაწილეობს უჯრედის დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, ნორმალურ მეტაბოლიზმს, ფსიქოლოგიური ფუნქციების, ძვალ-სახსროვანი, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კერძოდ, მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. მაგნიუმი იწვევს საშვილოსნოს კუნთების გაძლიერებული შეკუმშვის მოხსნას.
ვიტამინი B6 ანუ პირიდოქსინი (pyridoxine) არის წყალში ხსნადი ვიტამინი წარმოდგენილი ცხოველურ და მცენარეულ საკვებში. ორგანიზმში გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან პირიდოქსამინად - pyridoxamine, რაც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, მოქმედებს როგორც კოენზიმი სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებზე. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქცონირებას, დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჰორმონული აქტიურობისა და ფსიქოლოგიური ქმედების რეგულირებას. გარდა ამისა, ვიტამინი B6 ხელს უწყობს უჯრედის შიგნით მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას, ამრიგად, ახორციელებს არაპირდაპირ ზეგავლენას კუნთებზე.
ვიტამინი B12 ანუ ციანოკობალამინი - ციანოკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერიტროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმაბლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევების ნორმალიზაციას. იგი მონაწილეობს მრავალი მეტაბოლიტის სინტეზში და არეგულირებს სულფჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზს ორგანიზმში.ვიტამინი В12 წარმოადგენს ჰიპერქრონული ანემიის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო პრეპარატს. იგი აგრეთვე გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, პოლინევრიტების, რადიკულიტების, სამწვერა ნერვის ნევრალოგიების, ბავშთა ცერებრალური დამბლის, პერიფერიული ნერვების ტრავმების და რიგი კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ლევერდა - ა ს მიღების რეკომენდაციები
ლევერდა არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმს, ვიტამინ B6, ვიტამინი B12 რომელიც სასარგებლოა კვებითი დეფიციტის ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს ამ ნივთიერებების მიმართ.
მისი შემადგენლობის წყალობით იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის გაძლიერებული საჭიროების დროს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ტკივილის სიმპტომები, ანთებითი მდგომარეობები და სპაზმი, ახდენს გავლენას ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.
ლევერდა უზრუნველყოფს რეპროდუქციული სისტემის :
საშვილოსნოს კუნთების მოდუნებას და სიმშვიდის შენარჩუნებას
საშვილოსნოს მომატებული შეკუმშვითი აქტივობის რისკის შემცირებას
უსაფრთხო მხარდაჭერას ორსულობის განმავლობაში
საშვილოსნოს ტონუსის რეგულაციას ინვაზიური პროცედურების დროს (მაგ.: ამნიოცენტეზი)
პირველადი დისმენორეის სიმპტომების (ტკივილი, სპაზმი) შემსუბუქებას
პრემენსტრუალური სინდრომის (PMS) ჩივილების შემცირებას
პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის (PCOS) დროს მეტაბოლური და ჰორმონალური ბალანსის მხარდაჭერას
ლევერდა უზრუნველყოფს საყრდენ - მამოძრავებელი და ნერვული სისტემის :
კუნთოვანი სპაზმის შემცირებას და მოდუნებას
ტკივილის ინტენსივობის დაქვეითებას
ნერვული ბოჭკოების დაცვასა და აღდგენას
ნეიროპათიური სიმპტომების (წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება) შემსუბუქებას
ანთებითი პროცესების შემცირებას
უჯრედების ანტიოქსიდანტურ დაცვას
მოძრაობის გაუმჯობესებას და ფუნქციის აღდგენას
ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციის დაჩქარებას
ლევერდა უზრუნველყოფს ენდოკრინული სისტემის :
ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებას
გლუკოზის მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას
ინსულინრეზისტენტობის შემცირებას
ოქსიდაციური სტრესის დაქვეითებას
ნერვული სისტემის დაცვას დიაბეტური ნეიროპათიის დროს
ჰორმონალური ბალანსის მხარდაჭერას
ენერგეტიკული მეტაბოლიზმის გააქტიურებას
ლევერდა - ა ს მიღების წესი
რეკომენდებულია 1 ან 2 ტაბლეტის მიღება დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გაფრთხილება
ლევერდა არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. თუ თქვენ მკურნალობთ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.
შეფუთვა
გარსით დაფარული (შემოგარსული) 30 ტაბლეტი.
მწარმოებელი ფირმა ქვეყანა:
VALUEMED PHARMA SRL
იმპორტირებულია საქართველოში:
IM PLUS PHARMA - ს მიერ










