ჩიკო-Chicco-ორეული SEETY ეტლი+ ეტლის კალათი ნაცრისფერი

ჩიკო-Chicco-ორეული SEETY ეტლი+ ეტლის კალათი ნაცრისფერი

1830.00 ლარი 915.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
კატეგორია: ეტლი,ჭოჭინა
კოდი: 162314
გააზიარე:

კომპლექტში შედის ეტლი და კალათი

Seety 2 ყველაზე კომპაქტური ეტლი: იგი იწონის 7 კგ-ს და მისი დაკეცვა ერთი ხელის მოძრაობითაა შესაძლებელი, მაშინაც კი, როდესაც ბავშვი ხელში გიკავიათ.

მთავარი მახასიათებლები:

დაკეცილ მდგომარეობაში ეტლი თავისით დგას, ხოლო ინტეგრირებული სახელური მის ტრანსპორტირებას საოცრად ამარტივებს.

მსუბუქი სისტემა სრულად თავსებადია Seety 2-ის კალათასთან, ასევე Kory i-Size და First-Seat Recline i-Size ავტოსავარძლებთან. მათი დამაგრება ეტლის ჩარჩოზე შესაძლებელია ყოველგვარი დამატებითი ადაპტერის გარეშე!

დაგრძელებად საფარს აქვს სპეციალური ბადე-ფანჯარა ბავშვზე დასაკვირვებლად. იგი საიმედოდ იცავს პატარას წვიმისა და UV50+ მზის სხივებისგან.

განიერი და რბილად დაფენილი დასაჯდომი უზრუნველყოფს ბავშვის მაქსიმალურ კომფორტს მგზავრობისას.

ხანგრძლივი გამოყენება: სერტიფიცირებულია გამოსაყენებლად დაბადებიდან 22 კგ-მდე, რაც შესაძლებელია სრულად გადასაწოლი საზურგისა და რეგულირებადი ფეხის დასადგამის წყალობით.

ხოლო, კალათა საუკეთესო არჩევანია თქვენი პატარას პირველი თვეებისთვის. მისი გადაადგილება ძალიან მარტივია ინტეგრირებული სახელურისა და ულტრამსუბუქი კონსტრუქციის წყალობით — იგი სულ რაღაც 3,5 კგ-ს იწონის.

მთავარი უპირატესობები:

დასაკეცი სტრუქტურის წყალობით, კალათა იკავებს მინიმალურ ადგილს, როდესაც მას არ იყენებთ.

განიერი საფარი იცავს ბავშვს UV50+ სხივებისა და წვიმისგან. სპეციალური ბადისებრი ჩანართები კი უზრუნველყოფს ჰაერის იდეალურ ცირკულაციას ცხელ დღეებში.

„Memory“ ღილაკები საშუალებას გაძლევთ, ერთი ხელის მოძრაობით, ძალისხმევის გარეშე მოხსნათ კალათა ეტლის ჩარჩოდან.