ლინზების ხსნარი Senti2 60მლ

ლინზების ხსნარი Senti2 60მლ

12.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: stericon ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 162137
გააზიარე:

ლინზების ხსნარი Senti2 60მლ

მულტიფუნქციური გამჭირვალე, სტერილური იზოტონური ხსნარი რბილი კონტაქტური ლინზებისთვის.

შემადგენლობა: სტერილური წყალხსნარი, ნატრიუმის და კალიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლიჰექსანიდი, პოლოჰექსამერი-0,6მგ/მლ, ჰიპრომელოზა-1,5მგ/მლ, ნატრიუმის ფოსფატის ბუფერი.

გამოიყენება : ეფექტურად ასუფთავებს და ახდენს ლინზების დეზინფექციას, უნარჩუნებს ტენიანობას.

გამოყენების ინსტრუქცია: გამოყენებამდე აუცილებლად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. პროცედურა დაიწყეთ ერთი და იმავე თვალით. გახსენით ლინზის ქეისი, ამოიღეთ ლინზა და მოათავსეთ ხელისგულზე. ლინზის ზედაპირს წაუსვით ხსნარის მინიმუმ 3 წვეთი 10 წამის განმავლობაში ორივე მხარეს კარგად დაამუშავეთ, გადაავლეთ ხსნარი ორივე ზედაპირზე და ლინზის ხსნარით შევსებულ ქეისში ჩააწყვეთ. შემდგომ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალთან. გააჩერეთ ლინზები სითხეში მინიმუმ 4 საათის განმავლობაში სრულყოფილი დეზინფექციისთვის. სწრაფი წმენდისას აუცილებელია ლინზის კარგად გარეცხვა და მინიმუმ 6 საათის განმავლობაში სითხეში მოთავსება. ეს ვარიანტი საუკეთესოა ხშირად შესაცვლელი ლინზის გამოყენებისას.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ შემადგენელ კომპონენტებზე ალერგიის, დაზიანებული შეფუთვის შემთხვევაში, თუ გამოიწვია თვალის გაღიზიანება და დისკომფორტი. ხსნარი გამოიყენეთ ბოთლის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში. ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად დაახურეთ თავსახური. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: შეინახეთ 5-30 C ტემპერატურაზე. გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ლიცენზიის მფლობელი: A.T.P Farma S. L.კოპენჰაგენის ქ. №6, ოფისი 17, 28232 ლას როსას დე მადრიდი (ესპანეთი) +34 910 64 63 90 www.atp-farma.com

წარმოებულია- STERICON PHARMA PRIVATE LIMITED. Plot No. 9R, Sub layout of Plot No 9,

1st Phase, ბომასანდრას ინდუსტრიული სივრცე,ბანგალორი- 560 099. ინდოეთი.

[email protected] / www.stericon.net