იოდის სპირტხს.5%10მლ ფლ(იოსეპტ)

იოდის სპირტხს.5%10მლ ფლ(იოსეპტ)

1.65 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: დავათი ჰიგიენ პროდუქტი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: იოდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 161001
გააზიარე:

იოდოსეპტი

შემადგენლობა: იოდი – 0,5გ(5%); კალიუმის იოდიდი 0,2გ(2%), ეთილის სპირტი 95% 4,3გ(43%), გამოხდილი წყალი 5გ(50%).

აღწერა: გამჭვირვალე, მურა-წითელი ფერის სითხე, დამახასიათებელი სუნით.

მოხმარების წესი : ,,იოდოსეპტი’’ გამოიყენება განუზავებელი სახით და წარმოადგენს მზა ხსნარს.
Aარ გამოიყენება ხელის სადეზინფექციოდ.
საერთო მონაცემები : ,,იოდოსეპტს’ გააჩნია სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება.
ელემენტარული იოდი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, მათ შორის სტაფილოკოკებზე, სტრეპტოკოკებზე.
ეთანოლი არის ანტისეპტიკური , ანტიმიკრობული საშუალება.
გამოყენების წესი და პირობები: Gგამოიყენება ანტისეპტიკის მიზნით-პაციენტის/ავადმყოფის საინექციო და საოპერაციო არეების/კანის დამუშავებისთვის, ბაქტერიული ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად. სტერილური მარლის ტამპონითDდაიტანება განუზავებელი ხსნარი 3წთ-ის განმავლობაში. Eექსპოზიციის დრო 3წთ.
უსაფრთხოება: : ,,იოდო სეპტი’’ განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
არ წაისვათ ლორწოვან გარსებზე და ჭრილობებზე!

მოარიდეთ სიცხეს, მხურვალე ზედაპირებს, ღია ცეცხლს და სხვა აალებად წყაროებს.

შეფუთვა: 10მლ ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლი¬ეთილენის საცობით და თავსახურით.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°ც ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აკრძალულია ,,იოდოსეპტი’’-ის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.