დრ.ჰედისონი-NMN PDRN Timeless ნაოჭსაწინააღმდეგო ამპულა 50მლ

დრ.ჰედისონი-NMN PDRN Timeless ნაოჭსაწინააღმდეგო ამპულა 50მლ

98.00 ლარი
კოდი: 162471
გააზიარე:

დრ.ჰედისონი - NMN PDRN Timeless ამპულა 50მლ. პრემიუმ კლასის ამპულა შეიცავს ახალი თაობის დაბერების საწინააღმდეგო კომპონენტს NMN უჯრედული მეტაბოლიზმის გასააქტიურებლად და PDRN–ს ღრმა რეგენერაციისთვის.
NMN-ნიკოტინამიდის მონონუკლეოტიდი – ააქტიურებს უჯრედულ მეტაბოლიზმს კოენზიმის დონეზე, ზრდის უჯრედულ ენერგიას და აღადგენს დაზიანებულ დნმ–ს. აუმჯობესებს ელასტიკურობას და ამცირებს ნაოჭებს, აღადგენს კანის ჯანსაღ ბზინვარებას.
PDRN-პოლიდეოქსირიბონუკლეოტიდი – ასტიმულირებს ფიბრობლასტების აქტივობას, აჩქარებს კოლაგენის გამომუშავებას და აღადგენს ჰიდროლიპიდურ ბალანსს, აუმჯობესებს ტექსტურას და ამცირებს ნაოჭებს, აღვიძებს მიძინებულ უჯრედებს. (ორაგულისგან მიღებული დნმ ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას და ენდოგენური კოლაგენის გამომუშავებას)
მულტიპეპ-8 – პეპტიდური კომპლექსი – ასტიმულირებს I და III ტიპის კოლაგენის სინთეზს, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
7K კოლაგენის კომპლექსი – შეიცავს კოლაგენის 7 ტიპს ღრმა დატენიანებისა და სახის კონტურების გამტკიცებისთვის
ლოკოკინას მუცინი და ძირტკბილას ექსტრაქტი ამშვიდებს და ათანაბრებს ფერს.
Hyal 10 კომპლექსი – დაბალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას 10 სახეობა აღწევს კანის სხვადასხვა შრეებში, რაც უზრუნველყოფს ინტენსიურ და ხანგრძლივ დატენიანებას.
გამოყენების წესი : გაწმენდის და ტონირების შემდეგ დაიტანეთ შრატის რამდენიმე წვეთი თანაბრად სახესა და დეკოლტეზე. ყოველ დღე დილა /საღამოს.
მნიშვნელოვანია! თუ თქვენი კანის მოვლის რუტინა შეიცავს:
რეტინოლს, 8%-ზე მეტ მჟავებს (AHA, BHA), მაღალი კონცენტრაციით C ვიტამინს, მაშინ PDRN შრატის მათთან გამოყენემა შეიძლება სტრესული იყოს კანისთვის. ამ შემთხვევაში, უმჯობესია გამოიყენოთ ერთ დღეს შრატი, ხოლო მეორე დღეს აქტიური ინგრედიენტები, ან დილა საღამოს მონაცვლეობით. კლინიკურად დადასტურებული კანის ელასტიკურობის გაუმჯობესება და ცხვირ–ტუჩის ნაოჭის 36.93%-მდე შემცირება მხოლოდ ერთი გამოყენების შემდეგ. მწარმოებელი კომპანია Ipia Cosmetics Co., Ltd., ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ავერსი ფარმა"