ლინზების ხსნარი Senti2 360მლ

ლინზების ხსნარი Senti2 360მლ

25.00 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: stericon ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 162138
გააზიარე:

ლინზების ხსნარი Senti2 360მლ

მულტიფუნქციური გამჭირვალე, უფერო, სტერილური იზოტონური ხსნარი რბილი კონტაქტური ლინზებისთვის.

შემადგენლობა: სტერილური წყალხსნარი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდს, დინატრიუმის ედეტატი, პოლიჰექსანიდი, პოლოჰექსამერი-0,6მგ/მლ, ჰიპრომელოზას-1,5მგ/მლ და ნატრიუმის ფოსფატის ბუფერი.

გამოიყენება : კონტაქტური ლინზების ხსნარი ეფექტურად ასუფთავებს ლინზებს, ახდენს დეზინფექციას, ინარჩუნებას მათ ტენიანობას, რათა ლინზა უკეთესად იგრძნობოდეს თვალში.

გამოყენების ინსტრუქცია: გამოყენებამდე აუცილებლად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. პროცედურა დაიწყეთ ერთი და იმავე თვალით. გახსენით ლინზის ქეისი, ამოიღეთ ლინზა და მოათავსეთ ხელისგულზე. ლინზის ზედაპირს წაუსვით ხსნარის მინიმუმ 3 წვეთი 10 წამის განმავლობაში ორივე მხარეს კარგად დაამუშავეთ, გადაავლეთ ხსნარი ორივე ზედაპირზე და ლინზის ხსნარით შევსებულ ქეისში ჩააწყვეთ. შემდგომ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალთან. გააჩერეთ ლინზები სითხეში მინიმუმ 4 საათის განმავლობაში სრულყოფილი დეზინფექციისთვის. სწრაფი წმენდისას აუცილებელია ლინზის კარგად გარეცხვა და მინიმუმ 6 საათის განმავლობაში სითხეში მოთავსება. ეს ვარიანტი საუკეთესოა ხშირად შესაცვლელი ლინზის გამოყენებისას.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ შემადგენელ კომპონენტებზე ალერგიის, დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში, თუ გამოიწვია თვალის გაღიზიანება და დისკომფორტი. ხსნარი გამოიყენეთ ბოთლის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში. ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად დაახურეთ თავსახური. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ სინათლისგან დაცულ გრილ-მშრალ ადგილას. აუცილებელია გამოყენების ინსტრუქციის დაცვა ინფექციების თავიდან ასარიდებლად. საჭიროების შემთხვევაში თვალის მაკიაჟი წაისვით ლინზის ჩასმის შემდეგ, რათა ლინზები არ შეიღებოს. არ შეცვალოთ კონტაქტურილ ლინზის ხსნარი ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე.

შენახვის პირობები: შეინახეთ 5-30 C ტემპერატურაზე.

ლიცენზიის მფლობელი: A.T.P Farma S. L.კოპენჰაგენის ქ. №6, ოფისი 17, 28232 ლას როსას დე მადრიდი (ესპანეთი) +34 910 64 63 90 www.atp-farma.com

წარმოებულია- STERICON PHARMA PRIVATE LIMITED. Plot No. 9R, Sub layout of Plot No 9,

1st Phase, ბომასანდრას ინდუსტრიული სივრცე,ბანგალორი- 560 099. ინდოეთი.

[email protected] / www.stericon.net