დიეტფარმი მაგნიუმის გლიცინატი#80კ
გააზიარე:
დიეტფარმი მაგნიუმის გლიცინატი (კაფსულები N80)
გამოყენების ინსტრუქცია
მაგნიუმი (მაგნიუმის ბისგლიცინატი) – 300 მგ
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
დიეტფარმის მაგნიუმის გლიცინატი - სიმშვიდე შენს ყოველდღიურობაში!
ნერვული სისტემისა და ნორმალური
ფსიქოლოგიური ფუნქციის მხარდასაჭერად!
მაგნიუმის ორგანული ფორმა!
100% მაგნიუმის გლიცინატი!
აღწერილობა:
მაგნიუმის გლიცინატი წარმოადგენს მაგნიუმისა და ამინომჟავა გლიცინის ხელატურ ნაერთს, რომელიც ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობითა და კარგი ტოლერანტობით. დიპეპტიდური ტრანსპორტის მექანიზმის მეშვეობით იგი ეფექტურად შეიწოვება ნაწლავებში, რაც განაპირობებს მაგნიუმის სხვა მარილებთან შედარებით ნაკლებ გვერდით ეფექტებს.
მაგნიუმის გლიცინატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, ფსიქოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მხარდაჭერაში. კვლევები მიუთითებს მის დადებით გავლენაზე სტრესის, შფოთვისა და ძილის დარღვევების შემცირების მიმართულებით, რის გამოც იგი მიზანშეწონილია დაღლილობისა და ფსიქოემოციური გადატვირთვის პირობებში. აუმჯობესებს ძილის ხარისხს. დადებითად მოქმედებს დეპრესიისა და სტრესის საწინააღმდეგოდ.
მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები:
- კუნთების დაჭიმულობა და კრუნჩხვები;
- თავის ტკივილი და შაკიკი;
- დაღლილობა;
- შფოთვა, უძილობა;
- უძილობისგან გამოწვეული შფოთვა;
- სტრესი;
- შიში;
- ნერვიულობა;
- დეპრესია;
- მეხსიერების დაკარგვა;
- დისმენორეა;
- არითმიები;
- ოსტეოპოროზი.
- მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მინერალი ა !
მაგნიუმის ზოგადი როლი ორგანიზმში:
მაგნიუმი ორგანიზმში კალციუმის, ნატრიუმისა და კალიუმის შემდეგ მეოთხე ყველაზე გავრცელებული მაკროელემენტია. იგი მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს ენერგიის გამომუშავების პროცესებში (ATP-ის მეტაბოლიზმი), ცილის სინთეზში, დნმ-ის სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებაში, ასევე ნეიროკუნთოვანი გამტარობის რეგულაციაში. მაგნიუმი აუცილებელი მაკროელემენტია ყოველდღიური მიღებისთვის, ვინაიდან ორგანიზმს არ გააჩნია მისი სინთეზის უნარი და იგი სწრაფად იკარგება სხვადასხვა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მდგომარეობების დროს, მათ შორის სტრესის, ინტენსიური ოფლიანობისა და დიარეის შედეგად.
ენერგიის მეტაბოლიზმი:
მაგნიუმი არის ATP-ის (ადენოზინტრიფოსფატის) კოფაქტორი, ორგანიზმში მთავარი ენერგეტიკული მოლეკულა. მონაწილეობს ცილების, დნმ და რნმ-ის სინთეზში.
მნიშვნელოვანია ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში.
ნერვული სისტემა:
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციაში და ნეირონებს შორის ნერვული იმპულსების გადაცემის რეგულაციაში. იგი მონაწილეობს ნერვული რეცეპტორების მოდულაციაში, ამცირებს ნეირონულ აგზნებადობას და იცავს ნერვულ სისტემას გადაჭარბებული აგზნებისგან. აღნიშნული მექანიზმების შედეგად მაგნიუმი ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვის შემცირებას, ასევე დადებით გავლენას ახდენს ძილის რეგულაციაზე და უძილობის სიმპტომების შემსუბუქებაზე.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
არეგულირებს გულისცემას, სისხლძარღვთა ტონუსს, არტერიულ წნევას.
ამცირებს სისხლძარღვთა სპაზმს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.
ხელს უწყობს ქოლესტერინის ელიმინაციას და ლიპიდური პროფილის ნორმალიზებას.
კუნთები და ძვლები:
მონაწილეობს კუნთების შეკუმშვასა და რელაქსაციაში, არეგულირებს კალციუმის დონეს კუნთებში.
უზრუნველყოფს წინააღმდეგობას კრუნჩხვების და სპაზმების მიმართ.
აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის (მუშაობს კალციუმთან და D ვიტამინთან ერთად).
სისხლში შაქარი და ინსულინი:
ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.
ხელს უწყობს გლიკემიის ნორმალიზებას, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს.
ჰორმონები და ქალის ჯანმრთელობა:
მაგნიუმი არეგულირებს მელატონინის, კორტიზოლის, პროგესტერონის გამომუშავებას.
ამცირებს PMS სიმპტომებს, თავის ტკივილს, დაღლილობას და გაღიზიანებას.
მაგნიუმის დეფიციტი: რა არის მიზეზები?
1. საკვებთან ერთად არასაკმარისი მიღება:
დამუშავებული საკვების, დაკონსერვებული მარცვლეულის, შაქრის, ალკოჰოლის მოხმარება.
თხილის, მწვანილის, მთლიანი მარცვლეულის - მაგნიუმის ძირითადი წყაროების - დაბალი მოხმარება.
2. მაგნიუმის გაზრდილი დანაკარგი:
თირკმელების მეშვეობით: ხშირი შარდვის, დიაბეტის, შარდმდენების მიღების დროს.
ოფლიანობის გზით: ინტენსიური ვარჯიში, სიცხე, სპორტი.
კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით ალკოჰოლური ინტოქსიკაციის, ღებინების დროს.
3. ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება:
ორსულობის, ლაქტაციის, ბავშვებისა და მოზარდების ზრდის დროს.
სტრესის, დეპრესიის, უძილობის დროს.
აქტიური ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის დროს.
გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):
მაგნიუმი გამოიყენება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული ფუნქციური და მეტაბოლური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. იგი მიზანშეწონილია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- · ძილის დარღვევები, მომატებული ნერვული აგზნებადობა და დეპრესიული მდგომარეობები;
- · გულის რითმის დარღვევები და არტერიული ჰიპერტენზია;
- · გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- · კუნთოვანი ტკივილი და სპაზმები;
- · პრემენსტრუალური სინდრომი და კლიმაქტერული პერიოდის გამოვლინებები;
- · შაკიკი;
- · ასთენიური სინდრომი;
- · თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები;
- · ორსულობის დროს განვითარებული ტოქსიკოზი და საშვილოსნოს მომატებული ტონუსი.
დიეტფარმი მაგნიუმის გლიცინატი - უპირატესობები:
- · ორგანულად ხსნადი მაგნიუმის მარილი;
- · მაღალი ბიოშეღწევადობა;
- · ნაკლები გვერდითი მოვლენები;
- · გლიცინი, ამინომჟავა (გამა-ამინომჟავასთან ერთად, ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერი) - აუმჯობესებს ძილის ხარისხს;
- · კვლევებმა აჩვენა მნიშვნელოვანი ეფექტი სიმპტომების შემცირებასა და გამოჯანმრთელებაზე მძიმე დეპრესიის დროს.
შემადგენლობა:
მაგნიუმის ბისგლიცინატი, კაფსულა (შესქელება: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, საღებავი: კალციუმის კარბონატი), შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
პიქტოგრამები გლუტენის გარეშე/ლაქტოზის გარეშე/ვეგანური.
აქტიური ინგრედიენტი (ები) (საერთაშორისო ჯენერიკული დასახელება) / რაოდენობა:
|
შემადგენლობა: |
რეკომენდირებული დღიური დოზა (4 კაფსულა) |
% NRV** |
|
მაგნიუმი (მაგნიუმის ბისგლიცინატი) |
300 მგ |
80 % |
NRV** = საკვები ნივთიერებების ეტალონური ღირებულება
გამოშვების ფორმა:
80 კაფსულა ბლისტერზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა :
4 კაფსულა (მიიღეთ 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში).
14 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებისა და დიდებისთვის, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
მაგნიუმის გადაჭარბებული დოზით მოხმარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დიარეა, შებერილობა, მუცლის ტკივილი.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა. შესაფერისია ვეგეტარიანელებისათვის.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.ა
შენახვის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
Fidifarm d.o.o. (ხორვატია).
DIETPHARM-ის ყველა პროდუქტი შეესაბამება EU GMP, HACCP და CFR21სერტიფიკაციას,
შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატებზე,
რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.










