სპაზმალგონი #20ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით, სპაზმოანალგეტიკები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
მეტამიზოლ ნატრიუმი+პიტოფენონი+ფენპივერინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1608
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სპაზმალგონი®
ტაბლეტები
ტაბლეტები
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის მეტამიზოლი 500 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 5 მგ და ფენპივერინის ბრომიდი 0,1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ჟელატინი, სალმანდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.
წამლის ფორმა:
ტაბლეტები
მოქმედება:
სპაზმალგონი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და გლუვი მუსკულატურის მომდუნებელ მოქმედებას.
ჩვენება:
სპაზმალგონი გამოიყენება შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის სპაზმით გამოწვეული სუსტი ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომის სიმპტომატური მურნალობისათვის:
-ტკივილითა და შარდის გამოყოფის პროცესის დარღვევით მიმდინარე თირკმელების კენჭოვანი დაავადება და შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებები;
-კუჭისა და ნაწლავების კოლიკები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, სანაღვლე გზების დისკინეზია;
-მტკივნეული მენსტრუაცია.
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ სპაზმალგონი:
-თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ;
-კუჭ-ნაწლავის გაუვალობისა და მეგაკოლონისას (მსხვილი ნაწლავის კედლის გაფართოება);
-ნაღვლისა და შარდის ბუშტის მუსკულატურის სისუსტის (ატონიის) შედეგად გართულებული დაცლისას;
-თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობისას;
-სისხლის ზოგიერთი დაავადებისას (სისხლის უჯრედოვანი შემადგენლობის ისეთი შეცვლა, როგორიც არის აგრანულოციტოზი და ლეიკოპენია);
-ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადებისას (როგორიც არის გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი და პორფირია);
-დახურულკუთხოვანი გლაუკომისას;
-ლაქტაციისა და ორსულობის დროს.
განსაკუთრებული სიფრთხილით:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, კუჭის ზოგიერთი დაავადების (აქალაზია - კუჭის შესასვლელთან არსებული სფინქტერის რეფლექტორული გახსნა ყლაპვის დროს, რასაც თან სდევს საყლაპავის პერისტალტიკის დაქვეითება, გასტროეზოფაგული რეფლუქსი; პილორუსის სტენოზი), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქციის (ჰიპერთირეოზი), არტერიული წნევის დაწევის მიდრეკილების, რიტმის მძიმე დარღვევის, გულის იშემიური დაავადების (განსაკუთრებით, უახლოეს წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ), გულის შეგუბებითი უკმარისობის, ქრონიკული ბრონქიტისა და ბრონქოსპაზმის (ბრონქული სეკრეტის სიმკვრივის გაზრდის გამო) მქონე პირებში, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებისა და არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისა და ალერგიის სხვა გამოვლენისას (ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა).
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას (კვირაზე მეტი) საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის სურათის კონტროლი.
მეტამიზოლის მეტაბოლიტებმა (დაშლის პროდუქტები) შესაძლებელია გამოიწვიონ შარდის წითლად შეღებვა, რასაც არ აქვს რაიმე კლინიკური მნიშვნელობა.
პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს პაციენტის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე ალკოჰოლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დამთრგუნველი საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.
ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა ფორმები
თუ თქვენ იყენებთ ან იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტამიზოლი ზრდის სისხლში ანტიპროტოზოული პრეპარატის ქლოროკინის შემცველობას, ამცირებს კუმარინული ანტიკოაგულანტების ეფექტს (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის შედედებას), ასევე ციკლოსპორინების მოქმედებას.
აძლიერებს ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციისათვის ტოქსიკური სამკურნალო საშუალებებისა და ქლორამფენიკოლის დამთრგუნველ მოქმედებას.
ტრიციკლიდური ანტიდეპრესანტები, შიგნით მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები და ალოპურინოლი არღვევენ მეტამიზოლის მეტაბოლიზმს და ზრდიან მის ტოქსიურობას.
ბარბიტურატებმა, ფენილბუტაზონმა (და სხვა პრეპარატებმა, რომლებიც აძლიერებენ ღვიძლის დამშლელ ფუნქციას) შეიძლება შეამცირონ მეტამიზოლის მოქმედება.
ნერვული სისტემის დამამშვიდებელი სამკურნალო პრეპარატები (სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები) აძლიერებენ სპაზმალგონის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
სპაზმალგონისა და სხვა ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეტიკები) და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპერმგრძნობელობისა და სხვა გვერდითი რეაქციების გამოვლენის საშიშროებას.
მეტამიზოლი ამცირებს ციკლოსპორინ A შრატისმიერ კონცენტრაციას და შეიძლება მავნედ იმოქმედოს ქსოვილებისა და ორგანოების გადანერგვისას.
ჩამოთვლილი და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების საჭიროებისას, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
გაფრთხილება პაციენტთა ზოგიერთი ჯგუფისათვის
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
სპაზმალგონი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
სპაზმალგონის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს თავბრუსხევა და აკომოდაციის დარღვევა (თვალის უნარი მკვეთრად დაინახოს სხვადასხვა მანძილზე), შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღებით გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ და ტექნიკასთან მუშაობისას.
სპაზმალგონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან:
ალკოჰოლის მიმართ ტოლერანტობის შემცირების გათვალისწინებით, მისი გამოყენება არ შეიძლება პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
დამხმარე ნივთიერებების შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი, რაც საფრთხეს უქმნის გლუტოგენური ენტეროპათიის მქონე პირებს (წვრილი ნაწლავის თანდაყოლილი დაავადება, რაც ვლინდება ფაღარათით ხორბლის პროდუქტების გამოყენებისას).
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძემჟავა), რაც შეუთავსებელია ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებისათვის.
გამოყენების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ სპაზმალგონი მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს!
პრეპარატს იღებენ შიგნით, კვების შემდეგ, წყლის დაყოლებით.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზები -
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
- 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 6 ტაბლეტი.
ბავშვები
- 12-დან 15 წლამდე - 1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 3 ტაბლეტი.
- 9-დან 12 წლამდე - 1/2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 2 ტაბლეტი.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს.
თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ სპაზმალგონის ეფექტი არის მოსალოდნელზე უფრო ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის!
ჭარბი დოზის შემთხვევაში ყველაზე ხშირად ვლინდება ალერგიული რეაქციები, სისხლმბადი ფუნქციის დარღვევის სიმპტომები, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მძიმე შემთხვევაში ტვინის დაზიანების სიმპტომებიც.
ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ წყდება; საჭიროა ორგანიზმიდან მისი სწრაფი გამოყოფის ზომებს მიღება (ღებინება, კუჭის ამორეცხვა, შარდის იძულებითი გაძლიერებული გამოყოფა). იყენებენ სიმპტომატურ საშუალებებს.
თუ თქვენ გამოტოვეთ სპაზმალგონის დოზა:
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიიღეთ პრეპარატი შემდეგი რეგულარული გამოყენებისას.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციები
სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, სპაზმალგონმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პირში.
ყველაზე ხშირად გვერდითი რეაქციები ატარებენ დროებით ხასიათს და გაივლიან მკურნალობის შეწყვეტისას. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციები.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან: გამონაყარი, ქავილი, იშვიათად უფრო მძიმე ალერგიული რეაქციები - ბრონქოსპაზმი (ბრონქების კედლების გლუვი მუსკულატურის შევიწროება), ანაფილაქსიური შოკი (ალერგიული რეაქციის ყველაზე მძიმე ფორმა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს შემდეგი ნიშნების მკვეთრი გამოვლენით - ქავილი, სახის შეშუპება, მოგუდვა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები) და ძალიან იშვიათად, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მსხვილი ბუშტები კანზე, რომლებმაც შესაძლებელია განიცადონ პროგრესული განვითარება; კანის ზედა შრე იწყებს აქერცვლას).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: არამიდრეკილება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების გამწვავება.
დარღვევები გულის მხრიდან: გულისძგერა, სისხლის წნევის დაწევა, აჩქარებული პულსი, გულის რიტმის დარღვევა.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: სისხლის უჯრედების რაოდენობის შეცვლა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია - თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა.
დარღევევები შარდგამომყოფი გზებისა და თირკმელების ფუნქციის მხრიდან: შარდის შეკავება, მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გაუარესდეს თირკმელების ფუნქცია (განსაკუთრებით კი იმ პირებში, ვისაც წასულში აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები), და ერთეულ შემთხვევებში, განვითარდეს თირკმელების მწვავე უკმარისობა.
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, ან, თუ გამოვლენილი გვერდითი რეაქცია მძიმდება, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეფუთვა:
10 ან 20 ტაბლეტი შეფუთვაში.
შენახვის პირობები:
შენახვის ტემპერატურა არა უნდა აღემატებოდეს 25ºC. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა 2 (ორი) წელი.
სპაზმალგონი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
აფთიაქიდან გაცემის წესი.
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ბალკანფარმა-დუპნიცა ად,
,,სამოკოვსკოე შოსე’’ ქ. # 3, 2600 დუპნიცა, ბულგარეთი
ტელ.: +359/701 58 196; ფაქსი: +359/701 58 555
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით