დიეტფარმი K2D3 #30კაფს

დიეტფარმი K2D3 #30კაფს

47.00 ლარი
ქვეყანა: ხორვატია
მწარმოებელი: ფიდიფარმ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი+კ2
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 162129
გააზიარე:

დიეტფარმი K2D3 (კაფსულები N30)

გამოყენების ინსტრუქცია

დიეტფარმი K2D3 (კაფსულები N30)

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 50µg (2000 ს/ე)

ვიტამინი K2 (მენაქინონი-7) – 75µg

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ძვლებისა და კუნთების

ნორმალური ფუნქციონირებისთვის!

ღწერილობა:

ვიტამინების D3 და K2 სინერგიული კომბინაცია დადებითად მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს ოსტეობლასტურ აქტივობას, ძვლის ვასკულარიზაციასა და მინერალიზაციას. მათი ერთობლივი გამოყენება უზრუნველყოფს კალციუმის ეფექტურ შეწოვას, სწორ განაწილებას და ძვლოვან მატრიქსში ინტეგრაციას.

დიეტფარმი K2D3 განკუთვნილია ძვლების ჯანმრთელობისა და მექანიკური სიმტკიცის შენარჩუნებისთვის, რეკომენდებულია ფიზიკურად აქტიური პირებისთვის, ასევე ქალებისთვის მენოპაუზისა და განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის პერიოდში, როდესაც იზრდება ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების რისკი.

ვიტამინი K2 (მენაქინონი-7, MK-7)
მენაქინონი-7 წარმოადგენს ვიტამინი K2-ის ბუნებრივი მიკრობული ფერმენტაციის შედეგად მიღებულ, ყველაზე ბიოაქტიურ და ფიზიოლოგიურად ეფექტურ ფორმას. სხვა მენაქინონებთან შედარებით, მას ახასიათებს პლაზმაში ხანგრძლივი ნახევრადგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 48–72 საათი), რაც განაპირობებს სტაბილურ და მდგრად ბიოლოგიურ აქტივობას. ვიტამინი K2 (მენაქინონი-7) არის სუფთა, სტაბილური, კლინიკურად შემოწმებული ფართოდ გამოცდილი, კვლევებით დამტკიცებული და დადასტურებული ფორმა.

ვიტამინი K2 (მენაქინონი-7 ) აუცილებელი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ფუნქციონირებს როგორც კოფაქტორი γ-კარბოქსილაციის პროცესში და უზრუნველყოფს Gla-ცილების, მათ შორის ოსტეოკალცინისა და მატრიქსული Gla-პროტეინის (MGP) გააქტიურებას. აღნიშნული ცილები მონაწილეობენ კალციუმის ძვლოვან ქსოვილში ფიქსაციასა და მისი არასასურველი დეპონირების პრევენციაში სისხლძარღვთა კედლებში. მენაქინონი-7-ის მოლეკულური სტრუქტურა (იზოპრენოიდული ერთეულებისა და გაუჯერებელი ბმების რაოდენობა) განსხვავდება მცენარეული წარმოშობის ვიტამინი K1-ისგან (ფილოქინონი), რაც განაპირობებს მის უკეთეს ბიოშეღწევადობას და ძვლოვან ქსოვილზე მიზანმიმართულ მოქმედებას.

ვიტამინი D3 ( ქოლეკალციფეროლი ) არის ფიზიოლოგიურად აქტიური და ნატურალური ფორმა, რომელიც სინთეზირდება კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. იგი უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის ნაწლავურ აბსორბციას, მონაწილეობს მათი სერიული კონცენტრაციის რეგულაციაში და აუცილებელია ძვლოვანი მეტაბოლიზმის ნორმალური მიმდინარეობისთვის.

ვიტამინი D3-ის ადექვატური დონე წარმოადგენს აუცილებელ პირობას ვიტამინი K2-ის ბიოლოგიური აქტივობის რეალიზაციისთვის, ხელს უწყობს კალციუმის ეფექტურ შეწოვასა და მის ჩართვას ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის პროცესში.

In vitro კვლევების მიხედვით, ვიტამინი D3 აძლიერებს ვიტამინი K2-ის მიერ ოსტეოგენური პროცესების სტიმულაციას. მათი კომბინირებული გამოყენება ავლენს სინერგიულ ეფექტს და რეკომენდებულია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და მინერალიზაციის მხარდასაჭერად.

დიეტფარმი K2D3 - გამოყენების რეკომენდაციები :

  • · კალციუმისა და ფოსფორის ნაწლავური აბსორბციის გაუმჯობესება და მათი ჰომეოსტაზის რეგულაცია;
  • · ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ფორმირებისა და მინერალიზაციის მხარდაჭერა;
  • · ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნება და ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა (დამხმარე თერაპიის ფარგლებში);
  • · ოსტეოკალცინისა და მატრიქსული Gla-პროტეინის (MGP) გააქტიურების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს კალციუმის სწორ ფიქსაციას ძვლოვან ქსოვილში;
  • · კალციუმის არასასურველი დეპონირების რისკის შემცირება სისხლძარღვთა კედლებში (დამხმარე ეფექტი);
  • · მოტეხილობებისა და ძვალ-სახსროვანი დაზიანებების შემდგომი აღდგენის პროცესის მხარდაჭერა;
  • · კუნთოვანი ფუნქციისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფიზიოლოგიური ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  • · ძვლებისა და კბილების სტრუქტურული სიმტკიცის შენარჩუნება;
  • · გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მხარდაჭერა;
  • · იმუნური სისტემის ფიზიოლოგიური ფუნქციის მხარდაჭერა და ანთებითი პროცესების მოდულაცია.

შემადგენლობა:

მალტოდექსტრინი, კაფსულა (შესქელება: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, საღებავი: კალციუმის კარბონატი), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ნატურალური ვიტამინი K2 (მენაქინონი-7), შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

აქტიური ინგრედიენტი (ები) (საერთაშორისო ჯენერიკული დასახელება) / რაოდენობა:

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი

% NRV**

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

50 µg (2000 ს/ე)

100 %

ვიტამინი K2 (მენაქინონი-7)

75 µg

100 %

NRV** = საკვები ნივთიერებების ეტალონური ღირებულება

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა ბლისტერზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

რეკომენდებული დღიური დოზა:

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში.

14 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებისა და დიდებისთვის, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას, თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია გამოწვეული იყოს ვიტამინ D-ს მაღალი დოზის ხანგრძლივი დროით მიღებისას.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ანტიკოაგულანტების მიმღებმა პირებმა პროდუქტის მიღებამდე უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.

ვიტამინ D-ს მაღალი დოზის დიდი ხნის განმავლობაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ჭარბი რაოდენობით კალციუმის დაგროვება (ჰიპერკალცემია) და შინაგანი ორგანოების დაზიანება. ამიტომ პაციენტებმა სარკოიდოზით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა ნებისმიერი ვიტამინებისა ან მინერალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა. შესაფერისია ვეგეტარიანელებისათვის.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ და გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.

გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებილი:

Fidifarm d.o.o. (ხორვატია).

DIETPHARM-ის ყველა პროდუქტი შეესაბამება EU GMP, HACCP და CFR21სერტიფიკაციას,

შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატებზე,

რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.