ვიტ B კომპლექსი #20ტ

ვიტ B კომპლექსი #20ტ

6.23 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1590
გააზიარე:

 

ვიტამინ B კომპლექსი #20

ვიტამინ B კომპლექსი და მისი გამოყენება

ვიტამინ B კომპლექსი - კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს. ისენი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში. გამოიყენება დაავადებების და მდგომარეობების მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების და ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.

ვიტამინ B კომპლექსისმიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ მიიღოთ ვიტამინ B კომპლექსი შემდეგ შემთხვევებში:

- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე კომპონენტის მიმართ;

- თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა (არტერიული ჰიპერტენზია) II-III სტადია;

- ბავშვებში 6 წლამდე.

დაიცავითგანსაკუთრებულისიფრთხილევიტამინ B კომპლექსისმიღებისას

- თუ გაქვთ ავთვისებიანი, ან ღვიძლის დაავადება, წყლული, გასტრიტი, პოდაგრა;

- ვიტამინ B2, რომელიც შედის ვიტამინ B კომპლექსის შემადგენლობაში, შესაძლოა გახდეს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობის მიზეზი.

 

სხვასამკურნალოსაშუალებებისმიღება

გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს. 

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ მომატებული წნევისათვის სამკურნალო საშუალებებს, დამამშვიდებელ, საძილე, დეპრესიის საწინააღმდეგო ან პარკინსონის დაავადების სამკურნლო პრეპარატებს, ეპილეფსიის საწინააღმდეგი მედიკამენტებს და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს. 

აუცილებელია შეატყობინოთ მკურნალ ექიმს ნებისმიერი თანმხლები მკურნალობის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომ თავიდან აიცილოთ მათ შორის რაიმე შესაძლო ურთიერთქმედება. 

 

ორსულობადაძუძუთიკვება

მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.

პრეპარატის მიღება შეიძლება რეკომენდებული დოზებით ორსულობის დროს. არ არის რეკომენდებული ვიტამინ B კომპლექსის მიღება ძუძუთი კვებისას. მისი მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. 

 

სატრანსპორტოსაშუალებებისმართვადამუშაობამექანიზმებთან

რეკომენდებული დოზებით მიღებისას ვიტამინ B კომპლექსი არ ახდენს გავლენას ტრასპორტის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე. 

 

მნიშვნელოვანიინფორმაციაპრეპარატისშემადგენელდადამხმარენივთიერებებზე

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი, რომელიც არ წარმოადგენს რისკს ცელიაკიის მქონე პირებისათვის. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ალერგია ხორბალზე (ცელიაკიისაგან განსვავებით) არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. 

გარსის საფარველი შეიცავს საღებავს E110, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. 

 

ვიტამინ B კომპლექსის მიღების წესი

მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსი, როგორც აღწერილია წინამდებარე ინსტრუქციაში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 2-3ჯერ დღეში. 

ბავშვები 6 წელს ზემოთ: 1-2 ტაბლეტი დღეში. 

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირეოდენ წყალთან ერთად. 

 

თუმიიღეთრეკომენდირებულზემეტიდოზა

ძალიან მაღალი დოზებით პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს აგზნებადობა, შიში, ტრემორი (კანკალი), უძილობა, თავის ტკივილი, სპაზმი. თუ მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსის მეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

 

თუდაგავიწყდათპრეპარატისმიღება

თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის მოახლოვდა მეორე დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივად, დავიწყებული დოზის მიღების გარეშე. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ. 

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

 

შესაძლოგვერდითიმოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვიტამინ B კომპლექსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს არ შეინიშნება ყველა პაციენტში. 

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვიტამინ B კომლექსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყველას არ გამოუვლინდეს. 

ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, სახის კანის გაწითლება, წამოხურება, განსაკუთრებით მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში. 

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება უფრო სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინოთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

 

ვიტამინ B კომპლექსისშენახვა

შეინახეთ ორიგინალ შიფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 

სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო საშუალება. 

ეს ზომები ხელს შეუწყობს ბუნების დაცვას. 

 

დამატებითიინფორმაცია

პრეპარატივიტამინ B კომპლექსის შემცველობა

- მოქმედი ნივთიერება: თიამინის ნიტრატი 5მგ, რიბოფლავინი 1მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 4მგ, ნიკოტინამიდი 50მგ.

- დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101); ჰიდროქსიპროპილცელულოზა; სტეარინის მჟავა, ტალკი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო; ოპადრი АМВ 80W (პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული, ტალკი, E171, E120, E322, E110, E415, E132). 

 

ვიტამინ B კომპლექსისფორმადაშეფუთვისშემადგენლობა 

მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები, დიამეტრი 6მმ, ჟოლოსფერ-მოწითალო ფერის; სუნი-სპეციფიკური, თიამინის. 

გარსით დაფარული 20 ტაბლეტი მოთავსებულია მყარ, უფერო, გამჭირვალე პვქ/ალუმინის ფოლგით დაფარულ ბლისტერში, 1 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

 

გაცემისწესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).