ნიუ ნორდიკი ზუკარინი #60ტ

ნიუ ნორდიკი ზუკარინი #60ტ

97.89 ლარი
ქვეყანა: შვედეთი
მწარმოებელი: ნიუ ნორდიკი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თეთრი თუთის ფოთლის ექსტრაქტი,ქრომი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 160212
გააზიარე:

New Nordic/Zuccarin ™  

ნიუ ნორდიკი/ზუკარინი

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება, სხეულის წონის კონტროლი.

მწარმოებელი კომპანია: New Nordic

მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი

გამოშვების ფორმა: აბი N60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

აქტიური ნივთიერებები:

1 აბი

თეთრი თუთის ფოთლის ექსტრაქტი 

1200 მგ

2% DNJ (Morus alba L.)

24 მგ

ქრომი

20,1 მკგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბლოკავს და 50%-მდე ამცირებს ნახშირწყლების  შეწოვას საკვებიდან,  არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას, მადას და ხელს უწყობს წონის შენარჩუნება/კლების პროცესს. 

ფარმაკოლოგიური თვისებები: თუთის ფოთლის ექსტრაქტი ნაწლავებში ბლოკავს ნახშირწყლების შეწოვას საკვებიდან, თეთრი თუთის მთავარი აქტიური ნივთიერება DNJ 1-დეოქსინოჯირიმიცინიახდენს ალფა-გლიკოზიდაზას ინჰიბირებას, რომლის შემდეგაც აღარ ხდება რთული ნახშირწყლების დაშლა გლუკოზამდე და შესაბამისად, რეგულირდება შაქრის ბალანსი სისხლში. ქრომი აუმჯობესებს ინსულინის ფუქნციას და ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებას.  

ჩვენებები: ზუკარინი გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლისა და დიეტოთერაპიის დროს. 

მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია 14 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში, 1 აბი       

3 - ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე, წყლის მიყოლებით. 

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 14 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს. 

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N60 აბი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. 

ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 36 თვის მანძილზე, იხ.შეფუთვაზე. 

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: New Nordic Healthbrands AB, Södra Förstadsgatan 3, SE – 211 43, Malmö, შვედეთი. 

წარმოების მისამართი: Viagatan 16 692 21, Kumla, შვედეთი 

წარმოებულია GMP სტანდარტების სრული დაცვით. 

არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს, არის ვეგანური.

 

შეფუთვაზე ვერცხლის ხის ლოგო  სკანდინავიური მაღალი ხარისხის, ეფექტიანობისა  და უსაფრთხოების გარანტი.