დრ.ჰედისონი-პეპტიდების გამწმენდი ქაფი140მლ

დრ.ჰედისონი-პეპტიდების გამწმენდი ქაფი140მლ

52.00 ლარი
კატეგორია: სახის გამწმენდი
კოდი: 162483
გააზიარე:

დრ.ჰედისონი - პეპტიდების გამწმენდი ქაფი 140მლ. პეპტიდებით გამდიდრებული გამწმენდი ქაფი არა მხოლოდ ასუფთავებს კანს, არამედ აძლიერებს მის ელასტიკურობას და სიმტკიცეს.
გამწმენდი ქაფი ღრმად აღწევს ფორებში, აშორებს ჭუჭყს, მაკიაჟს და ზედმეტ ცხიმს, უზრუნველყოფს კანის სისუფთავეს და ბზინვარებას.
ტრადიციული გამწმენდებისგან განსხვავებით, ქაფი შექმნილია ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად, სიმშრალისა და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.
პეპტიდები – ხელს უწყობს კანის ელასტიკურობისა და სიმკვრივის შენარჩუნებას, აძლიერებს კანის ბარიერს და იცავს კანს.
ლილიუმ ტიგრინუმი – ატენიანებს ეპიდერმისს და ხელს უწყობს თანაბარი, ნათელი ფერის შენარჩუნებას.
ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი – ამშვიდებს გაღიზიანებას და ანიჭებს კანს ჯანსაღ, ბუნებრივ ბზინვარებას.
გარგარის კურკის ზეთი – არბილებს კანის ზედაპირს და იცავს გაუწყლოებისგან.
როიბოსის ექსტრაქტი – მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყარო.
იდეალურია ყველა ტიპის, განსაკუთრებით მშრალი, მგრძნობიარე და დაბერების პირველი ნიშნების მქონე კანისთვის.
პეპტიდური გამწმენდი ქაფი არა მხოლოდ ასუფთავებს, არამედ კვებავს და აცოცხლებს თქვენს კანს.
გამოყენების წესი : ნაზად შეიზილეთ 30–60 წამის განმავლობაში, მოერიდეთ თვალის არეს, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ნაზად შეიმშრალეთ. გამოიყენეთ დილით და საღამოს. მწარმოებელი კომპანია Ipia Cosmetics Co., Ltd., ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ავერსი ფარმა"