ლ-კარნი ლაიფი 200მლ სიროფი

ლ-კარნი ლაიფი 200მლ სიროფი

70.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ლაიფ ონ ჰელსქეა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლ-კარნიტინი,კოენზიმი,ვიტ.ბ6
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 161432
გააზიარე:

ლ-კარნი ლაიფი სიროფი 200 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები :

L- კარნიტინი მიეკუთვნება ვიტამინისმაგვარ ნივთიერებებს (ვიტ. Вт – ,,ზრდის ვიტამინი”); მას აქვს ანაბოლური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, L- კარნიტინს გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიის მემბრანაზე, ხელს უწყობს CoA–ის შეღწევას უჯრედში. L- კარნიტინი ხელს უწყობს სხეულის ზედმეტი წონის შემცირებას და ამცირებს კუნთებში ცხიმის დაგროვებას, ის ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის წვენების სეკრეციას (კუჭისა და ნაწლავის) და აუმჯობესებს მათ ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს;

კოენზიმ Q-10 ( უბიქინონი ) – ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში, ის მონაწილეობს მიტოქონდრიებში ატფ-ის სინთეზში; კოენზიმ Q-10 -ს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში, ის აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას. კოენზიმ Q-10 ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში. კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში. კოენზიმ Q-10 ანორმალიზებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით – იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან. კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამცირებს სხეულის წონას. L- კარნიტინი და კოენზიმ Q10 კომბინაციაში აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

L- კარნი ლაიფი სიროფი აღმოფხვრის კარნიტინის დეფიციტს მისი დეფიციტის მქონე და დიალიზზე მყოფ პაციენტებში. L- კარნი ლაიფი სიროფი ზრდის მიოკარდიუმისა და განივზოლიანი კუნთების კუმშვით ფუნქციას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი, აუმჯობესებს გარეგან სუნთქვას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. L- კარნი ლაიფი სიროფი ცხიმოვან ქსოვილს ამდიდრებს ჟანგბადით, რაც იწვევს ცხიმების წვის სტიმულაციას, ამცირებს ცხიმების შემცველობას ქსოვილებში და გაცხიმოვნების მქონე პაციენტებში იწვევს წონის დაკლებას, ასტიმულირებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს, ზრდის ათვისების, დასწავლის უნარს, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. L- კარნი ლაიფი სიროფი აუმჯობესებს დღენაკლული და სუსტი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ვიტამინი B6 ხელს უშლის დიარეის და ანემიის რისკს ბავშვებში - მონაწილეობს ჰემისა და ნეირომედიატორების სინთეზში,

ჩვენებები :

- კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი;

- ახალშობილთა ასფიქსია, სამშობიარო ტრავმები;

- ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;

- პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ახალშობილები;

- ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები და მოზრდილები, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა ბავშვებში, წონის დეფიციტი, ანორექსია;

- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ტრავმული ენცეფალოპათია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონიზმი;

- ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის ციროზი და ცხიმოვანი დისტროფია;

- შაქრიანი დიაბეტი; თირეოტოქსიკოზი; სიმსუქნე - გლუკოკორტიკოიდებისა და სტატინების ხანგრძლივი გამოყენება;

- ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში;

- კუნთოვანი დისტროფიები;

- ანემიები;

- ქრონიკული დაღლილობის სინდრომi,

- სპორტულ მედიცინაში ინტენსიური ვარჯიშების დროს დატვირთვის ამტანობის გასაზრდელად;

შემადგენლობა :

ყოველი 5 მლ

(1 დოზირებული კოვზი):

ყოველი 10 მლ

(2 დოზირებული კოვზი):

L-კარნიტინი

250 მგ

500 მგ

კოენზიმ Q10

15 მგ

30 მგ

ვიტამინი B6

0.3 მგ

0.6 მგ

პროდუქტის ფორმა:

200 მლ სიროფი ფლაკონში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში საზომ კოვზთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება :

ბავშვები (6 თვე-4 წელი): 5 მლ დღეში, ან მკურნალი ექიმის დანიშნულებისამებრ;

ბავშვები (4-10 წელი): 10 მლ დღეში;

ბავშვები და მოზრდილები (10-18 წელი): 10 მლ 2-ჯერ დღეში;

ხასიათდება ლიმონის არომატით.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.

მწარმოებელი :

Life on Healthcare LTD (დიდი ბრიტანეთი).