აქვა დემარი Senti2 100მლ ნაზ/ხს
გააზიარე:
აქვა დემარი Senti2 100მლ ნაზ/ხს
აქვა დე მარის იზოტონური ზღვის წყალი განკუთვნილია ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიგიენისთვის, სუნთქვის გასაადვილებლად, რინიტის პროცესების შესამსუბუქებლად და ცხვირის ლორწოვანი გარსის ობსტრუქციის თავიდან ასაცილებლად, იცავს ლორწოვან გარსს ვირუსების, ბაქტერიების, მტვრისა და ალერგენებისგან. ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას. მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად.
შემადგენლობა: იზოტონური ზღვის წყალი (31,82%), ნატურალური ზღვის მარილი (0,9%).კონსერვანტების გარეშე.
რეკომენდებული დოზა: გამოიყენება ჩვილობის ასაკიდან (1 თვიდან) , ორსულობა-ლაქტაციის პერიოდში და მოზრილებში 1-2 შესხურება საჭიროებისამებრ.
გამოყენების ინსტრუქცია: ეფექტური გამოყენებისთვის ფრთხილად მოათავსეთ გამფრქვევი ცხვირის ნესტოებში, შეისხურეთ დაახლოებით 1-2 წამის განმავლობაში. გამოყენების შემდეგ კარგად ჩამოიწმინდეთ. ჩვილებში გამოყენებისას სასურველია ბავშვი იყოს წოლით მდგომარეობაში, თავის გვერდით გადაბრუნებით. ცხვირის გასაწმენდად გამოიყენეთ ასპირატორი.
გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია. მოარიდეთ სითბოს, ღია ცეცხლს, ცხელ ზედაპირებს, აალების ყველა სხვა წყაროს, რადგან შეფუთვა შეიძლება გასკდეს. მოარიდეთ მზის სხივებს. არ დატოვოთ 50 ° C/122°F-°ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. ჰიგიენის ნორმების დაცვის მიზნით აუცილებელია სპრეი გამოიყენოთ ინდივიდუალურად.
ლიცენზიის მფლობელი: A.T.P Farma S. L.კოპენჰაგენის ქ. №6, ოფისი 17, 28232 ლას როსას დე მადრიდი (ესპანეთი) +34 910 64 63 90
წარმოებულია- საფრანგეთში, ODOST ლაბორატორია, 23 Rue du Lac 32410, კასტერა-ვერდუზან.










