ბეპანთოლი თვალის 0,5მლ #20ფლ
გააზიარე:
Bepanthol®Eye
გამოყენების ინსტრუქცია
Bepanthol®Eye თვალის დამატენიანებელი წვეთები ერთჯერადი დოზა
შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს (0.15%) და დექსპანთენოლს (2%).
აღწერა
Bepanthol®Eye თვალის დამატენიანებელი წვეთები ერთჯერადი დოზა რქოვანას ზედაპირზე ქმნის სტერილურ, ვისკოელასტიურ და გამჭვირვალე დამცავ ფენას. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს.
Bepanthol®Eye თვალის დამატენიანებელი წვეთები ერთჯერადი დოზა ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე, შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს — ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილს, რაც თვალის ეპითელურ ბარიერზე ქმნის ერთგვაროვან, სტაბილურ და ხანგრძლივ დამცავ ფენას, რომლიც არ ბინდავს მხედველობას.
Bepanthol®Eye თვალის დამატენიანებელი წვეთები ერთჯერადი დოზა ნატრიუმის ჰიალურონატთან ერთად შეიცავს დექსპანთენოლს — პროვიტამინ B5-ს, რომელსაც მაღალი წყალშეკავების უნარი აქვს, ატენიანებს თვალს და უზრუნველყოფს მის მოვლას.
ნატრიუმის ჰიალურონატი (ასტაბილურებს ცრემლის აპკს) და დექსპანთენოლის (აძლიერებს და კვებავს თვალს) კომბინაცია იცავს, ატენიანებს და მოქნილს ხდის თვალის ზედაპირს.
Bepanthol®Eye თვალის დამატენიანებელი წვეთები ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს შემდგომ ჩამოთვლილი შემაწუხებელი მდგომარეობის გამოსწორებას :
· მყარი ან რბილი კონტაქტური ლინზების ტარებისას, ან თვალის დიაგნოსტიკური კვლევების დროს გამოწვეული მექანიკური გაღიზიანება;
· გარემო ფაქტორებით გამოწვეული გაღიზიანება, როგორიცაა: კონდიციონერი, ქარი, სიცივე, მშრალი ან დაბინძურებული ჰაერი (მაგ., სიგარეტის კვამლი);
· ხანგრძლივი ვიზუალური დატვირთვა კომპიუტერის, მიკროსკოპის ან ტრანსპორტის ხანგრძლივი მართვის გამო.
Bepanthol®Eye თვალის დამატენიანებელი წვეთები ერთჯერადი დოზა არ შეიცავს კონსერვანტებს და ორგანიზმი ტოლერანტულია მის ხანგრძლივ გამოყენებასთან.
Bepanthol®Eye თვალის დამატენიანებელი წვეთები ერთჯერადი დოზა კომფორტულია კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვისაც. პროდუქტის ჩაწვეთებამდე ლინზების მოხსნა აუცილებელი არ არის.
გამოყენების წესი
გახსენით ერთჯერადი ფლაკონი ზოლიდან. დარწმუნდით, რომ არ არის დაზიანებული. ფლაკონის გასახსნელად, თავსახური დაატრიალეთ (არ მოქაჩოთ). თავი უკან გადაწიეთ, აიხედეთ მაღლა და ქვედა ქუთუთო ნაზად ჩამოწიეთ. ჩააწვეთეთ ერთი წვეთი ქვედა ქუთუთოს შიგნით დღეში 3-5-ჯერ.თვალი დახუჭეთ ნელა. ეს უზრუნველყოფს წვეთის თანაბარ გადანაწილებას თვალის ზედაპირზე.
სიმპტომების გაგრძელების ან გაუარესების შემთხვევაში, მიმართეთ ოფთალმოლოგს.
შემადგენლობა
თითო 1 მლ შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატი - 0.15%, დექსპანთენოლი - 2%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, საინექციო წყალი.
შეფუთვის ზომა
საცალო შეფუთვა: 0.5 მლ-იანი 20 ც. ერთჯერადი დოზა.
გაფრთხილებები გამოყენებამდე და წინასწარი ღონისძიებები
· თუ ერთჯერადი ფლაკონი ან შეფუთვა დაზიანებულია, პროდუქტი არ გამოიყენოთ.
· არ დაუშვათ ერთჯერადი ფლაკონის თვალთან შეხება.
· თუ ალერგია გაქვთ პრეპარატის რომელიმე შემადგენელ ნივთიერებაზე არ გამოიყენოთ.
· ძალიან იშვიათ შემთხვევებში, წვეთების გამოყენებამ შესაძლებელია მგრძნობიარე თვალების გაღიზიანება გამოიწვიოს.
· პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთის.
· პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს. გამომდინარე აქედან ფლაკონის გახნსნის შემდეგ, ის აუცილებლად უნდა გადააგდოთ.
· თუ ამ პროდუქტთან ერთად სხვა თვალის წვეთებს/ზეთს იყენებთ, ორი პროდუქტის გამოყენებას შორის მინიმუმ 15 წუთი უნდა გავიდეს.
Bepanthol®Eye თვალის დამატენიანებელი წვეთები ერთჯერადი დოზა უნდა გამოიყენოთ ბოლოს.
· არ გამოიყენოთ, თუ თვალზე გაქვთ ინფექცია.
· გამოყენების შემდეგ შესაძლოა მოკლე დროით მხედველობის დაბინდვა. ამ პერიოდში მანქანის ან რაიმე მექანიზმის მართვა არ შეიძლება, დაელოდეთ მხედველობის აღდგენას.
· თუ ფლაკონზე ან ყუთზე მითითებული ვარგისიანობის ვადა გასულია, არ გამოიყენოთ.
პროდუქტის შენახვა
შეინახეთ 2°C–დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
პროდუქტი არ გაყინოთ.
ერთჯერადი ფლაკონები სინათლისგან დასაცავად შეინახეთ თავისივე ყუთში.










