დორადო #30კაფს

დორადო #30კაფს

39.48 ლარი 33.56 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ჰონორ ილაჩ სანაი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ომეგა-3+ლ-არგინინი+ლ-კარნიტინი+ვიტამინები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 159495
გააზიარე:

დორადო ® - Dorado®

რბილი ჟელატინის კაფსულა # 30

საკვები დანამატი.

შემადგენლობა :

1 ცალი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: საერთო ომეგა-3 – 850 მგ., EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 180 მგ., DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა)- 120 მგ., L-არგინინი- 100მგ., L კარნიტინი- 50მგ., თუთიის ოქსიდი- 5მგ., ტოკოფეროლი (ვიტამინი E) –5მგ., ვიტამინი A- 150მკგ., ვიტამინი D- 1.5 მკგ., ვიტამინი C- 20მგ.

დამხმარე ნივთიერებები : ჟელატინი , გლიცერინი , დეიონიზირებული წყალი .

ფარმაკოლოგიური მოქმედება : დორადო ® მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. დორადოში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.

დორადო® ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს.

დორადო® ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. დორადო® აუმჯობესებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.

ჩვენებები :

ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება

მხედველობის , მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება

ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით

რაქიტი

იმუნური სისტემის გაძლიერება

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკა

ორგანიზმის ლიპიდური ცვლის დარღვევა

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

სახსრების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა

ქრონიკული დაღლილობა

დოზირება და მიღების წესი :

3 წლიდან ბავშვებში რბილი კაფსულები მიიღება დღეში 1 ჯერ.

მოზრდილებში _ 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში .

მიღების ხანგრძლივობა 20-30 დღე

უკუჩვენება : ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი : პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა : ქილაში რბილი ჟელატინის კაფსულები .

მწარმოებელი : Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Şti. Ankara/Turkiye

საკვები დანამატი.