ეზეტიმიბ დენკი 10მგ#30ტ

ეზეტიმიბ დენკი 10მგ#30ტ

35.10 ლარი 29.83 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: არტეზან ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ეზეტიმიბი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 158955
გააზიარე:

ეზეტიმიბ დენკ 10 მგ / Ezetimib Denk 10 mg /

ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: ეზეტიმიბი

პრეპარატის გამოყენებამდე , გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წამლის მთლიანი ანოტაცია , რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას .

- შეინახეთ გამოყენების ეს ინსტრუქვია, შეიძლება მოგვიანებით მოგინდეთ მისი ხელახლა გადაკითხვა.

- მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა.

- აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია პირადად პაციენტისათვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, თუ კი მათ იგივე სიმპტომები აქვთ, რაც თქვენ.

- თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.

რა ინფორმაციას მივიღებთ ამ ანოტაციიდან

1. რა არის ეზეტიმიბ დენკი და რისთვის გამოიყენება იგი?

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ეზეტიმიბ დენკის მიღებამდე?

3. როგორ მივიღოთ ეზეტიმიბ დენკი?

4. რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ეზეტიმიბ დენკს?

5. როგორ შევინახოთ ეზეტიმიბ დენკი?

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ეზეტიმიბ დენკ და რისთვის გამოიყენება იგი ?

ეზეტიმიბ დენკი არის ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებელი პრეპარატი. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა ქოლესტერინის დონის დაწევა შეუძლებელია მხოლოდ ქოლესტერინის დამწევი დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

ეზეტიმიბ დენკი ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეზეტიმიბ დენკი არ არის გამიზნული წონის დასაკლებად ან დაკლებული წონის შესანარჩუნებლად.

ეზეტიმიბ დენკი ავსებს სტატინების ქოლესტერინის შემამცირებელ ეფექტს- წამლების ჯგუფი, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

ქოლესტერინი არის სისხლში არსებული რამდენიმე ცხიმიდან ერთ-ერთი. საერთო ქოლესტერინი ძირითადად შედგება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისგან (დსლპ) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისგან (მსლპ).

დსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ " ცუდ " ქოლესტერინს, რადგან ის შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების (არტერიების) კედლებზე და წარმოქმნას ნადები (ე.წ. ფოლაქი). საბოლოოდ, ამ ფოლაქებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიების შევიწროება. რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას ან სისხლძარღვების დახშობაც კი ისეთ სასიცოცხლო ორგანოებში, როგორიცაა გული ან ტვინი. სისხლძარღვების ასეთი თრომბოზი შეიძლება გახდეს ინფარქტიან ინსულტის მიზეზი.

მსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ" კარგ "ქოლესტერინს, რადგან ის ხელს უშლის არტერიებში "ცუდი" ქოლესტერინის დაგროვებას და იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.

ტრიგლიცერიდები არის სისხლის სხვა ლიპიდები, რომლებმაც ასევე შეიძლება გაზარდონ გულის დაავადების განვითარების რისკი.

ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება ქოლესტერინის დამწევ დიეტასთან ერთად:

- როცა სისხლში მომატებულია ქოლესტერინის დონე (პირველადი [ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი] ჰიპერქოლესტერინემია);

  • · სტატინებთან ერთად, თუ მხოლოდ სტატინებით მკურნალობა არ არის საკმარისი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;
  • · როგორც ერთადერთი მკურნალობა, თუ სტატინებით მკურნალობა არ არის თქვენთვის შესაფერისი ან რამე მიზეზით მიუღებელია;

- თუ გაწუხებთ გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს (ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია). ამ შემთხვევაში, თქვენ დამატებით დაგინიშნავენ სტატინს და ჩვეულებისამებრ შემდგომ მკურნალობას.

თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეზეტიმიბ დენკი სტატინების ჯგუფის ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან ერთად შეგიმცირებთ გულის შეტევისა და ინსულტის რისკს, ასევე ქირურგიული ჩარევის რისკს გულის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გულმკერდის ტკივილის გამო.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ეზეტიმიბ დენკ ის მიღებამდე ?

თუ თქვენ იღებთ ეზეტიმიბ დენკს სტატინთან ერთად, ასევე მიჰყევით ამ პრეპარატის ინსტრუქციას.

არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი ,

- თუ ალერგიული ხართ ეზეტიმიბის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე.

არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად ,

- თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება;

- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

გაფრთხილებები და პრევენციის ზომები

ეზეტიმიბ დენკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

- უთხარით ექიმს თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემის შესახებ, მათ შორის ალერგიის შესახებ.

- ეზეტიმიბ დენკისა და სტატინებით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი უნდა გაეცნოს სისხლის ანალიზს ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.

- თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე გადაამოწმოს თქვენი სისხლის ანალიზი ეზეტიმიბ დენკით და სტატინებით მკურნალობის დროს, რათა გააგრძელოს თქვენი ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის საშუალო ან მძიმე დაავადება, ეზეტიმიბ დენკის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ეზეტიმიბ დენკისა და ფიბრატების (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები) ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ბავშვები და მოზ რდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს, თუ არ არის დანიშნული ექიმ-სპეციალისტის მიერ, რადგან შეზღუდულია მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

არ მისცეთ ეს წამალი 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ეზეტიმიბ დენკ ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახანს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.

ასევე აცნობეთ ექიმს, აქ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან თუ იღებთ/იყენებთ ერთ ან მეტ მედიკამენტს:

- ციკლოსპორინი (წამალი, რომელიც ხშირად გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ),

- მედიკამენტები სისხლის შედედების ინჰიბირებისთვის, როგორიცაა ვარფარინი, ფენპროკუმონი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (ანტიკოაგულანტები),

- კოლესტირამინი (წამალი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), რადგან ის ხელს უშლის ეზეტიმიბის მოქმედებას,

- ფიბრატები (ქოლესტერინის დონის შემამცირებელი წამლები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ უნდა მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.

თუ დაორსულდებით ეზეტიმიბ დენკისა და სტატინებით მკურნალობისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ორივე პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს.

ორსულობის დროს სტატინის გარეშე მხოლოდ ეზეტიმიბ დენკის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. თუ ორსულად ხართ, ეზეტიმიბ დენკის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, თუ გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, რადგან უცნობია გადადის თუ არა ამ მედიკამენტების აქტიური ნივთიერებები დედის რძეში. ასევე ამ პერიოდში არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინის გარეშე, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მოსალოდნელია, რომ ეზეტიმიბ დენკი არ იმოქმედებს თქვენს უნარზე მართოთ მანქანა და მექანიზმები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეზეტიმიბ დენკის მიღების შემდეგ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა.

ეზეტიმიბ დენკი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

გთხოვთ, მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის მიმართ აუტანლობა.

ეზეტიმიბ დენკის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ის თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.

3. როგორ მივიღოთ ეზეტიმიბ დენკ ?

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გააგრძელეთ ქოლესტერინის დამწევი სხვა მედიკამენტების მიღება და შეწყვიტეთ მათი მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

- ეზეტიმიბ დენკით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დაიწყოთ შესაბამისი ქოლესტერინის დონის შესამცირებელიდიეტა.

- მკურნალობის პერიოდშიც უნდა გააგრძელოთ ქოლესტერინის დონის შესამცირებელიდიეტა.

ეზეტიმიბ დენკის რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 10 მგ-იანი ტაბლეტი.

თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ როდის მიიღებთ მას. ტაბლეტების მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებასთან.

თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, შეგიძლიათ ორივე წამლის ერთდროულად მიღება. გთხოვთ, მიჰყვეთ დოზირების ინსტრუქციას, რომელიც აღწერილია შესაბამისი მედიკამენტის გამოყენების ანოტაციაში.

თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეზეტიმიბ დენკი ქოლესტირამინთან ან სხვა ანიონგამცვლელთან ერთად (მედიკამენტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მიიღეთ ეზეტიმიბ დენკი ანიონგადამცვლელამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან სულ მცირე 4 საათის შემდეგ.

თუ მი იღეთ ეზეტიმიბ დენკი გადაჭარბებული დოზა , ვიდრე საჭირო იყო

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ეზეტიმიბ დენკის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება. მკურნალობა განაგრძეთ მეორე დღეს ჩვეულ დროს დადგენილი დოზის მიღებით.

თუ შეწყვეტთ ეზეტიმიბე დენკის მიღებას

განიხილეთ მედიკამენტის შეწყვეტის საკითხი, თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგან თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ეზეტიმიბე დენკს ?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შესაძლოა ამ პრეპარატმაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ კუნთების აუხსნელ ტკივილს, მგრძნობელობის მომატებას ან სისუსტეს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს აუცილებელია, რადგან კუნთოვანი სისტემის დარღვევები, მათ შორის ჩონჩხის კუნთების უჯრედების დაშლა, რასაც მოჰყვება თირკმლის უკმარისობა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში.

პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ დაფიქსირდა მონაცემები ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის როგორიცაა სახის, ტუჩის, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას).

ეზეტიმიბ დენკის ცალკე გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები :

ხშირი (შეიძლებაგამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):

მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, დაღლილობა.

არახშირი (შეიძლებაგამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიან):

ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში გაზრდილი მაჩვენებლები, (ღვიძლის ფუნქციური სინჯები [ტრანსამინაზები] და კუნთების ფუნქცია [კრეატინფოსფოკინაზა]), ხველა, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა, სახსრების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, კისრის ტკივილი, მადის დაქვეითება, ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, ალები, მაღალი წნევა.

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ეზეტიმიბ დენკის სტატინებთან ერთად გამოყენებისას :

ხშირი (შეიძლებაგამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):

ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტში - ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებლებში - (ტრანსამინაზები), თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კუნთების მგრძნობელობის მატება ან სისუსტე.

არახშირი (შეიძლებაგამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიან):

ანომალური შეგრძნებები, როგორიცაა კიდურებში დაბუჟება, ჩხვლეტა (პარესთეზია), პირის სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი, გამონაყარი ჭინჭრის ციებით, ზურგის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ტკივილი ხელებსა და ფეხებში, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, შეშუპება, განსაკუთრებით ხელებში და ფეხებში.

შემდეგი გვერდითი ეფექტები ხშირად აღინიშნა ეზეტიმიბ დენკის ფენოფიბრატთან ერთად გამოყენებისას : მუცლის ტკივილი.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ:

გვერდითი მოვლენები , რომელთა სიხშირე უცნობია . (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი), ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი და გამონაყარი ჭინჭრის ციებით, მოწითალო გამონაყარი, ზოგჯერ (მულტიფორმული ერითემა), კუნთების ტკივილი, სისუსტე ან მგრძნობელობა (მიოპათია), ჩონჩხის კუნთების უჯრედების დაშლა (რაბდომიოლიზი), ნაღველის ბუშტში კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება), პანკრეასი, რომელსაც ხშირად თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი, ყაბზობა, თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენა, პარესთეზია, დეპრესია, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე და ქოშინი.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ ეზეტიმიბ დენკი ?

• შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

• არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე შემდეგი სიტყვების შემდეგ: "გამოიყენეთ -------მდე". ვარგისიანობის ვადა გრძელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

• ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

• არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში (მაგალითად ტუალეტში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ეზეტიმიბ დენკი

- აქტიური ნივთიერებაა: ეზეტიმიბი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული], პოვიდონი (K29/32), ნატრიუმის დოდეცილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.

როგორ გამოიყურება ეზეტიმიბ დენკი 10 მგ და შეფუთვის შიგთავსი

ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები.

ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები შეფუთულია თეთრი, გაუმჭვირვალე PVC/PVDC/PVC ალუმინის ბლისტერში. ბლისტერები შეფუთულია მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქცია მოყვება თითოეულ კოლოფს.

ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ხელმისაწვდომია 30, 50 და 100 ტაბლეტის შეფუთვით.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული მეწარმე

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

პრინცრეგენტენშტრასე #79

81675 მიუნხენი

გერმანია

მწარმოებელი

არტესან ფარმა გმბჰ & კო.კგ

ვენლანდტრასე 1

29439 ლუჩოუ

გერმანია

ან

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

პრინცრეგენტენშტრასე # 79

81675 მიუნხენი

გერმანია

წინამდებარე პრეპარატი დამტკიცებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით:

დანია კარდიტიმიბი 10 მგ ტაბლეტები

გერმანია ეზეტიმიბ დენკი 10 მგ ტაბლეტები

ეს ანოტაცია ბოლოს შესწორდა 2021 წლის მაისში.

მთარგმნელი: ირმა მაჩაიძე