ნეორუბინი #20კაფს (ნეოფ)*

ნეორუბინი #20კაფს (ნეოფ)*

35.00 ლარი 29.75 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 159034
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ნეორუბინი
NEORUBINI

პარასამკურნალო საშუალება

წამლის ფორმა: კაფსულები.

შემადგენლობა:
ენდროს ძირები _ 347,5 მგ;
Rhizomata at radices Rubiae
გვირილას ზეთი _ 3,475 მგ;
Oleum Matricariae
ასკილის მშრალი ექსტრაქტი _ 69 მგ
Extractum Rosae siccum

პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ოქსი- და ოქსიმეთილანტრა¬ქი¬ნონებს და მათ გლიკოზიდებს (რუბერითრინის მჟავა, ალიზარინი), ფლავონოიდებს, პოლისაქა¬რი-დებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ხამაზულენს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს აქვს დიურეზული, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმ¬დეგო, სედაციური, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და თირკმლის კენჭების (კალციუმისა და მაგნიუმის ოქსალატები და ფოსფატები) გაფხვიერება-დაშლას, აძლიერებს თირკმლის მენჯის და შარდსაწვეთების შეკუმშვას, კენჭის მოძრაობას საშარდე გზებში და მათ გარეთ გამოყოფას, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას. პრეპარატში შემავალი ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს.

ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
• თირკმელ-კენჭოვანი დაავადება;
• ნაღველ-კენჭოვანი დაავადება;
• პოდაგრა.

უკუჩვენება:
• მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი;
• თირკმლების უკმარისობა;
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში: 2-3 კაფსულა 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ. მკურნალობის კურსი 20-30 დღე. განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს 4-6 კვირის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.

შენიშვნა: ნეორუბინის კაფსულების ხმარებისას შარდი იღებს წითელ ფერს (ალიზარინისა და რუბერეთრინის მჟავის შემცველობის გამო).

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: არ არის შესწავლილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი.

ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს ზემოქმედებას ყურადღების კონცენტრირებასა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება: არ არის შესწავლილი.

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა პვქ/ალუ ბლისტერზე. 2 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება 18_250ჩ ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ მშრალ ადგილზე.

მწარმოებელი: შპს ~ნეოფარმი~,
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.