დიეტფარმი კალცი ციტრატ+D#30ტ.შუშხ
გააზიარე:
დიეტფარმი კალცი ციტრატი + D შუშხუნა ტბ. #30
გამოყენების ინსტრუქცია
დიეტფარმი კალცი ციტრატი + D შუშხუნა ტბ. #30
1 (ერთი) შუშხუნა ტაბლეტი: კალციუმის ციტრატი (600 მგ) + ვიტამინი D3 (200 ს/ე);
2 (ორი) შუშხუნა ტაბლეტი: კალციუმის ციტრატი (1200 მგ) + ვიტამინი D3 (400 ს/ე).
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
- კალციუმის ციტრატი - კალციუმის მაღალბიოშეღწევადი ფორმა,
რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის და
კალციუმის ეფექტური შეწოვისთვის!
კალციუმი აუცილებელია:
- · ძვლებისა და კბილების სტრუქტურის შესანარჩუნებლად;
- · მოტეხილობის რისკის შემცირებისთვის;
- · გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლი) ნატურალური და სასურველი ფორმა, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის მზის სხივების ზემოქმედებით.უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის ეფექტურ შეწოვას და სისხლში მათი ნორმალური დონის შენარჩუნებას
აღწერილობა & თვისებები :
კალციუმი წარმოადგენს უჯრედის მრავალი პროცესისათვის საჭირო ძირითად ელემენტს. იგი ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ მინერალიზაციას და მათ ოპტიმალურ ჯანმრთელობას.
ორგანიზმში კალციუმის 99% ინახება ძვლებსა და კბილებში, რაც უზრუნველყოფს ჩონჩხის სიმტკიცეს. დანარჩენი მცირე რაოდენობა სისხლშია, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის ბალანსის რეგულაციაზე. კალციუმი ხელს უშლის ოსტეოპორიზისა და ოსტეოპენიის განვითარებას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს და მინერალიზაციას, წარმოადგენს ენერგიის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან კოფაქტორს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვა - მოდუნებაში, გულის კუნთის მუშაობაში.
ძვლების სიმტკიცე გამოწვეულია ძვლის მატრიქსში მინერალური მარილის არსებობით, რომელიც წარმოადგენს კალციუმის და ფოსფატის კრისტალურ კომპლექსს (ჰიდროქსიაპატიტი). კალციფიცირებული ძვალი შეიცავს დაახლოებით 70% ჰიდროქსიაპატიტს, 25% ორგანულ მატრიქსს (რომლის 2-5% უჯრედებია) და 5% წყალს.
კალციუმი წარმოადგენს ძვლის მასის დაახლოებით 40%-ს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალურ ფორმაში, რომელიც ასევე გვხვდება კბილებში.
კალციუმის დეფიციტი წარმოიქმნება კალციუმით მდიდარი საკვების არასაკმარისი მიღების, ცუდი აბსორბციის, დიეტური აუტანლობის, ჰორმონალური ცვლილებების და ზოგიერთი მედიკამენტის გავლენის შედეგად. დეფიციტი ხელს უშლის ძვლის მინერალიზაციას და იწვევს კვების რაქიტის კლინიკურ მახასიათებლებს. ორგანიზმში კალციუმის ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი საკმარისი მიღება, რათა დაიფაროს სხეულის სითხეების დანაკარგი.
EFSA-ს ჯანმრთელობის შესახებ განცხადებები:
- კალციუმის ციტრატი ხელს უწყობს:
- · სისხლში კალციუმის ნორმალურ დონეს;
- ძვლების და კბილების ჯანსაღ მდგომარეობას;
- კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას;
- კალციუმის ნორმალურ შეწოვასა და გამოყენებას ორგანიზმში;
- ამცირებს ძვლის მინერალების დაკარგვას, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ ქალებში;
- დაცემის რისკის შემცირებას, რომელიც დაკავშირებულია პოსტურალურ არასტაბილურობასა და კუნთების სისუსტესთან.
ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი):
- · ვიტამინ D3-ის ნატურალური ფორმა, ქოლეკალციფეროლი, მარტივად იწოვება ორგანიზმში;
- · იგი აუმჯობესებს კალციუმის ეფექტურ შეწოვას და ქსოვილების გაძლიერებას, ასევე ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
- · რეკომენდებულია ზურგის ტკივილისა და მოტეხილობების შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესში;
- · ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
- · ხელს უწყობს ძვლების, კბილების და კუნთების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას;
- · აქტიურად მონაწილეობს კალციუმის გამოყენებაში მყარი ძვლების შექმნისა და შენარჩუნებისთვის;
- · ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.
გამოყენების შედეგები (კომპლექსურ თერაპიაში):
- · კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის აღმოფხვრა და ნორმალური დონეების აღდგენა ორგანიზმში;
- · ძვლების სიმტკიცის შენარჩუნება და ოსტეოპოროზის განვითარების შემცირება;
- · ინტენსიური ზრდის პერიოდში ბავშვებისა და მოზარდების ძვლების და კუნთების ჯანმრთელობის მხარდაჭერა;
- · მოტეხილობების სწრაფი და ეფექტური აღდგენა;
- · ორსულობისა და ლაქტაციის დროს დედისა და ნაყოფის/შვილის ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა;
- · მენოპაუზისა და შემდგომი პერიოდის ძვლების და კუნთების მხარდაჭერა;
- · კარიესის პროფილაქტიკა და კბილების გამაგრება;
- · ხანდაზმული ასაკში ძვლებისა და კუნთების ფუნქციონალური მდგომარეობის შენარჩუნება;
- · კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემცირება.
შემადგენლობა:
კალციუმის ციტრატი, მჟავა: ლიმონმჟავა, მჟავიანობის რეგულატორი: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, დამატენიანებელი: სორბიტოლი, ინულინი, დამატკბობელი: ნატრიუმის ციკლამატი, კარტოფილის სახამებელი, ანანასის არომატიზატორი, დამატკბობელი: ნატრიუმის საქარინი, ქოლეკალციფეროლი.
აქტიური ინგრედიენტი (ები) (საერთაშორისო ჯენერიკული დასახელება) / რაოდენობა:
|
შემადგენლობა: |
რეკომენდირებული დღიური დოზა: |
|||
|
1 ტაბლეტი |
% NRV** |
2 ტაბლეტი: |
% NRV** |
|
|
კალციუმი (კალციუმის ციტრატი) |
600 მგ |
75 % |
1200 მგ |
150 % |
|
ვიტ. D3 (ქოლეკალციფეროლი) |
200 ს/ე |
100 % |
400 ს/ე |
200 % |
NRV** = საკვები ნივთიერებების ეტალონური ღირებულება
გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები 10 ცალი PET ბოთლში, 3 PET ბოთლი (30 შუშხუნა ტაბლეტი) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა :
მიიღეთ ერთი (1) ან ორი (2) შუშხუნა ტაბლეტი, გახსნილი ერთ ჭიქა წყალში (200 მლ).
თუ ნალექი წარმოიქმნება, შიგთავსი უნდა მოურიოთ და დალიოთ.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
პროდუქტის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ადამიანები, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტს, პროდუქტის გამოყენებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პროდუქტის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
არ მიიღოთ ერთდროულად რკინის საკვებ დანამატებთან ერთად, ამ შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 3-4 საათი.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა. შესაფერისია ვეგეტარიანელებისათვის.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი : Fidifarm d.o.o. (ხორვატია).
DIETPHARM-ის ყველა პროდუქტი შეესაბამება EU GMP, HACCP და CFR21სერტიფიკაციას,
შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატებზე, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.









