ლევოტექსი 500მგ #7ტ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ჩანართი ფურცელი : ინფორმაცია პაციენტისათვის
ლევოტექსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ლევოფლოქსაცინი
|
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ჩანართი ფურცელი მთლიანად , რადგან იგი წარმოადგენს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას . - შეინახეთ წინამდებარე ჩანართი ფურცელი, რადგან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითვა. - წაკითხვის შემდეგ, თუკი თქვენ გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. - ეს წამალი დანიშნული იქნა მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ექნებათ თქვენი ავადმყოფობის მსგავსი სიმპტომები. - იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაგინვითარდებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მაშინ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს იმ ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილნი არ არიან წინამდებარე ჩანართ ფურცელში წარმოდგენილ ნუსხაში. იხილეთ სექცია 4. |
რა არის წარმოდგენილი წინამდებარე ჩანართ ფურცელში :
1. რა არის ლევოტექსი და რისთვის ხდება მისი გამოყენება;
2. რა უნდა ვიცოდეთ ლევოტექსის მიღების დაწყებამდე;
3. როგორ უნდა გამოვიყენოთ ლევოტექსი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. როგორ უნდა შევინახოთ ლევოტექსი;
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა დეტალები.
1. რა არის ლევოტექსი და რისთვის ხდება მისი გამოყენება
ლევოტექსი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ქინოლონების ჯგუფიდან. მას აქვს ბაქტერიციდული ეფექტი, აჩერებს რიგი ბაქტერიების რაოდენობის ზრდას, რომლებიც იწვევენ ინფექციებს თქვენ სხეულში.
ლევოტექსის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
• სინუსების;
• ფილტვების, ხანგრძლივი სუნთქვის პრობლემების ან პნევმონიის მქონე პირებში;
• საშარდე გზების, მათ შორის თირკმელები ან შარდის ბუშტი;
• პროსტატის ჯირკვალი, თუ გაქვთ ხანგრძლივი ინფექცია;
• კანი და კანქვეშა ქსოვილები, მათ შორის კუნთები, რომლებსაც ზოგჯერ „რბილ ქსოვილებს“ უწოდებენ.
ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციაში, ლევოტექსის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დაავადებების ალბათობის შესამცირებლად:
- ჯილეხის ფილტვისმიერი დაავადების განვითარებისას;
- ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის ზემოქმედების შემდეგ დაავადების გაუარესებისას.
2. რა უნდა ვიცოდეთ ლევოტექსის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ლევოტექსი იმ შემთხვევაში :
- თუკი თქვენ ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის (როგორიცაა ციფროპლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი) ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (სრული შემადგენლობა წარმოდგენილია მე-6 სექციაში);
- ოდესმე გქონიათ ეპილეფსია;
- ოდესმე გქონიათ მყესების პრობლემები (მაგ., ტენდინიტი), რომლებიც დაკავშირებული იყო ქინოლონის ანტიბიოტიკით მკურნალობასთან;
- ხართ ბავშვი ან მოზარდი;
- ხართ ორსულად, შესაძლოა დაორსულდეთ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად;
- კვებავთ ბავშვს ძუძუთი.
არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე თქვენზე ვრცელდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ლევოტექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლევოტექსი®-ს მიღების დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში თუ:
- ხართ 60 წლის ან მეტი ასაკის;
-იღებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებსაც უწოდებენ (იხილეთ სექცია „სხვა მედიკამენტები და ლევოტექსი“);
- ოდესმე გქონიათ კრუნჩხვა (კონვულსია);
- გადატანილი გაქვთ ორგანოს ტრანსპლანტაცია;
- გაქვთ თავის ტვინის დაზიანება ანამნეზში (ინსულტი ან თავის ტვინის მძიმე დაზიანება);
- გაქვთ თირკმლის პრობლემები;
- გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. ამ მედიკამენტის მიღებისას არსებობს სისხლის წითელი უჯრედების განადგურების (ჰემოლიზი) და ანემიის რისკი;
- გქონიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
– თუ ოდესმე გქონიათ გულის პრობლემები: სიფრთხილეა საჭირო ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენებისას, თუ დაბადებიდან ან ოჯახურ ანამნეზში გაქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივება (რაც ჩანს ეკგ-ზე, გულის ელექტრულ ჩანაწერზე), გაქვთ მარილების დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში), გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი (ბრადიკარდია), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტის) ანამნეზში, ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული, ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებებს (იხ. სექცია („სხვა მედიკამენტები და ლევოტექსი“);
– თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები;
– თუ გაქვთ დიაბეტი;
– თუ გაქვთ მიასთენია გრავისი (იშვიათი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას);
– თუ დაგისვეს დიაგნოზი მსხვილი სისხლძარღვის გადიდებაზე ან „გამობერვაზე“ (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვების პერიფერიული ანევრიზმა);
– თუ ადრე გქონიათ აორტის დისექციის ეპიზოდი (აორტის კედლის განშრევება);
– თუ ოდესმე გქონიათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების გაჩენა, ბუშტუკების და/ან პირის ღრუს წყლულების განვითარება ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ;
- გაქვთ აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების ოჯახური ანამნეზი, ან სხვა რისკ-ფაქტორები ან წინასწარგანწყობის მდგომარეობები (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოსის სისხლძარღვოვანი სინდრომი, ან ვასკულური დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურ-უჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან დადასტურებული ათეროსკლეროზი).
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, ლევოტექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ უნდა მიიღოთ ფტორქინოლონების/ქინოლონების შემცველი ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი, თუ წარსულში გქონიათ სერიოზული გვერდითი მოვლენა ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას. ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს.
ფტორქინოლონების მიღებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ :
• მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში უეცარი, ძლიერი ტკივილის შეგრძნების შემთხვევაში, რაც შეიძლება ანევრიზმისა და აორტის განშრევების სიმპტომი იყოს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
• მოულოდნელად გაგიჩნდათ ქოშინი, განსაკუთრებით საწოლზე ზურგზე წოლისას, ან შეამჩნევთ კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპებას, ან გულისცემის გახშირებას (აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
სახსრების ტკივილი და შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება იშვიათად განვითარდეს. თქვენი რისკი იზრდება, თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე მეტი ასაკის), გადანერგილი გაქვთ ორგანო, გაქვთ თირკმელების პრობლემები ან მკურნალობთ კორტიკოსტეროიდებით. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს ლევოტექსით მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში. მყესის ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნების (მაგ., კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის) გამოვლენის შემდეგ, შეწყვიტეთ ლევოტექსის მიღება, დაუკავშირდით ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ ნებისმიერ არააუცილებელ ვარჯიშს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.
იშვიათად შეიძლება განიცადოთ ნერვის დაზიანების (ნეიროპათია) სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში, ან ხელებსა და მკლავებში. თუ ეს მოხდება, შეწყვიტეთ ლევოტექსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
კანის სერიოზული რეაქციები დაფიქსირდა ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
• სტივენს-ჯონსონის სინდრომი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო, სამიზნე ფორმის ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში. ასევე შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში (თვალების სიწითლე და შეშუპება). ამ სერიოზულ კანის გამონაყარს ხშირად წინ უსწრებს ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის ფართოდ გავრცელებულ აქერცვლაში და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებში ან იყოს ლეტალური.
• DRESS თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ კი ფართოდ გავრცელებული გამონაყარით, რომელსაც თან ახლავს სხეულის მაღალი ტემპერატურა, სისხლის ანალიზებში დაფიქსირებული ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) ერთ-ერთი ტიპის მატება და გადიდებული კვანძები.
თუ განგივითარდათ სერიოზული გამონაყარი ან კანის რომელიმე ეს სიმპტომი, შეწყვიტეთ ლევოფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
გახანგრძლივებული , ინვალიდობისკენ მიდრეკილი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები
ფტორქინოლონების/ქინოლონების შემცველი ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ლევოტექსის, გამოყენება დაკავშირებულია ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარებასთან, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივია (თვეები ან წლები), დამაუძლურებელი ან პოტენციურად შეუქცევადი. ეს მოიცავს ტკივილს ზედა და ქვედა კიდურების მყესებში, კუნთებსა და სახსრებში, სიარულის გაძნელებას, უჩვეულო შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, ღიტინი, ფხაჭნა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოს, ყნოსვის და სმენის დარღვევას, დეპრესიას, მეხსიერების დაქვეითებას, გამოხატულ დაღლილობას და ძილის მძიმე დარღვევას. თუ ლევოტექსის მიღების შემდეგ შენიშნავთ რომელიმე ამ გვერდით ეფექტს, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას, ასევე განიხილავთ სხვა კლასის ანტიბიოტიკის შესაძლო გამოყენებას.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, ლევოტექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში : ეს წამალი არ უნდა მიიღონ ბავშვებმა ან მოზარდებმა (18 წლამდე ასაკის).
სხვა მედიკამენტები და ლევოტექსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი თქვენ ამჟამად იღებთ, ან ბოლოხანს იღებდით ან სამომავლოდ აპირებთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღებას, რადგან ლევოტექსს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთ პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს გავლენა ლევოტექსის მოქმედებაზე.
კერძოდ , აცნობეთ ექიმს , თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს , რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ლევოტექსის მიღებისას :
•კორტიკოსტეროიდები, რომლებსაც ზოგჯერ სტეროიდებს უწოდებენ (გამოიყენება ანთების დროს). ეს ზრდის ანთების და/ან მყესის გაწყვეტის ალბათობას.
• ვარფარინი (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად). შესაძლოა, უფრო მეტად გქონდეთ სისხლდენის რისკი. ექიმს შეიძლება დასჭირდეს სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარება სისხლის შედედების შესამოწმებლად.
• თეოფილინი (გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს). ლევოტექსთან ერთად მიღების შემთხვევაში, უფრო მეტად სავარაუდოა კრუნჩხვის (კონვულსიის) განვითარება.
• არასტეროიდულიანთებისსაწინააღმდეგოპრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) (მიიღებიან ტკივილისა და ანთების დროს), როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლევოტექსთან ერთად მიღების შემთხვევაში, უფრო მეტად სავარაუდოა კრუნჩხვის (კონვულსიის) განვითარება.
• ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ). ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენების განვითარება უფრო მეტად სავარაუდოა.
• მედიკამენტები, რომლებსაცაქვთცნობილიეფექტიგულისრიტმზე. ესენია მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევის დროს (ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიატრიული დარღვევების დროს (ანტიფსიქოზური საშუალებები) და ბაქტერიული ინფექციების დროს (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი).
• პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ). თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.
• ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს). თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.
აცნობეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა თქვენ გეხებათ.
არ მიიღოთ ლევოტექსი შემდეგ პრეპარატებთან ერთად , რადგან მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ ლევოტექსის მოქმედებაზე : რკინის შემცველი ტაბლეტები (ანემიის სამკურნალოდ); თუთიის შემცველი საკვები დანამატები; მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატები (გულძმარვის ან წვის შეგრძნების სამკურნალოდ);
დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ). იხილეთ მე-3 ნაწილი „თუ უკვე იღებთ რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის შემცველ დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“ ქვემოთ.
შარდის ანალიზი ოპიატების გამოსავლენად
შარდის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების, ოპიატების, გამოყენებისას ლევოტექსის მიმღებ ადამიანებში. თუ ექიმმა დაგინიშნათ შარდის ანალიზი, აცნობეთ მას, რომ იღებთ ლევოტექსს.
ტუბერკულოზის ტესტები
ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში, რომლებიც ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიების ძიებაშია.
ორსულობა , ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
არ მიიღოთ ლევოტექსი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.
მანქანებისა და სხვა მექანიზმების მართვა
ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განიცადოთ გვერდითი მოვლენები, მათ შორის თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა (ვერტიგო) ან მხედველობის ცვლილებები. ამ გვერდითი მოვლენებიდან ზოგიერთმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სიჩქარეზე. თუ ეს მოხდა, არ მართოთ მანქანა და არ შეასრულოთ ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.
ლევოტექსი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
3. როგორ მივიღოთ ლევოტექსი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ წამლის მიღება
მიიღეთ წამალი პერორალურად
გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან კვებებს შორის ნებისმიერ დროს
დაიცავით კანი მზის სხივებისგან
მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს ამ პრეპარატის მიღების დროს და მისი მიღების შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში. ეს აუცილებელია, რადგან თქვენი კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის მიმართ და შესაძლოა დაიწვას, გაღიზიანდეს ან დიდი ბუშტუკები წარმოიქმნას, თუ არ დაიცავთ შესაბამის უსაფრთხოების ზომებს:
• გამოიყენეთ მაღალი ფაქტორის შემცველობის მზისგან დამცავი კრემი;
• ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც ფარავს თქვენს ხელებსა და ფეხებს;
• მოერიდეთ მზის აბაზანების მიღებას.
თუ უკვე იღებთ რკინის შემცველ ტაბლეტებს , თუთიის შემცველ დანამატებს , ანტაციდურ პრეპარატებს , დიდანოზინს ან სუკრალფატს :
• არ მიიღოთ ეს პრეპარატები ლევოტექსთან ერთად. მიიღეთ ამ პრეპარატების დანიშნული დოზა ლევოტექსამდე ან მის შემდეგ მინიმუმ 2 საათით ადრე.
რამდენი წამალი უნდა მიიღოთ
თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ლევოტექსის დოზა. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და ადგილმდებარეობაზე თქვენს ორგანიზმში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე. თუ გრძნობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, თავად არ შეცვალოთ დოზა, არამედ მიმართეთ ექიმს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ლევოტექსი არ უნდა მიიღონ ბავშვებმა და მოზარდებმა ზრდის პერიოდში (18 წლამდე).
გამოყენება თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში
რადგან ლევოტექსი გამოიყოფა ძირითადად თირკმლების მიერ, დოზა უნდა იქნას კორეგირებული თირკმლის დაქვეითებული ფუნციის მქონე პაციენტებში. მიყევით ექიმის ინსტრუქციებს.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
სინუსისინფექცია: ლევოტექსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
ფილტისინფექციახანგრძლივისუნთქვითიპრობლემისმქონეადამიანებში: ლევოტექსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
პმევმონია: ლევოტექსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ ან ორჯერ.
საშარდეგზების, მათშორისთირკმლისანშარდისბუშტის, ინფექცია: ლევოტექსის ერთი ან ნახევარი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
პროსტატისჯირკვლისინფექცია: ლევოტექსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ.
კანისადაკანქვეშაქსოვილების, მათშორისკუნთების, ინფექცია: ლევოტექსის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ ან ორჯერ.
თუ თქვენ იღებთ საჭიროზე მეტ ლევოტექსს
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიიღეთ სამედიცინო კონსულტაცია. თან იქონიეთ მედიკამენტის კოლოფი. აღნიშნული შეფუთვა აუცილებელია, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რა მიიღეთ. შემდეგ მოვლენებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი: კრუნჩხვითი შეტევები (კონვულსიები), დაბნეულობა, თავბრუსხვევის შეგრძნება, დაქვეითებულ ცნობიერება, კანკალი (ხელების კანკალი) და გულის პრობლემები - რასაც შესაძლოა შედეგად თან სდევდეს გულისცემის რითმის დარღვევა, ასევე გულისრევის შეგრძნება (გულისრევა) ან გულძმარვის შეგრძნება.
თუ დაგავიწყდათ ლევოტექსის მიღება
თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ მოახლოვდა.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ლევოტექსის მიღებას
არ შეწყვიტოთ ლევოტექსის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსი დაასრულოთ დანიშნული ტაბლეტების რაოდენობით. თუ მკურნალობა შეწყდება დანიშნულ დროზე ადრე, არსებობს ინფექციის სიმპტომების დაბრუნების, თქვენი მდგომარეობის გაუარესების ან ბაქტერიების წამლის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკი. თუ ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ეს ეფექტები, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და ხშირად ქრება მოკლე დროში.
შეწყვიტეთ ლევოტექსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს , თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას :
ძალიან იშვიათი ( შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000 პაციენტიდან 1- ს )
• გაქვთ ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას.
შეწყვიტეთ ლევოტექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს , თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება :
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1 000 პაციენტიდან 1-ს)
• წყლიანი დიარეა, რომლის დროსაც შეიძლება იყოს სისხლი, ზოგჯერ მუცლის სპაზმებით და ცხელებით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავების მძიმე პრობლემის ნიშნები.
• მყესების ან იოგების ტკივილი და ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაწყვეტა. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი.
• კრუნჩხვები (კონვულსიები).
• ჰალუცინაციები, პარანოია, აზრისა და ფიქრების ცვლილება (ფსიქოტური რეაქციები), სუიციდური აზრების ან ქმედებების რისკით.
• დეპრესიის შეგრძნება, ფსიქიკური პრობლემები, შფოთვის შეგრძნება (აჟიტაცია), უჩვეულო სიზმრები ან კოშმარები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-ს)
• წვა, ჩხვლეტა ან ტკივილი. ეს შეიძლება იყოს „ნეიროპათიის“ სახელით ცნობილი მდგომარეობის ნიშნები.
უცნობი სიხშირით (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
• კანის ძლიერი გამონაყარი, რომელიც მოიცავს სტივენს-ჯონსონის სინდრომს და ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს. ეს შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო, სამიზნე ფორმის ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში წყლულების წარმოქმნით და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები. იხილეთ აგრეთვე მე-2 პუნქტი.
• მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება, ქავილი ან სიმძიმის შეგრძნება კუჭში (მუცელში). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რაც შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის ლეტალურ უკმარისობას.
თუ ლევოტექსის მიღების დროს მხედველობა დაქვეითდა ან თვალის სხვა პრობლემები შეგექმნათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.
ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებასთან ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარი რისკ-ფაქტორების მიუხედავად, ძალიან იშვიათია გახანგრძლივებული (თვეებამდე ან წლამდე) ან ხანგრძლივი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, ღიტინი, ფხაჭნა, წვის შეგრძნება, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დაქვეითება.
აცნობეთ ექიმს , თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა სერიოზული გახდება ან რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება :
ხშირი ( შეიძლება 10- დან 1 ადამიანზე მეტს აღენიშნებოდეს )
• ძილის პრობლემები (ინსომნია).
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
• ღებინების შეგრძნება (გულისრევა და ღებინება) და დიარეა.
• სისხლში ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის მომატება.
არახშირი ( შეიძლება აღენიშნებოდეს 100- დან 1- ს )
• სხვა ბაქტერიების ან სოკოების რაოდენობის ცვლილებები, კანდიდას სახელით ცნობილი სოკოთი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც შეიძლება მკურნალობას საჭიროებდეს.
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რაც ჩანს ზოგიერთი სისხლის ანალიზის შედეგებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია).
• შფოთვა (მოუთმენლობა), დაბნეულობა, ნერვიულობა, ძილიანობა, კანკალი, თავბრუსხვევა (ვერტიგო).
• ქოშინი (დისპნოე).
• გემოს შეცვლა, მადის დაკარგვა, კუჭის აშლილობა ან საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), ტკივილი მუცლის არეში, შებერილობის შეგრძნება (მეტეორიზმი) ან ყაბზობა.
• ქავილი და კანზე გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ჭინჭრის ციება), ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
• სახსრების ან კუნთების ტკივილი.
• სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს უჩვეულო შედეგები ღვიძლის (ბილირუბინის მომატება) ან თირკმლის პრობლემების (კრეატინინის მომატება) გამო.
• ზოგადი დაღლილობა.
იშვიათი ( შეიძლება აღენიშნებოდეს 1000- დან 1- მდე ადამიანს )
• სისხლჩაქცევებისა და სისხლდენის გაადვილება თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია).
• ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
• იმუნური პასუხის მომატება (ჰიპერმგრძნობელობა).
• ხელებისა და ფეხების დაბუჟება (პარესთეზია).
• სმენის პრობლემები (ტინიტუსი) ან მხედველობის დარღვევა (მხედველობის დაბინდვა).
• გულისცემის უჩვეულოდ სწრაფი ცემა (ტაქიკარდია) ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
• კუნთების სისუსტე. ეს შეშფოთების საგანია მიასთენია გრავისით (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).
• თირკმელების ფუნქციონირების ცვლილებები და იშვიათად თირკმლის უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის ალერგიული რეაქციით, რომელსაც ინტერსტიციული ნეფრიტი ეწოდება.
• ცხელება.
უცნობი სიხშირით (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
• სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია): ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის ფერმკრთალი ან მოყვითალო შეფერილობა სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების გამო; ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია).
• ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადი სისუსტე, რომელიც არ ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი).
• სისხლის მიმოქცევის უეცარი დარღვევა (ანაფილაქსიის მსგავსი შოკი).
• სისხლში შაქრის დონის მატება (ჰიპერგლიკემია). ეს საყურადღებოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
• ყნოსვითი ცვლილებები, ყნოსვის ან გემოს დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგევზია).
• გადაადგილების ან სიარულის გაძნელება (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები).
• გონების დროებითი დაკარგვა ან გულის წასვლა (სინკოპე).
• მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალის ანთება.
• სმენის დაქვეითება ან დაკარგვა.
• გულისცემის პათოლოგიური აჩქარება, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის რიტმი, მათ შორის გულის გაჩერება, გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. QT ინტერვალის გახანგრძლივება, აღინიშნება ეკგ-ზე, გულის ელექტრული აქტივობა).
• სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი).
• ალერგიული ფილტვის რეაქციები.
• პანკრეატიტი.
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
• კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა).
• ალერგიული რეაქციის გამო სისხლძარღვების ანთება, რომლებიც სხეულს ამარაგებენ სისხლით (ვასკულიტი).
• პირის ღრუში ქსოვილების ანთება (სტომატიტი).
• კუნთების გაწყვეტა და კუნთების დესტრუქცია (რაბდომიოლიზი).
• სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი).
• ტკივილი, მათ შორის ტკივილი ზურგში, გულმკერდში ან კიდურებში.
• პორფირიის შეტევები იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება).
• ხანგრძლივი თავის ტკივილი მხედველობის დაბინდვით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია).
ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის კედლის გადიდებისა და შესუსტების ან აორტის კედელში ნახეთქის წარმოქმნის შემთხვევები (ანევრიზმები და დისექცია), რომელიც შეიძლება გაიხეთქოს, რაც შეიძლება ფატალური იყოს, ასევე გულის სარქვლის პროლაფსის შემთხვევები. აგრეთვე იხილეთ მე-2 პუნქტი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ბულგარეთის წამლის სააგენტოს მეშვეობით
დამიან გრუევის ქ. 8
1303 სოფია
ტელეფონი: +359 2 8903417
ვებგვერდი: www.bda.bg
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. როგორ უნდა შევინახოთ ლევოტექსი
განსაკუთრებული შენახვის პირობები არ არის საჭირო.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერით „ვარგისია“ და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის ხარისხის გაუარესების თვალსაჩინო ნიშნებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა დეტალები
რას შეიცავს ლევოტექსი
- აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს 512,5 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის სახით.
- შემავსებლებია:
• ტაბლეტის ბირთვი: კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი;
• აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), პოლისორბატი 80, წითელი რკინის ოქსიდი (E172).
ლევოტექსის გარეგნული იერ სახე და შეფუთვის შემცველობა
ვარდისფერი, მოგრძო, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები დახრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზად.
ლევოტექსი ხელმისაწვდომია კოლოფში, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე PVC/PVDC/AL-ფოლგის ბლისტერს 7 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით და პაციენტის ინსტრუქციას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Fortex Nutraceuticals Ltd.
10 Prohladen kat Str.
1362 სოფია, ბულგარეთი
ეს ფურცელი ბოლოს გადახედილ იქნა 2024 წლის აპრილში .
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.










