სეპტოლეტე ექს3მგ/1მგ#16ტ თაფ/ლიმ

სეპტოლეტე ექს3მგ/1მგ#16ტ თაფ/ლიმ

18.39 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბენზიდამინის ქლორიდი+ცეტილპირიდინის ქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 161719
გააზიარე:

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით 3 მგ/1 მგ საწუწნი ტაბლეტი

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი /ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი - ჩანართი , რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.

- ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ ნაწილი 4.

- მიმართეთ ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ თუ არ გრძნობთ გაუმჯობესებას ან თუ თავს უარესად გრძნობთ.

ეს ფურცელ - ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რას წარმოადგენს სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა ვიცოდეთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღებამდე

3. როგორ უნდა მივიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა იქნას შენახული სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით და რისთვის გამოიყენება

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის და ცეტილპირიდინიუმის ქლორიდის აქტიურ ნივთიერებას.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით ტაბლეტები წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტისეპტიურ საშუალებას ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის. სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით ახდენს პირის ღრუს და ყელის დეზინფექციას, ისეთი ანთების ნიშნების შემცირებას, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, წვა, აღადგენს ყელის დარღვეულ ფუნქციებს.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით გამოიყენება ყელის ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშიარებულია პირის ღრუსა და ყელში არსებულ მსუბუქ ინფექციებთან (მათ შორის გინგივიტი და ფარინგიტი).

მიღებიდან 3 დღის შემდეგ, თუ არ იგრძნობთ გაუმჯობესებას ან გრძნობთ გაუარესებას მიმართეთ ექიმს.

2. რა უნდა ვიცოდეთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღებამდე

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით არ გამოიყენოთ:

– თუ გაქვთ ალერგია ბენზიდამინის ჰიდროქლორიდზე, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდზე ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტებზე (ჩამოთვლილია მე–6 ნაწილში)

– ასევე 6 წლამდე ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით 7 დღეზე მეტ ხანს. მიღებიდან 3 დღის შემდეგ თუ სიმპტომები გაუარესებდება ან არ შემსუბუქდება, ან თუ თავს იჩენს სხვა სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად სიცხე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ადგილობრივი პრეპარატების მიღებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა გამოიწვიოს მგრძნობელობის მომატება, რა დროსაც უნდა შეწყდეს მკურნალობა და შესაფერისი თერაპიის შესარჩევად საჭიროა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღება არ შეიძლება ანიონურ ნაერთებთან კომბინაციაში. მაგალითად ისეთი, რომლებსაც შეიცავს კბილის პასტები, ამიტომ წამლის მიღების შემდეგ არ არის რეკომენდირებული მაშინვე კბილების გაწმენდა.

მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება:

– ამ პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ხართ ალერგიული სალიცილატების (მაგ. აცეტილსალიცილილი და სალიცილის მჟავა) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლების მიმართ, რომლებიც ცნობილია, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs).

– თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ბრონქული ასთმა. ამ შემთხვევაშიც საჭიროა სიფრთხლის ზომების დაცვა.

ბავშვები და მოზარდები
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით

თუ იღებთ, ან უკანასკნელ პერიოდში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა რომელიმე პრეპარატი აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღების დროს არ გამოიყენოთ სხვა ანტისეპტიური საშუალებები.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლითრძესთან ერთად, რადგან რძე ამცირებს მის ეფექტურობას.

არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლითსაკვების და სითხის მიღებამდე, ასევე საკვების და სითხის მიღების დროს. სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღების შემდეგ, სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში არ მიირთვათ საკვები და სითხე.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ ბავშვის ყოლას, წამლის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვების საკითხი განიხილეთ თქვენს ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეაჩეროთ მკურნალობა სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით შეივავს იზომალტს (E953) და ნატრიუმის ბენზოატს (E211)

თუ გაფრთხილებული ხართ თქვენი ექიმის მიერ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს 0,0009 მგ თითოეულ საწუწნ ტაბლეტში და მან შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება.

3. როგორ უნდა მივიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია წინამდებარე ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა არის 3–4 საწუწნი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღოთ ყოველ 3–6 საათში.

მოზარდები 12 წლის ზემოთ

რეკომენდებული დოზა არის 3–4 საწუწნი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღოთ ყოველ 3–6 საათში.

ბავშვები 6–დან 12 წლამდე

რეკომენდებული დოზა არის 3 საწუწნი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღოთ ყოველ 3–6 საათში.

6 წლამდე ასაკის ბავშვები

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით საკვების და სითხის მიღებამდე ან საკვების და სითხის მიღების დროს.

წამლის მიღების შემდეგ სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი.

არ არის რეკომენდებული წამლის მიღება კბილების გაწმენდამდე ან გაწმედნისთანავე.

მკურნალობის ხანგრძლივობა

არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს. მიღებიდან 3 დღის შემდეგ, თუ სიმპტომები გაუარესებდება ან არ შემსუბუქდება, ან თუ თავს იჩენს სხვა სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად სიცხე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სიმპტომები გაგიმეორდათ ან თუ შეამჩნევთ რაიმე სახის ცვლილებებს დაავადების მახასიათებლებში.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით

თუ შემთხვევით მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი ჭარბი დოზით, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ გექნებათ რაიმე დამატებითი კითხვები აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში):

- ჭინჭრის ციება (ურიკარია), კანისმიერი რეაქციის გაზრდა მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა),

- ფილტვებში სასუნთქი გზების უეცარი, უკონტროლო შევიწროება (ბრონქოსპაზმი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1 ადამიანში):

- ადგილობრივი გაღიზიანება პირის ღრუში, წვის შეგრძნება პირის ღრუში.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

- ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა): სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის ძლიერი ქავილი ან კანის შესიება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში,

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა, პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის დაკარგვა (ანესთეზია).

როგორც წესი, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია. თუმცა, როდესაც ისინი ჩნდებიან, რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან საუბარი.

პაციენტის საინფორმაციო ფურცელში მოცემული ინსტრუქციის დაცვით თქვენ შეამცირებთ გვერდითი ეფექტების რისკს.

მოხსენება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლებელია იყოს ისეთი მოვლენაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ჩანართში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ პირდაპირ:

ფარმაციის და კვების უსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუტი

ს/ყ 450, H-1372, ბუდაპეშტი

veb-gverdi: www.ogyei.gov.hu .

გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

5. როგორ უნდა იქნას შენახული სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით

შეინახეთ წინამდებარე პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.

აღნიშნულ სამედიცინო პროდუქტს არ ჭირდება რაიმე სპეციალური ტემპერატურული შენახვის პირობები. არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით

- აქტიური ნივთიერებებია: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 3 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 1 მგ ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს.

- სხვა ინგრედიენტები: პიტნის ზეთი, ლევომენთოლი, სუკრალოზა (E995), ლიმონმჟავა (E330), იზომალტი (E953), ლიმონის არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი, კურკუმინი (E100) (შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E211), იხილეთ მე-2 ნაწილი „სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით შეიცავს იზომალტს (E953) და ნატრიუმის ბენზოატს (E211))“.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი

მრგვალი საწუწნი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და უხეში ზედაპირით ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე. შესაძლებელია თეთრი ლაქები, არათანაბარი შეღებვა, ჰაერის ბუშტები "მყარ კანფეტის" მასაში და პატარა დაკბილული კიდეები. საწუწნი ტაბლეტის დიამეტრი: 18,0 მმ – 19,0 მმ.

სისქე: 7,0 მმ – 8,0 მმ. სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და თაფლით 8, 16, 24, 32 ან 40 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერებში.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს განთავსებული ბაზარზე.

საბაზრო ნებართვის მფლობელი

KRKA d.d., ნოვო მესტო, შმარიესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მწარმოებლები

KRKA d.d., ნოვო მესტო, შმარიესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

შპს TAD ფარმა, ჰეინც-ლოჰმან შტრაბე 5, 27472 კუქსჰაფენი, გერმანია

წინამდებარე სამედიცინო პროდუქტი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:

წევრი სახელმწიფო

პრეპარატის დასახელება

ჩეხეთი

Septabene citron a med

ბულგარეთი

Септолете тотал лимон и мед 3 mg/1 mg таблетки за смучене

ესტონეთი

Septolete omni lemon & honey

ფინეთი

Septabene sitruuna & hunaja 3 mg/1 mg imeskeltabletti

ხორვატია

Septolete duo limun i med 3 mg /1 mg pastile

ლატვია

Septabene ar citronu un medu 3 mg /1 mg sükajamäs tablets

პოლონეთი

Septolete ultra o smaku cytrony i miodu

ლიეტუვა

Septabene 3 mg/1 mg kietosios pastilés

უნგრეთი

Septolete extra citrom-mez 3 mg/ 1 mg szopogató tabletta

იტალია

Septolete

პორტუგალია

Septolete Duo limão e mel

რუმინეთი

Septolete omni lämâie si miere 3 mg/l mg pastile

სლოვაკეთი

Septolete extra s príchut'ou citrónu a medu 3 mg /1 mg tvrdé pastilky

სლოვენია

Septabene z okusom limone in medu 3 mg / 1 mg pastile

OGYI-T-22871/07 8 x

OGYI-T-22871/08 16 x

OGYI-T-22871/09 24 x

OGYI-T-22871/10 32 x

OGYI-T-22871/11 40 x

ბოლო გადახედვის თარიღი: 2018 წლის აპრილი