მეტიფოლი 400მკგ #30ტ

მეტიფოლი 400მკგ #30ტ

40.00 ლარი
ქვეყანა: ლიეტუვა
მწარმოებელი: ჩამლიკ მაჰ.პამუკ სოკ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეტაფოლინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 161730
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

მეტიფოლი / Metifol

ფოლატის შემცველი საკვები დანამატი

თითოეული ტაბლეტის შემადგენლობა:

ფოლიუმის მჟავა 400 მკგ.

მეთილფოლატი ფოლიუმის მჟავის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმაა, რომელიც აღარ საჭიროებს ღვიძლში მეტაბოლიზმს. მას სწრაფად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი ფოლიუმის მჟავასგან განსხვავებით, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა და შეწოვა ხშირ შემთხვევაში გართულებულია.

სხვა ინგრედიენტები:

შემავსებელი, იზომალტი (E953), ცელულოზა (E460), სტაბილიზატორი, პოლივინილპოლიპიროლიდონი (E1202), პოლივინილპიროლიდონი (E1201), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b), დამხმარე ნივთიერება: სტევია (Stevia rebaudiana).

მიღების წესი:

1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

მეტიფოლის გამოყენება რეკომენდებულია 11 წლიდან.

დღიური მიღების დოზა

1 ტაბლეტი

DRVs*

ფოლიუმის მჟავა

(მეთილფოლატი Methylfolate)

400 µg

200

*DRVs: რეკომენდებული საკვები ნივთიერებების რაოდენობა.

გამოყენების ჩვენებები

  • ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა;
  • პრეეკლამფსია;
  • მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკა;
  • არაბალანსირებული კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე;
  • ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ,

მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გაფრთხილებები:

● არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

● საკვები დანამატი ვერ ცვლის ნორმალურ კვებას

● მეტიფოლის მიღებამდე ორსულობის, ძუძუთი კვების პერიოდში ან სხვა მედიკამენტების გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

შეფუთვის ფორმა:

მეტიფოლი წარმოდგენილია 30 ტაბლეტიანი შეფუთვით, ორალური გამოყენებისთვის, გამჭვირვალე პოლივინილქლორიდის/ალუმინის შემცველ ბლისტერში.

საკვები დანამატის რეგისტრაციის ნომერი

016688-01.03.2023

მწარმოებელი კომპანიის რეგისტრაციის ნომერი

TR-37-K-005037

მწარმოებელი კომპანია: ნატუველი

NATUWELL Sağlık Ürünleri A.Ş.

Çamlık Mah. Pamuk Sok. A Blok Apt. No:12-16

Ümraniye/İstanbul/Türkiye

მწარმოებელი კომპანიის მისამართი:

HAMDARD İlaç San. ve Tic. Ltd. Şti.

Karasapaca Köyü 2.Cadde Hamdard Binası No: 17 Tosya 0.S.B

Tosya-KASTAMONU/Türkiye

მწარმოებელი ქვეყანა:

თურქეთი / Turkey